,,თებერვალში, გპირდებით...'' /ნიკა ჩერქეზიშვილი/
პოეზიას უძველესს, უკვდავსა და უნათლესს, ვერას ავნებს მიკრობი, ვირუსი და ბაცილა!.. მაინც შენ გევედრები, ღმერთო, ერთო, მუდამდღე: გაგვინათე სული და მოგვაცილე მაცილი!!!
არას ვამბობ ყასიდად, არც რა მიგავს უდარდელს... - მე თუ გინდა ამკუწონ დღესვე ნაწილ-ნაწილად!.. ოღონდ გადაშენება ქვეყნის აღსასრულამდე, (ანუ გადაგვარება!..), ერს მტერმრავალს აცილე!..
თავის დროზე რუსეთი გააწითლეს ბომჟებმა (მიღებული არ იყო თქმა ამისა ჩემსობას...). რაც მოხდა და რაც ხდება, რა იციან ბოვშებმა (ყველას როდი ვგულისხმობ - მხოლოდ უმრავლესობას...)...
იგივე ხის უჭირავთ დღესაც დროშისტარები (ბევრად ბნელი ზრახვებით, თან ეშმასთან თანხმობით!..)... ამბოხ(ბუხ!..ბუხ!..)ებული სულით პროლეტარები ახლა პოეზიის ტახტს უპირებენ დამხობას...
ფულს (მწვანეს) აფრიალებს საფიაროდ ,,ქარიზმის’’ სქესით და ეროვნებით პროლეტარი მანქურთი... ახლა - რა და საიდან, ანდა როგორ და რისთვის, მოიძიეთ თავადვე, თუ გსურთ, ამის საბუთი!..
საამისო აქ არც დრო, არც ადგილი, არც ხოში, არცა მაქვს და არც გვინდა ლიშნი ბაზარ-ღადავი!.. მთავარია, მომავალს, გადაურჩეს აწმყოში ნაღდი ლექსი - ჯიგარ და ყელ-გამოუღადრავი!..
თორემ სლენგ-ჟარგონები... გინდ ბილწსიტყვა-სკაბრეზი... რაგინდ ქიც-ქიცმაცურში არც მე ვზივარ გოიმად... არ მაქვს ამის პრობლემა რეალში და ზღაპრებში, მაგრამ ჩიტზე ვინ ხარჯავს ზარბაზნის აბოიმას...
სატანიზმის ეპოქა ვის უნახავს ურისხვო... მაგრამ არ ბლატაობდა ყველა ხოტბა-შესხმებით ( მაგ. - იხილეთ ვახტანგი /ჯავახაძეს ვგულისხმობ/, გინა ტ. ჭანტურია /,,უცენზურო ლექსები’’/ ...
ყველას ხომ ვერ ჩამოვთვლი, უხედნელთა ჯურისას / სინდისგაუყიდველი ბევრი ვიცი მე სხვებიც!.. /, ბევრი წელში გატეხა თუმც სიავემ ურიცხვმა, მაგრამ ვინც ვერ გაღუნეს, ფრთები მათით გვესხმება!..)
არ ყოფილა ახვრების საუკუნე XX!.. ცდება - XX1-მ ვინც ფიქრობს რომ ი ნ ა თ ა ! სუფთა სისხლის პოეტი ,,კრიტშიც’’ მეოცნებეა!.. - გაუმარჯოს პოეტებს. ,,შავი სიის’’ ბინადარ!!!
შური და უნიჭობა მუდამ დაამუნათებს ნიჭს და რამე ახალი ამით როდის რა ხდება?!. მთავარია, გქონდეს და შეგრჩეს გული გულადვე!.. პარნასზე კი კვლავ ავლენ დასტურ, ოდენ ნაღდები!..
ჰოდა, მ ა ღ ლ ა! - არწივთა აფრენილო მართვენო, თუმც, ლაჟვარდთა დალაშქვრა გახლავთ არაიოლი!.. ჯერ ამისთვის უშქარი ღამე უნდა ათენო, თანაც - გადაიხადო ბლომად ბატალიანი!..
და თუ რამე დაგჭირდათ, ასე გულანთებულებს ( რადგან მეგობარია კაცი - ადამიანის!..), თებერვალში ჭარმაგთა მოგაშველებთ ათეულს, საჭურველით შეჭურვილს მთელი ბატალიონის!..
10.01.2010.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მიყვარხართ!.. მიყვარხართ!..
10. ზარბაზნის აბოიმა.
=)))))))))
აუ რა მარგალიტია =)))) ზარბაზნის აბოიმა.
=)))))))))
აუ რა მარგალიტია =))))
9. ამბოხ-ბუხ-ბუხ- ებული =))))))))
რა მიგნებააა =))))))))
ამბოხ-ბუხ-ბუხ- ებული =))))))))
რა მიგნებააა =))))))))
8. კომ. 7-ზე (და ბოლო):
ვინც კიდევ ერთხელ ბეჯითად ჩაიკითხავს, ყველა ამ და მომავალი მსგავსი თუ უმსგავსო კომენტარის პასუხსაც მასშივე იპოვის (თუ აინტერესებს...). ამიტომ მათზე პასუხის გაცემა თავიდანვეც ზედმეტი იყო... კომ. 7-ზე (და ბოლო):
ვინც კიდევ ერთხელ ბეჯითად ჩაიკითხავს, ყველა ამ და მომავალი მსგავსი თუ უმსგავსო კომენტარის პასუხსაც მასშივე იპოვის (თუ აინტერესებს...). ამიტომ მათზე პასუხის გაცემა თავიდანვეც ზედმეტი იყო...
7. მაგ ჟანრის შესაბამისი კომენტარია 2 -ე :D , ცოტა სარკაზმული 5-ე მაგ ჟანრის შესაბამისი კომენტარია 2 -ე :D , ცოტა სარკაზმული 5-ე
6. კომ. 5-ზე: ჟანრებში მაინც ქე უნდა ერკვეოდე ცოტა... კომ. 5-ზე: ჟანრებში მაინც ქე უნდა ერკვეოდე ცოტა...
5. პოეზიას თუ დამანახებ შენ სადმე აქ ფრიად მადლობელი დაგრჩები :D
პოეზიას თუ დამანახებ შენ სადმე აქ ფრიად მადლობელი დაგრჩები :D
4. ტრიკოტაჟის ამპულას (კომ. 2.):
ვიზამთ მაგას, როცა პენსიაზე გავალთ აქედან! შენ კი, ისე ვატყობ, უკვე იქნები დასაქმებული ინდუსტრიის რომელიმე ამ დარგში თუ არა, შენი ვიწრო სპეციალობით მაინც, რადგან არ იგრძნობა, რომ დიდად სწყალობდე პოეზიას (ან პირიქით...). /აქ ულვაშებში ჩაღიმების სმაილიკ(ებ)ი მინდა, მარა სად არის!../
ტრიკოტაჟის ამპულას (კომ. 2.):
ვიზამთ მაგას, როცა პენსიაზე გავალთ აქედან! შენ კი, ისე ვატყობ, უკვე იქნები დასაქმებული ინდუსტრიის რომელიმე ამ დარგში თუ არა, შენი ვიწრო სპეციალობით მაინც, რადგან არ იგრძნობა, რომ დიდად სწყალობდე პოეზიას (ან პირიქით...). /აქ ულვაშებში ჩაღიმების სმაილიკ(ებ)ი მინდა, მარა სად არის!../
3. ბრძენი ვინმე ბრძანებს ასე: "კარგად თქმული დააფასე!"- მომეწონა ეს ნათქვამი და მეც მოვეფიანდაზე!.. მნიშვნელობა არ აქვს - როგორ? მთავრია - რას და რაზე?..
:) :) :)
ბრძენი ვინმე ბრძანებს ასე: "კარგად თქმული დააფასე!"- მომეწონა ეს ნათქვამი და მეც მოვეფიანდაზე!.. მნიშვნელობა არ აქვს - როგორ? მთავრია - რას და რაზე?..
:) :) :)
2. ერთ უსტაბაშიც გინდათ და შეითანბაარიც თქვენია :D პოეზიით თუ არა, თავისუფლად შეგიძლიათ დაკავდეთ მეწაღეობით, მეწუღეობით, მეურნეობით და ასე შემდეგ :D ერთ უსტაბაშიც გინდათ და შეითანბაარიც თქვენია :D პოეზიით თუ არა, თავისუფლად შეგიძლიათ დაკავდეთ მეწაღეობით, მეწუღეობით, მეურნეობით და ასე შემდეგ :D
1. მაგარი ხარ, მაგარი! ჩემო იმო! და ნაღდი, რაც მთავარია! მაგარი ხარ, მაგარი! ჩემო იმო! და ნაღდი, რაც მთავარია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|