ორი სონეტი-ექსპრომტი ეროვნული პოეზიის მეციხოვნეთათვის ძველით ახალი წლის მისალოცად
1.
,,რადგან გულივით ერთი ბეწოა, სიცოცხლეს სული უნდა უბერო!’’ (*) სიკეთე სადმე წამოგვეწევა... შევაცოტაოთ ავი, თუ ბევრობს...
უნდა ვიბრძოლოთ, ბედს რომ ვეწიოთ (რომ არ მოგვჯაყოს ყოფამ უფერომ!..)! გულს სული ოდით ცისკენ ეწევა (ვერ ჰგუობს ხორცის ზონას ბუფერულ!..),
თუმც ( გინდ ჯოჯოხეთს!..) ისე ვერ წავა, მიწას ანდერძი არ დაუბაროს... ვერც ჯავრს ჭამს, მუზის ძუძუნაწოვი და ვეღარც ნადიმს იქმს ნასუფრალით...
და თუ ცოდვილი სტუმრად გეწვიოს, შეიფარვიდე, ვინძლო, უფალო!!!
13. 01. 2010. /11.45./
(*) წინწკლებში ჯანსუღ ჩარკვიანის სტრიქონებია, მცირედი პერიფრაზირებით: რადგან სიცოცხლე ერთი ბეწოა, სიცოცხლეს სული უნდა უბერო.
2.
ჟინჟლავს. მისველებს მუზას ამბოკარს (პეწს ვერ ჰმატებენ ზამთარს გუბენი...). თოვლი (ურაკზე) ნიკიმ დაბლოკა (ზამთრის მზეს წვიმის ბლოკავს ღრუბელი...)...
ამ ვერლიბრივით ამინდს ვერ ვიტან (- მტერია მუზის და დამღუპველი), თუმც ცა ფიფქიას გვიშობს ზევიდან ამაღამ (სიზმრად ვნახე წუხელის!..).
ტუფტად მანიფესტს დასტურ არ დაწერს ბაბუ, დინჯად რომ იხდის ბებერ ვალს ( ახლა ციმ-ციმ ვდებ ექსპრომტს დასახვეწს, რამეთუ მელის მალე შებერვა...):
- ახლებს გილოცავთ ძველით ახალ წელს და ველოდები ( ძველით!.. ) თებერვალს!!!
13. 01. 2010. /12.55/
ისეთ ხუმრობას რა ვუთხარიო... /ქართული ხალხური სიბრძნე/
პროტესტ-პოსტსკრიპტუმი ადმინისადმი:
ადმინმა პასუხი უნდა აგოს ამ შედევრების დაგვიანებით გამოქვეყნებისა გამო! რატომ ვერ შევდივარ იმო ბაბუ და ჯახუ გიორგიანის ნიკებით? კატეგორიულად ვითხოვ დაბლოკვის მიზეზის სასწრაფოდ და საჯაროდ გაიასნებას!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. თოვლი (ურაკზე) ნიკიმ დაბლოკა (ზამთრის მზეს წვიმის ბლოკავს ღრუბელი...)...
;;) ოოხ ეს ნიკი რა :))
თოვლი (ურაკზე) ნიკიმ დაბლოკა (ზამთრის მზეს წვიმის ბლოკავს ღრუბელი...)...
;;) ოოხ ეს ნიკი რა :))
21. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო
19. კარგებია!++ კარგებია!++
16. სმაილიკი შემეშალა..... ...ღიმილი...;) სმაილიკი შემეშალა..... ...ღიმილი...;)
15. მოკითხვა, ბატონ იმოს.......:)) მოკითხვა, ბატონ იმოს.......:))
14. ამ ვერლიბრივით ამინდს ვერ ვიტან (- მტერია მუზის და დამღუპველი), თუმც ცა ფიფქიას გვიშობს ზევიდან ამაღამ (სიზმრად ვნახე წუხელის!..).
:) ამ ვერლიბრივით ამინდს ვერ ვიტან (- მტერია მუზის და დამღუპველი), თუმც ცა ფიფქიას გვიშობს ზევიდან ამაღამ (სიზმრად ვნახე წუხელის!..).
:)
13. მოკითხვა იმო ბაბუს მოკითხვა იმო ბაბუს
12. კარგებია.
მეორე ვიცოდი.
თოვლი (ურაკზე) ნიკიმ დაბლოკა;;) კარგებია.
მეორე ვიცოდი.
თოვლი (ურაკზე) ნიკიმ დაბლოკა;;)
11. ნუ ადმინისტრაციას ეს მოთხოვნა:D ნუ ადმინისტრაციას ეს მოთხოვნა:D
10. გაიხარეთ იმო ძია მოგიკითXეთ :)
და იმო ბაბუ დააბრუნეთ,ბარბი ლექსებს ელოდება:) გაიხარეთ იმო ძია მოგიკითXეთ :)
და იმო ბაბუ დააბრუნეთ,ბარბი ლექსებს ელოდება:)
9. ბედობას გილოცავთ! ბედობას გილოცავთ!
6. კარგია ბატონო იმო. :) 2 კარგია ბატონო იმო. :) 2
5. მრავალ ახალ წელს ბატონო იმო :)
სულ ხალისი და სითბო მხვდება ხოლმე აქ :) მრავალ ახალ წელს ბატონო იმო :)
სულ ხალისი და სითბო მხვდება ხოლმე აქ :)
4. ,,რადგან გულივით ერთი ბეწოა, სიცოცხლეს სული უნდა უბერო!’’
გილოცავთ ძია იმო დღევანდელ დღეს და მშვიდობა და სიხარული დაგბედებოდეთ. მომიკითხეთ ოჯახში ყველა სიყვარულით. ,,რადგან გულივით ერთი ბეწოა, სიცოცხლეს სული უნდა უბერო!’’
გილოცავთ ძია იმო დღევანდელ დღეს და მშვიდობა და სიხარული დაგბედებოდეთ. მომიკითხეთ ოჯახში ყველა სიყვარულით.
3. ,,რადგან გულივით ერთი ბეწოა, სიცოცხლეს სული უნდა უბერო!’’ მშვენიერია.... ,,რადგან გულივით ერთი ბეწოა, სიცოცხლეს სული უნდა უბერო!’’ მშვენიერია....
2. მშვენიერი სონეტებია :) მშვენიერი სონეტებია :)
1. შესანიშნავი სონეტებია.
,,რადგან გულივით ერთი ბეწოა, სიცოცხლეს სული უნდა უბერო!’’ შესანიშნავი სონეტებია.
,,რადგან გულივით ერთი ბეწოა, სიცოცხლეს სული უნდა უბერო!’’
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|