მაშ რა აზრი აქვს "აწმყოს, რომელიც ერთ წამში უკვე წარსულად გადაიქცევა"... სჯობს ხელებს ჩავყოფ წყალში, იქ შევინახავ, სანამ წყალიც არ დაბინძურდება, სანამ ჯერ კიდევ მერქმევა ბავშვი, სანამ სხეული არ აღმზრდის პილატედ - სიწმინდის ბოლო აგურს არ დავშლი, და ქვიშად გავშლი მიწაზე უმწეოს, მზიან მიწაზე - უმზეო ქვიშად, იქ გავმეფდები მორიგი პილატე, ნაჭუჭებს თავის დაღწევის ნიშნად. იქ შევინახავ, სანამ თავს არ დავაჯერებდე, რომ გავმეფდი, სანამ ვიწამებდე, რომ თოჯინებად იქცნენ ადამიანები, სანამ უფსკრულის თავზე თოკს გავაბამდე, რომელზეც ალბათ ხან ვირბენ, ხან გადავყირავდები. მექნება ემოცია შიშისმაგვარი, ემოცია - სინანული, შიშის ნადავლი, მექნება მწუხარება ცრემლთან ნაზავი, თავის მოძულება - შედეგი გადაღლის. გავხდები მათხოვარი ლუკმის, ხურდის, ძონძების, სითბოს, სიყვარულის,მეგობრობის, შთაგონების... და მაინც შემრცხვება... დავმალავ ვითომ. სანამ არ მოვა კუშტი მენაგვე და მამხელს ქუჩის ნაგავთან ერთად, მისი ცოცხის ქვეშ ცრემლებად დაღვრილს, მე ალბათ იმ წამს მას ჩავთვლი ღმერთად. მე ალბათ იმ წამს ვიქცევი შლეგად, მე ალბათ იმ წამს ვიქცევი მონად, რათა ვიწამო... მე კი ავირჩევ გზას უფრო შორეულს, მივემსგავსები ურწმუნო თომას. მაშინ, სწორედ მაშინ მოვა იოანე, და წყალში განბანს ჩემს მწირ გონებას შებილწულს, ტკივილიანს... შეწირულს მომთაბარე, ძიებების ცხოვრებას. და მოვა იოანე, და ეცოდინება, რომ მოვა იესო, და რომ ჩემი მომთაბარე გონება ისევ ზედმეტად ბურუსიანია მის დასანახად, რომ ჩემი მშფოთვარე სული, ისევ ზედმეტად მძიმეა მასთან მისასვლელად, რომ ჩემი განძარცვული სხეული ზედმეტად ცივია მის მიწაში დასამარხად... დავრჩები მიწაზე, და დავიწყებ თავიდან... მაშ, "არ არსებობს აწმყო, რადგან ის ერთ წამში წარსულად გადაიქცევა"...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. სანამ ვიწამებდე, რომ თოჯინებად იქცნენ ადამიანები, სანამ უფსკრულის თავზე თოკს გავაბამდე... რა სხვანაირი გვანცა ხარ აქ... სანამ ვიწამებდე, რომ თოჯინებად იქცნენ ადამიანები, სანამ უფსკრულის თავზე თოკს გავაბამდე... რა სხვანაირი გვანცა ხარ აქ...
23. მეეც..მრავალს დაესწარი... მეეც..მრავალს დაესწარი...
22. მირქმას გილოცავ... მირქმას გილოცავ...
21. გამომრჩენია ... :( შენეული, ფორიაქა და ემოციური... :) ისე ძალიან მომენატრეე... იმედია ხვალ გნახავ :-* გამომრჩენია ... :( შენეული, ფორიაქა და ემოციური... :) ისე ძალიან მომენატრეე... იმედია ხვალ გნახავ :-*
20. გვანცას მოკითხვა ჩემგან;););) გვანცას მოკითხვა ჩემგან;););)
19. იმდენად საინტერესოა აზრობრივად, რომ ძალიან მინდა ამ ლექსთან დაბრუნდე. ადგილ-ადგილ გაუმართავი ფრაზებია და ამავდროულად იმდენი კარგი სახე, რომ ძნელია თავად ლექსი არ ჩაყლაპონ ამ სახეებმა.
უყვარხარ თეკლას იმდენად საინტერესოა აზრობრივად, რომ ძალიან მინდა ამ ლექსთან დაბრუნდე. ადგილ-ადგილ გაუმართავი ფრაზებია და ამავდროულად იმდენი კარგი სახე, რომ ძნელია თავად ლექსი არ ჩაყლაპონ ამ სახეებმა.
უყვარხარ თეკლას
18. კი...მომეწონა... კი...მომეწონა...
17. მრავალ ნინოობას! +2! მრავალ ნინოობას! +2!
16. განსაკუთრებული ლექსია... ჩემთვის და .................
შენ იცი... განსაკუთრებული ლექსია... ჩემთვის და .................
შენ იცი...
15. "გავხდები მათხოვარი ლუკმის, ხურდის, ძონძების, სითბოს, სიყვარულის,მეგობრობის, შთაგონების... " "გავხდები მათხოვარი ლუკმის, ხურდის, ძონძების, სითბოს, სიყვარულის,მეგობრობის, შთაგონების... "
14. 55555 კარგი ვერლიბრი ნამდვილად პოეზიაა - სრულიად გეთანხმები , ირინკა! 55555 კარგი ვერლიბრი ნამდვილად პოეზიაა - სრულიად გეთანხმები , ირინკა!
12. მომწონს.... მომწონს....
11. გავხდები მათხოვარი ლუკმის, ხურდის, ძონძების, სითბოს..
ჩემიანი..
გვირიილ.. შენთან ვარ მე.. გავხდები მათხოვარი ლუკმის, ხურდის, ძონძების, სითბოს..
ჩემიანი..
გვირიილ.. შენთან ვარ მე..
10. "და რომ ჩემი მომთაბარე გონება " --ეს ძალიან მომეწონა!
.. "და რომ ჩემი მომთაბარე გონება " --ეს ძალიან მომეწონა!
..
9. ემოცია - სინანული, შიშის ნადავლი...
ამაზე შემაჟრჟოლა...
დასტური ნუცის ჩემგანაც:) ემოცია - სინანული, შიშის ნადავლი...
ამაზე შემაჟრჟოლა...
დასტური ნუცის ჩემგანაც:)
8. ნუცის ვეთანხმები, ვერლიბრი ნამდვილად პოეზიაა, რათქმა უნდა კარგი ვერლიბრი :) :-* ნუცის ვეთანხმები, ვერლიბრი ნამდვილად პოეზიაა, რათქმა უნდა კარგი ვერლიბრი :) :-*
7. დღეს ამის მეტს ვეღარაფერს წავიკითხავ ..
იმდენად ემოციურია.. აი ლოცვა მომანდომა..
დღეს ამის მეტს ვეღარაფერს წავიკითხავ ..
იმდენად ემოციურია.. აი ლოცვა მომანდომა..
6. კარგია ერთობ!
5 კარგია ერთობ!
5
4. გვანცა, ძალიან კარგი ლექსია;
ძალიან კარგი რიტმით, დახვეწილი ბგერწერით, ყოველგვარი ჭარბი ბალასტის გარეშე, აზრიანი, გემოვნებიანი, თან საოცრად ემოციური.
აი, ესაა მშვენიერი ვერლიბრი!
გენაცვალე შენ :-* გვანცა, ძალიან კარგი ლექსია;
ძალიან კარგი რიტმით, დახვეწილი ბგერწერით, ყოველგვარი ჭარბი ბალასტის გარეშე, აზრიანი, გემოვნებიანი, თან საოცრად ემოციური.
აი, ესაა მშვენიერი ვერლიბრი!
გენაცვალე შენ :-*
3. გარდა იდეისა, ისედაც მომეწონა ძაალიან :)
გაიხარე გვანც :)
რწმენაა მთავარი და ყველაფერი იქნება რაც საჭიროა :) გარდა იდეისა, ისედაც მომეწონა ძაალიან :)
გაიხარე გვანც :)
რწმენაა მთავარი და ყველაფერი იქნება რაც საჭიროა :)
2. სჯობს ხელებს ჩავყოფ წყალში, იქ შევინახავ, სანამ წყალიც არ დაბინძურდება, სანამ ჯერ კიდევ მერქმევა ბავშვი, სანამ სხეული არ აღმზრდის პილატედ - სიწმინდის ბოლო აგურს არ დავშლი, და ქვიშად გავშლი მიწაზე უმწეოს, მზიან მიწაზე - უმზეო ქვიშად, იქ გავმეფდები მორიგი პილატე, ნაჭუჭებს თავის დაღწევის ნიშნად. იქ შევინახავ,
ძალიან ემოციურია
მართლა მომეწონა :) სჯობს ხელებს ჩავყოფ წყალში, იქ შევინახავ, სანამ წყალიც არ დაბინძურდება, სანამ ჯერ კიდევ მერქმევა ბავშვი, სანამ სხეული არ აღმზრდის პილატედ - სიწმინდის ბოლო აგურს არ დავშლი, და ქვიშად გავშლი მიწაზე უმწეოს, მზიან მიწაზე - უმზეო ქვიშად, იქ გავმეფდები მორიგი პილატე, ნაჭუჭებს თავის დაღწევის ნიშნად. იქ შევინახავ,
ძალიან ემოციურია
მართლა მომეწონა :)
1. დავრჩები მიწაზე, და დავიწყებ თავიდან... მაშ, "არ არსებობს აწმყო, რადგან ის ერთ წამში წარსულად გადაიქცევა"...
დავრჩები მიწაზე, და დავიწყებ თავიდან... მაშ, "არ არსებობს აწმყო, რადგან ის ერთ წამში წარსულად გადაიქცევა"...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|