 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 21 იანვარი, 2010 |
მარტყოფის მონასტერში მანანა აღესრულა და დებს დაუკრძალავთ ახალი მონაზონი. საფლავზე ამოსულა წყვილი ფურისულა. ამ წყვილმა ფურისულამ ხანი მომაგონა, როცა ერთ კუთხეში მყუდროდ მივსხდებოდით, ამბებს მოვყვებოდით მთისას და ბარისას, არაყ-,,საქუჩებელს,, ჩუმად გადავკრავდით, ვიტყოდით:,,ეს ერთი - წესია, მკვდარის ას!,, მერე ცოცხლებისას შევსვამდით ხმაურით, თუკი დაგვაცლიდნენ ჩვენივე ,,ბღარები,, , შუაზე გავიყოფდით ერთ ლუკმა კეცეულს... მანან, მარგალიტი იყავი, ღარიბი. სიკვდილმა რამდენი რამე დამანანა, ცრემლით დამინამა პირ-სახე და გული. ცხოვრება, მანანო, ,,რა მარხე ყოფილა'', რა მალე ხუნდება მზით მოფარდაგული! მანან, მანდ, ზეცაში შენთვის ადვილია, აქ ?! - ისევ ძნელია ცოცხლებში გაძლება, რაღაცას მოველი, რაღაცას მოველი, და ვიცი, ამ ლოდინით სული რომ გამძვრება. ცოცხლისთვის ჩამომესწრო - მეტყოდი ძველებურად: ,,ნუ იცი მოგონება ტყუილი დარდისა, მაშ მე რა ვიღონო, მაინც რო არ ვუტყდები, გამჩენ ხო გვიფარავს,ღვთის მადლი დაგვდისა!,, ვეღარ გინახულე, ახლა გვიანია. ,,მემრიაც ამოვალ,, , უფალი თუ ისურვებს. მიწყივ მომარხულე დები მოუვლიან საფლავის გულისპირზე ამოსულ ფურისულებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. აზრები მართლა მომწონს მართლა! აზრები მართლა მომწონს მართლა!
14. მანანა ღარიბი მარგალიტი არ ყოფილა, ის სიყვარულით ისეთი მდიდარი იყო, იშვიათად რომ ერგება ხოლმე ადამის მოდგმას... მანანა... დედა ნანა... მიწის ანგელოზი იყო... ვენაცვალე იმის სულს... მანანა ღარიბი მარგალიტი არ ყოფილა, ის სიყვარულით ისეთი მდიდარი იყო, იშვიათად რომ ერგება ხოლმე ადამის მოდგმას... მანანა... დედა ნანა... მიწის ანგელოზი იყო... ვენაცვალე იმის სულს...
13. მანან, მარგალიტი იყავი, ღარიბი.
მგონი სადღაც მაქვს წაკითხული. რამდენადაც ვიცი, ერთი დიდებული და სულით არისტოკრატი ქალბატონის ხსოვნას უნდა ეძღვნებოდეს ეს ლექსი!.. ღმერთმა ულხინოს ქალბატონ მანანას სულს! თქვენ კი მადლობა ამ ლექსისთვის! საერთოდ, იშვიათად ვაკომენტარებ თქვენ ლექსებს - ამან სული შემიტოკა! 55555
მანან, მარგალიტი იყავი, ღარიბი.
მგონი სადღაც მაქვს წაკითხული. რამდენადაც ვიცი, ერთი დიდებული და სულით არისტოკრატი ქალბატონის ხსოვნას უნდა ეძღვნებოდეს ეს ლექსი!.. ღმერთმა ულხინოს ქალბატონ მანანას სულს! თქვენ კი მადლობა ამ ლექსისთვის! საერთოდ, იშვიათად ვაკომენტარებ თქვენ ლექსებს - ამან სული შემიტოკა! 55555
12. მანიფესტის ბრალია თუ კონვენციურ ლექსებზე გადმოხვედით თუ რა ვთქვა? :)
მაგარია. მანიფესტის ბრალია თუ კონვენციურ ლექსებზე გადმოხვედით თუ რა ვთქვა? :)
მაგარია.
9. საოცარი ლექსია, პოეტური აზროვნებისა და ტექნიკის ფლობის კარგი მაგალითი... ისეთია, ფიქრის ფიქრში რომ წაგიღებს... მოგიკითხე სიყვარულით. საოცარი ლექსია, პოეტური აზროვნებისა და ტექნიკის ფლობის კარგი მაგალითი... ისეთია, ფიქრის ფიქრში რომ წაგიღებს... მოგიკითხე სიყვარულით.
8. საინტერესო და გულთან მისატანი.... საინტერესო და გულთან მისატანი....
6. მართლა რა ემოციური და თბილია... მაგრად მომეწონა... გაიხარეთ... მართლა რა ემოციური და თბილია... მაგრად მომეწონა... გაიხარეთ...
5. ძალიან ძალიან ემოციურია ძალიან ძალიან ემოციურია
3. +2
კარგია!
წინსვლა +2
კარგია!
წინსვლა
2. ვიცოდი ეს ლამაზი ლექსი გაუზავებელ-გაუნელებელი განცდებითა და ემოციებით. ვიცოდი ეს ლამაზი ლექსი გაუზავებელ-გაუნელებელი განცდებითა და ემოციებით.
1. რა კარგი ლექსია,ნონოოოოოოოოო!
"მიწყივ მომარხულე დები მოუვლიან საფლავის გულისპირზე ამოსულ ფურისულებს"
მშვენიერი! :) რა კარგი ლექსია,ნონოოოოოოოოო!
"მიწყივ მომარხულე დები მოუვლიან საფლავის გულისპირზე ამოსულ ფურისულებს"
მშვენიერი! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|