| ავტორი: ბაბული ჟანრი: პოეზია 14 ივნისი, 2008 |
როგორც ყინული შატილის ჭალას, ისე უხდება თოვლი ქარაფებს, ასეთი დილა არსად თენდება, მზის სხივიც ასე არსად ანათებს. ამ სილამაზეს შესტრფოდა ბევრი, ბევრმა სიცოცხლე აჩუქა ბოლოს, დღეს ხვავრიელად მოთოვა მთებში, ასეთი თოვლიც აქ იცის მხოლოდ.
** ** ** მაღლა მთებზე წამით გაწყდა გულისძგერა, მაღლა მთებზე შავი ნისლი გაირინდა, ვეღარასდროს დავიბრუნებ განვლილ დღეებს, თორემ ჯავრიც ნისლებივით გაივლიდა.
წმინდა წყაროს მოჩუხჩუხეს, მთის ფერდობზე, შევადარე მხოლოდ შენი გულისძგერა, ვერასოდეს, ვერასოდეს დაგივიწყე, თორემ უკვე აღარ მახსოვს მე სხვა წყენა.
მთებზე ნისლი იდუმალად გაირინდა, მწუხრის ჟამი შეპარვია ამ მთა-ველებს, ეხ, ცხოვრება ჩემი გულისტკივილია, თორემ წლები ნამდვილად ვერ დამაბერებს. ** ** **
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. თორემ წლები ნამდვილად ვერ დამაბერებს.
ესაა მთავარი :) თორემ წლები ნამდვილად ვერ დამაბერებს.
ესაა მთავარი :)
11. ეხ, ცხოვრება ჩემი გულისტკივილია, თორემ წლები ნამდვილად ვერ დამაბერებს. ეხ, ცხოვრება ჩემი გულისტკივილია, თორემ წლები ნამდვილად ვერ დამაბერებს.
10. თორემ ჯავრიც ნისლებივით გაივლიდა, კარგია! თორემ ჯავრიც ნისლებივით გაივლიდა, კარგია!
8. რაღაც დამაკლდა თან არც ისე ცოტა ამიტომ 4 წახალისებისთვის რაღაც დამაკლდა თან არც ისე ცოტა ამიტომ 4 წახალისებისთვის
7. ვაი,როგორ მომეწონა ორივე ლექსი... მახარებს ახალი სახეები რომ ჩნდებიან ამ პორტალზე და ასეთი ლექსებით... ხუთი და ველი ახალს...:) ვაი,როგორ მომეწონა ორივე ლექსი... მახარებს ახალი სახეები რომ ჩნდებიან ამ პორტალზე და ასეთი ლექსებით... ხუთი და ველი ახალს...:)
6. პირველი, უკეთესია!:) შატილის საწინააღმდეგო არა მგონია ვინმეს რამე ქონდეს!:) პირველი, უკეთესია!:) შატილის საწინააღმდეგო არა მგონია ვინმეს რამე ქონდეს!:)
4. ლექსებს 5! ორივეს! ლექსებს 5! ორივეს!
3. შაველა მგზავრმა თავისი აზრი თქვა და რა, არ აქვს უფლება? არც მე მომეწონ ეს ლექსი, საშუალოზე დაბალი დონეა. და რა, ამიტომ აგრესია უნდა გამოამჟღავნო? ლიტერატურულ პორტალზე ზუსტად პოეტობაზე და პროზაიკოსობაზე უნდა ვისაუბროთ, თორემ სადღეგრძელოები და პაჩი-პუჩი ცხოვრებაშიც არ გვაკლია!
ლექსს 3 ქულა. შაველა მგზავრმა თავისი აზრი თქვა და რა, არ აქვს უფლება? არც მე მომეწონ ეს ლექსი, საშუალოზე დაბალი დონეა. და რა, ამიტომ აგრესია უნდა გამოამჟღავნო? ლიტერატურულ პორტალზე ზუსტად პოეტობაზე და პროზაიკოსობაზე უნდა ვისაუბროთ, თორემ სადღეგრძელოები და პაჩი-პუჩი ცხოვრებაშიც არ გვაკლია!
ლექსს 3 ქულა.
2. მგზავრო გაიარე რა შენს გზაზე.....მაგ გეოგრაფიას შატილი ჰქვია და ყველაზე გასაცვეთი ეგა არის....და კიდევ მოდი პოეტობაზე ნუ ვილაპარაკებთ რა,თორე არამგონია მოგებული დარჩე....... მგზავრო გაიარე რა შენს გზაზე.....მაგ გეოგრაფიას შატილი ჰქვია და ყველაზე გასაცვეთი ეგა არის....და კიდევ მოდი პოეტობაზე ნუ ვილაპარაკებთ რა,თორე არამგონია მოგებული დარჩე.......
1. ბევრისგან გათელილი და უგულოდ გაცვეთილი თემა და გეოგრაფია, აქ ძნელად თუღა მოკიდებს პოეტი ფეხს.. და მაინც გასამხნევებლად +4 ბევრისგან გათელილი და უგულოდ გაცვეთილი თემა და გეოგრაფია, აქ ძნელად თუღა მოკიდებს პოეტი ფეხს.. და მაინც გასამხნევებლად +4
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|