ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირაჟი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2010


...იდუმალი...

მე არ ვწერ ლექსებს
გრძნობა წერს სიტყვას,
იცის უჩემოდ ვერ იარსებებს...
მე მინდა მხოლოდ ყვალა დფიქრდეთ
ამ ცხოვრებაში თუ ვის რა გვინდა...
ნისლი თუ გვინდა,თვალებს მიენდეთ
ყოველთვის ბნელა ჩვენი ცოდვისგან,
სარკმელს გავაღებ და მხოლოდ მაშინ
მთელი სამყარო მე თვალწინ მიდგას...
წამწამი სველი სახეს ასეველებს,
წვიმს ჩემს სახეზე,გარეთ კი ბნელა,
არ ვწერ მე ლექსებს იდუმალებზე,
გრძნობამ მომიხმო მე იალქნებზე.
ჩემში ყოველდღე ის ცოცხლდებოდა,
მიმითითებდა მე თუ რა მინდა,
ბარათაშვილიც მაშინ მესიზმრა,
ჩემი თვალები იმ ნათელს მისწვდა...
როცა ღამეა და მე შენ გეძებ,
როცა თვალები ცრემლით მევსება,
როცა მივხვდები მე აქ რა მინდა,
მე ვიგრძნობ რითმსაც,მოვიტან სიტყვას...
ისე უეცრად მეცნო სიჩუმე,
მე მომაგონდა ფიქრები ნაზი,
ხმა იდუმალი ისევ გაცოცხლდა
და კვლავ მესიზმრა მე ის მგოსანი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები