ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერეთელი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2008


მე გნატრობ

 

ამ ერთმა დილამაც დააწყო უშენო
თითები მინებზე და სუნთქვა შემიკრა_
ოქროსფერ ღილებით. კლდეს თავ-პირს უშენენ
უძილო ფიქრები და მესმის შენი ხმა.
და  ერთ წყვილ სამკუთხედს მერცხლების დაჭრილი
კრიალა ზეცისას თვალებზე დავიფენ.
ვმშვიდდები_დროებით... და ჭრელი ნაჭრებით
დახუნძლულ ხესთან ვარ: ალიხე, მალიხე,
სალიხე... ალიხე... და ღმერთმა შეგინდოს!
დღეს ჩემი დამხრჩვალი ოცნება ჭინკებმა
ქირქილის თოკებით ბეღელში შეჰკიდეს.
სიბნელე...
სიბნელე!
სიბნელე!!!
იქნება სულშიდაც გათენდეს,
ოდესმე მოხვიდე ეგება!
და თვალებს ლეკვივით ამიხელს
მაგ ცხელი ტუჩების შეხება.

ხომ ხედავ,_ მე გნატრობ:
ალიხე, მალიხე, სალიხე... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები