ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2010


* * * /მარის/

ვინც მიქილიკოს ხმა-კილო,
ვინც არა დარჩეს ჩემთან,
არ ვნაღვლი კაცმან გამკილოს,
მართალი ვიყო ღმერთთან.

მივჩერებივარ მაცხოვრის
სახეს მუდარა-მზერით,
ჩემს პაწაწინა საცხოვრისს
ჩანაღვლებია ფერი.

აქეთ – საყდარი დაშლილი,
იქით _ გვირილა მკვდარი,
ცაზე ის ფერი წაშლილი
შენ რომ გიყვარდა, მარი.

ცდა ბედის მონახევრეა,
ჟამი წყევლაა ბედის,
სიცოცხლე ღამის მეხრეა,
ბოლო გაფრენა გედის...
                              2004წელი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები