ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2010


მოგნიშნე

დაივიწყე...,
შენ უკვე ბევრი რამ აღარ იცი,
არ იცი ძილის დროს თავი რომელ მხარეს მიდევს,
რამდენ წამში ერთხელ ვჭამ ჰაერის ნამცეცებს,
არ იცი როგორ ცემს ჩემი გული და ისევ იძახის თუ არა შენს სახელს
რიტმულად,ორმარცვლიანი ინტერვალით.
არ იცი,დილით როცა თავალებს ვახელ სულ ვეკითხები
კედელს რომელზეც შენი ხელების ნარჩენები კიდია
სად არის მზე...
ყველა უპასუხო კითხვა დილის ყავაა
და ფანჯარა რომელსაც მინის მაგივრად გამჭვირვალე ვარაუდი აქვს გამყოფად
ჩემსა და გარეთ მოძრავ სამყაროს შორის დღითიდღე მუქდება...

მოგნიშნე,
ჩიტები ზარებივით კიდიან ხეებს და მაშინ როცა
გრძნობენ მზაობას შლიან ფრთებს და იხრჩობიან ჰაერში.
ორ წერტილად მოგნიშნე ამ ფურცლის თავში და შუალედში,
და მეგონა შენი მოძრაობა წრფიული იქნებოდა მაგრამ შენ
ნახევრად წრიულად მოძრაობ და დროებს ურევ...

დაგეგმეს
ყოველ დღე ორი საათი უნდა ვუყურო შენს
ფორმაცვალებადობას,
დაგიზეპირო და მერე სწორად დავხაზო შენი მოძრაობის
მარშრუტი,უშეცდომოდ უნდა ვუპასუხო კითხვებს
და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ შემდეგ დავალებას
შენი არსებობის ამოცნობაზე.

უცნაურია
მეც ვიღაც მინიშნავს ადგილებს და ყოველ დღე
დროდათქმული შელოცვების კითხვას მაიძულებს,

რიტუალია
დილა
გაუგებარი სიტყვების მძივით და ძებნა მათ გასაგებად
ნერვოზული ფურცლების ხრიალი,
შუადღე
დაბრუნება სახლში რომელიც შენი არ არი ,თუმაცა მაინც
წმენდ თაროებს ალაგებ წიგნებს და იმახსოვრებ ხედებს ფანჯრიდან
და ამ ფანჯრებს გამჭვირვალე ვარაუდის ნაცვლად მინები აქვთ,
საღამო
ისევ მიტოვებს კითხვებს და მონიშნულ წერტილებს შორის
ვწერ ჩემს დროებს და ცდომილებებს
შენს დროსთან ვაწილადებ ...

უმნიშვნელოა
აცდენილი დროების ნაერთი...
და ისევ გინიშნავ მომდევნო გვერდზე
და ყოველი ახალი მონიშვნისას მანძილი
დროის პორპორციულად იზრდება...
და აცდენილი დროების ჯამი
ნულის ტოლია...
და თავისუფლად შეგლიძლია აირჩიო რომელ უსასრულობაში
იმოძრავებ...








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები