ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Anny
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 თებერვალი, 2010


ვიკიდებთ ჩვენ აქ ზოგიერთები(ვცდილობთ მაინც)

                                  ახალი დევიზები ცხოვრებისათვის,
                                                ერთ უცნაურად შეყვარებულ გიჟპოეტას...
მოდუნდი,ისუნთქე-უფრო ღრმად,რა თქმა უნდა, თუ გაქვს ჰაერი(აქ ხომ ყველაფერი დასწრებაზეა)
დაინახე ყველაფერი ყვითლად,სხვა ყველა დანარჩენ ფერს (უფრო თავხედი რომ ვიყო ვიტყოდი რაც,მაგრამ აქ )არ ვცემ პატივს.
ხო,იქამდე შეიყვარე, ვიდრე შეგიყვარებს,მაგრამ მიატოვე,სანამ მიგატოვებს.
არ დაელოდო,როცა შეგიძლია ის დაგელოდოს.
არასოდეს იყო წარსული და ყოფილი,როცა შეგიძლია მომავალი იყო(განსაკუთრებით საკუთარი თავის მომავალი)
იქამდე დაიკიდე,სანამ დაგიკიდებენ...
იმდენი ისწავლე, რამდენიც შენ გჭირდება.
გამოდი შენივე შექმნილი ქაოსიდან,დაიკიდე და გათავისუფლდი...
იგრძენი თავისუფლება მთელი სხეულით,გახდი საკუთარი თავის მფლობელი (ანუ საკუთარივე აზრების მონა)
დაიკიდე,ნუ კარგავ დროს,მიეცი შენს თავს უფლება აზრიანად იცხოვროს-სხვემა რაც უნდათ ის თქვან!
დაიკიდე და მიხვდები,რომ: შენ შენ ხარ!შენ თავისუფლება ხარ!შენ მომავალი ხარ!-საკუთარი თავის მომავალი (ან არა მარტო)
        უიჰ, რამდენი მიბოდიალია აქ? მგონი უდროო არ იქნება, თუ მეც დავიკიდებ და ზემოთხსენებული ნახევარაზრებით გადაღლილ თვინსა და სხეულს იპორდომზე გავიყვან სასეირნოდ :))
  თუ არა და აჰა, შენ ჩემი წარსულიდან გადმოყოლილი მოლურჯო ფერის სისხლის რამოდენიმე წვეთი და იმოძრავე მასთან ერთად ( - ∞ ; +∞ )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები