ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2010


შერიგების ლექსი(აფხაზეთს)

აფხაზ გოგოსთან ვიცეკვებდი ახლა აჯარათს,
მარჯვენა მხარზე ვაკოცებდი ჩემს მოხუც მორდუს,
ძიძისშვილებთან ავიკლებდი ენგურის ჭალებს,
მერე კი ძიძის ნაწნავებში გავეხვეოდი.

სამურზაყანოს ავაფრენდი ლამაზ ხოხობებს,
ფსოუს პირამდე გავხვითქავდი ლაფშას ჭენებით,
მდინარეს მთვარის მოტაცებას არ დავუთმობდი,
დავიწურავდით ჩოხის კალთებს მე და თარაში.

ემხების ძიძებს გავძახებდი,"უჯუშ სადაა",
პასუხს გამცემდა აივნიდან აძბების ვეფხვი,
გავუყვებოდით მეგობრები ზღვის სანაპიროს,
ლამაზი მთების ცქერით ალბათ ვერ გავძღებოდი...

აფხაზ გოგოსთან ვიცეკვებდი ახლა აჯარათს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები