ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2010


წარსულით დავათარიღებ

დღეს ეს ყინვები უფრო გახშირდა,
სახურავები ზრდიან ლოლოებს;
წამებს, ბედნიერს ქარი წაშლის და
კვლავ უშენობით დააბოლოებს.

ცარიელი თუ ნახევრად სავსე,
გული მიფეთქავს დროგამოშვებით,
თითქოს ორგანიზმს არაყი ვასვი,
ან მიშველის ან გავითოშები.

მე შენი გულის მჭირდება საშვი,
დღეს ადვილი ხარ, მაგრამ ძნელდები,
როცა ლექსები,ჩემთან ხარ მაშინ,
ლექსების მერე ვცარიელდები...

წლები კიდია სიცოცხლის ზღვარზე,
გირეკავ ახლაც, ყურმილს არ იღებ;
შენ სიყვარულის იყავ უარზე,
რა ვქნა წარსულით დავათარიღებ.

დღეს ეს ყინვები უფრო გახშირდა,
მე შენს მახეში ისევ გავები,
წამებს ბედნიერს ქარი წაშლის და
ზრდიან ლოლოებს სახურავები...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები