ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკო...
ჟანრი: პროზა
20 თებერვალი, 2010


ჩვენ...

შენ და მე და კიდე ის ხალხი, ჩვენ ვინც გვიყვარს. დედამიწა ისევ ისე ბრუნავს, ყოველი დღე ერთ წამს უდრის. დრო  შენთან ერთად ყველაზე და ყველაფერზე სწრაფად გადის.  გარეთ  თოვს და მე მართო ვარ ფანჯარასთან, რატომღაც ვიცი რომ მოხვალ და  გასუსული გელოდები, რომ შენი ნაბიჯის ხმა რამე ჩემმა მოძრაობამ არ გადაფაროს. ირგვლივ მდუმარებაა. არავინ და აღარაფერი სუნთქავს ჩვენ გარდა. მე თითქოს მესმის შენი სუნთქვა კედლის მეორე მხრიდან,  მუცელზე ხელს ვიდებ და ისევ შენ გგრძნობ ჩვენს ნაწილს, იმ ნაწილს რასაც ვერავინ ვერ წაშლის ვერცერთისგან.
იმ ღამესაც მეშინოდა, როგორც ყოველთვის რომ არ მოხვიდოდი. შენ კი მოხვედი, მოხვედი და  ყველაზე ნათლად გამიღიმე
-კიდე დალიე?
-არა…
-აბა რა სახე გაქ?
-დაგინახე
-ხო მაგას ვხვდები
-არა დღეს პირველად დაგინახე, დავინახე რომ შენ აღარ ხარ პატარა ბაშვი, ვინც ჩემგან სასეირნოდ წაყვანას ელოდება და რომ ყოველ ღამე ჩემი ნომრის წინ მარტო იმიტო არ ზიხარ რომ მერე  მთელიო ღამე ჩემი იდიოტური თავგადასავლები მოისმინო და შიგადაშიგ გამიღიმო.
-რაზე მეაპარაკები? - გული ამოვარდნაზე მქონდა.
-ჩვენზე
-ეგ სიტყვა არსეობს?
-კი ჩვენ ჩვენ ჩვენ
ამის მერე ყველაფერი ბურუსში ჩაიძრა. იმ ღამეს მარტო ბაკურიანის თეთრად გაფერადებული ბუნება არ იყო. იმ ღამეს ვიყავით ჩვენც ...
დღეს ზუსთან 1 თვე გავიდა. ჩვენ ისევ აქ ვართ და მე ისევ ყოველ ღამე ვზივარ შენი ნომრის წინ და შენი ყოველი მოსვლისას ისევ იბადება ჩვენ... თუმცა დღეს სხვა მისიით გელოდები: პატარა, ნამდვილი ჩვენი პატარა რომ არსებობს ეგ უნდა გითხრა.
-მოვედი. სად ხარ?
-რაგაცა უნდა გითხრა.
-გისმენ. მუხლებზე თავი დამადე.
მე ლაპარაკი დავიწყე ჯერ ჩვენზე მერე მასზე. ბოლოს სათქმელს თავი მოვუყარე. შენ დუმდი, მერე ხელი მომხვიე და ყურში რაც მითხარი არასოდეს დამავიწყდება .მე დავდუმდი, სულ სულ დავდუმდი.
მეორე დილას ყველა თბილსში დავბრუნდით და ჩვენ ერთად ჩამოვედით სასაკლაოს წინ.  მე აქ დაგელოდები.. ნელა შევედი ოთახში, შენ ამასობაში ყველაზე ბინძური ფული გადაიხდე.
დრო როგორ გავიდა არ ვიცი. რაზე ვფირქობდი ამასობაში...მე გამოვედი აბორტის გასაკეთებელი ოთახიდან, შენ კი დერეფანში აღარ მელოდი...მე მივხვდი რომ მოვკალი ბოლო სიტყვა ჩვენ, მოვკალით ის პატარა ჩვენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები