ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინასარა
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2010


შავი ზღვის ფიქრები

ჩემი გული ზღვაა შავი,
ძარღვები კი არაგვ-მტკვარი,
გულს გამიპობს რიონი და....
მოჩუხჩუხებს ცხენისწყალი.

ალაზანი შორს არის და
არაფრით არ მეკარება,
იგი ჩვენთან მაინც რჩება...
არსად არ გამეპარება.

თერგს კი შეხედეთ რა გვიქნა,
აქეთ გვიტოვა კუდიო,
სხვა ქვეყანაში გადასულს,
უცვლია თავზე ქუდიო.

ჩხერიდან მოდის მელა და...
ძირულას უერთდებაო,
პატარა მოდის ბავშვივით,
ჩემთან კი კაცი ხდებაო.

მეორე მხარეს ჭოროხი,
შემომიყვება მარდადო,
დროებით უცხო ქვეყანას
მყოფი იცლება დარდადო...

ის მომიყვება მე ამბებს,
ჭოროხს ქვემოთა გმირებზე,
- ქართული კვლავაც იციან,
სხვას არ წასულან ნირებზე...

არ გადასულან, დაუცავთ,
ენა უცვლელად, მყარადო,
ჩვენს შველას ელოდებიან,
დგანან მუხლუდრეკ ხარადო.

ამის გამგონეს ამემღვრა,
მე გული ანუ ზღვა ჩემი...
ღელვა დაიწყო ისეთი,
გემები დარჩა ნარჩენი.

მე ჩემი მშობის სახე ვარ,
ქართლის ზღვა მქვია, ელვარე!
სანამ სამშობლოს უჭირს კი...
შავად დავრჩები მღელვარე!

მშვიდად მაშინღა ვიქნები,
როს ვყლაპო მტრისა გემები,
ბოსფორის სრუტით გავრიყო,
მათი ბოროტი გენები!

ვეღარასოდეს გაბედონ,
ჩემში გემების ტარება,
თუ წმინდა გულით აკეთებ,
ბოროტს არ უწევს ხარება!       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები