 | ავტორი: ინასარა ჟანრი: პოეზია 31 მარტი, 2010 |
- გული მეწვება, აღარ მომიყვეთ, წიწამურს გზაზე რა მოხდა გვიან, ღვთისშვილი მოკლეს, არც შეკანკალდნენ, ძმაო, შენს გულში იარა ტყვიამ.
კონდახით გახსნეს შენი შუბლი და... ეგონათ მოგკლეს, დარწმუნდნენ ამით, მაშინ ფიქრობდნენ მკვლელები ყველა, - ,,უკუნისამდე ვიქნებით გვამით”
ამას კი... ამას, ვუყენებთ გზაზე, მდაბიოს შვენის ძირს გდება, ეულს, ვეღარასოდეს ვერ გაგვცემს პასუხს, რასაც ჩვენ გვინდა მას ვუზამთ სხეულს.
თავადებს კვლავაც მივაწვდით აზრებს, გლეხი, ვაგლახი მუშაობისა, რა ჯობს რომ მუქთად შემოგდის რამე, არა გესმოდა ბატონ-ყმობისა. მებრძოლს გვიქებდნენ?! დაეცა ახლა! დაედვა ფერი მუქ ჭაობისა.
- ერთიც რომ სიტყვა ესმინათ შენგან, არ ჩაგდგომოდნენ შურით შენ ჯიბრში, შენს წინააღმდეგ აღიძრა ყველა, წმინდას ხედავდნენ თავადის ღიპში.
და დგახართ ახლა გზაგასაყარზე, მკვლელები საით?! არც ვიცი მე რა... შენ კი იესომ დაგისვა მარჯვნივ, შენი კვლავ გვესმის ჩვენ გულისძგერა.
ქართვლის დედაზე რომ გქონდა ლექსი... მანდაა ქართვლის მთავარი დედა, იგი შეგინდობს თუ რამ შეცოდე, ძმაო ილიავ შენ ღერა-ღერა.
ქართვლის დედაზე რომ წერდი ლექსებს, კვლავაც დაწერდი მე მკვიდრად ვიცი, ოდესმე მოვალ შენთან ილია, მედროშე რაშის ნარჩენი კვიცი!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. +2 ასე გააგრძელე! +2 ასე გააგრძელე!
9. და დგახართ ახლა გზაგასაყარზე, მკვლელები საით?! არც ვიცი მე რა... შენ კი იესომ დაგისვა მარჯვნივ, შენი კვლავ გვესმის ჩვენ გულისძგერა.
555 ვისაც ილიას სიკვდილი ტკივა, ის კარგია ადამიანი და კარგი შემოქმედია! და დგახართ ახლა გზაგასაყარზე, მკვლელები საით?! არც ვიცი მე რა... შენ კი იესომ დაგისვა მარჯვნივ, შენი კვლავ გვესმის ჩვენ გულისძგერა.
555 ვისაც ილიას სიკვდილი ტკივა, ის კარგია ადამიანი და კარგი შემოქმედია!
8. კარგი ხარ!... ილიას მადლი შეგეწიოს.. კარგი ხარ!... ილიას მადლი შეგეწიოს..
7. ამას კი... ამას, ვუყენებთ გზაზე, მდაბიოს შვენის ძირს გდება, ეულს, ვეღარასოდეს ვერ გაგვცემს პასუხს, რასაც ჩვენ გვინდა მას ვუზამთ სხეულს კაი კაცი ხარ. 5 ამას კი... ამას, ვუყენებთ გზაზე, მდაბიოს შვენის ძირს გდება, ეულს, ვეღარასოდეს ვერ გაგვცემს პასუხს, რასაც ჩვენ გვინდა მას ვუზამთ სხეულს კაი კაცი ხარ. 5
6. ილიას დიდ პატივს ვცემ. ლექსი არ მმეწონა მე. ილიას დიდ პატივს ვცემ. ლექსი არ მმეწონა მე.
4. გეწეოდეს მადლი ილიასი! გეწეოდეს მადლი ილიასი!
3. არ მომეწონა მე. არ მომეწონა მე.
1. ოდესმე მოვალ შენთან ილია, მედროშე რაშის ნარჩენი კვიცი!...
გაიხარე შენა !!! ოდესმე მოვალ შენთან ილია, მედროშე რაშის ნარჩენი კვიცი!...
გაიხარე შენა !!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|