 | ავტორი: ინასარა ჟანრი: პოეზია 13 მარტი, 2010 |
დრო შევადაროთ ვაჟკაცნიც, სახეცვლილება მკვეთრია, ჩოხა გაუცვდათ ჩვენ ძველებს, ჩვენ კი შარვალი გვეთრია.
ვაჟკაცსა წინად სახელი, სინდისით ჰქონდა ძლიერი, მათთვის მიწაც კი მადლითა, ბევრ იძლეოდა ფხვიერი.
თავს იგი არვის უხრიდა, ის გულით იყო მდაბალი, სამშობლოსათვის უძგერდა, ცოლისად უჩნდა მთა ბარი.
შვილები ზვიად, ლევანი ბიჭო მომიტა მტევანი, ვაყენოთ ალადასტური, თქვენგან მტრის ვნახო ძლევანი.
ახლა კი ბევრსაც დაუხრით, ,,ხელებს წინ”, ,,თავსა დაშვებულს”, მაგრამ რა ვუყოთ თქვენს გულებს, ჯოჯოხეთამდე ჩაშვებულს.
ვაჟკაცურ დოგმას რომ ნახავთ, -ეს კაცისთვის არს მთავარი! თქვენ კი ჩურჩულებთ ურთერთში, -სულში ჰყავს ამპარტავანი.
მოიძულიეთ ყოველი, ვაჟკაცის სახსენებელი, და ყველა ერთად იქეცით, გარყვნილ გზის გამხსენებელი.
თქვენ ვერ გაუძლებთ ამირანს!... სვავს ჰგავხართ უკან მყოლესა, ვერც მომავალში კეთილთან, დიდსა ძლიერსა ბრძოლებსა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ხო, მართალია შატილიონი, კარგ თემატიკას არჩევ და ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ეგეთი კეთილშობილური აზრებ გაქვს ფიქრად! 55 ხო, მართალია შატილიონი, კარგ თემატიკას არჩევ და ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ეგეთი კეთილშობილური აზრებ გაქვს ფიქრად! 55
7. ინასარა, მომწონს შენი თემატიკა და გულწრფელობა, თუმცა ქართული ლექსი მეტს მოითხოვს ჩვენგან. ინასარა, მომწონს შენი თემატიკა და გულწრფელობა, თუმცა ქართული ლექსი მეტს მოითხოვს ჩვენგან.
6. თქვენ ვერ გაუძლებთ ამირანს!... სვავს ჰგავხართ უკან მყოლესა,
5 :) თქვენ ვერ გაუძლებთ ამირანს!... სვავს ჰგავხართ უკან მყოლესა,
5 :)
2. მელოდიურია. გაიხარეთ :) მელოდიურია. გაიხარეთ :)
1. იცოცხლე ! 2+ :) იცოცხლე ! 2+ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|