 | ავტორი: ინასარა ჟანრი: პოეზია 6 აპრილი, 2010 |
გვაწვიმე წვეთო კოკისა პირულ, წაიღე ლეხი გროვილი, დაგვსეტყვე ცაო დიდითა გუნდით, გახიე ნიღბის ქსოვილი.
დასჭექე ელვავ შენ მეხო მაღლით, ზეცისა ამბავს გვამცნევდე, ანათე მთვარევ... შენ ქალის გულო... ბნელ-უკუნეთში გამჩნევდე.
გვანათე მთვარევ ღამისას ნაზად, გადაგვიქციე ღამე დღედ... დაგვბარდნე თოვლო იისა ფერად, ნუ დაგვივიწყებ ამერთხელ.
გვანათეთ წვრილნო მომავლის შუქნო, და არ გაგვცვალოთ ჭიაში. შეჩერდი ქარო... ჩვენ მიზანს ვიღებთ, ტყვია დავასვათ ტყვიაში.
გაინძერ მიწავ, რომ კვლავ გავიგოთ, ბუნების ძალის სიდიდე, ამოსკდი ცეცხლო მიწისა გულით, შენც შენი სიტყვა სთქვი კიდევ.
ითოვე ფიფქო ვარდისფერ ციდან, რომ ყველა ჭაღრით დავბერდეთ, გაბრწყინდი მზეო ნამ-ცვარის შემდეგ, ცისარტყლის ქვეშ რომ ავმღერდეთ!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ ახალ წელს.
8. ითოვე ფიფქო ვარდისფერ ციდან, რომ ყველა ჭაღრით დავბერდეთ, გაბრწყინდი მზეო ნამ-ცვარის შემდეგ, ცისარტყლის ქვეშ რომ ავმღერდეთ!...
555 ახდენა კეთილ სურვილებს! ითოვე ფიფქო ვარდისფერ ციდან, რომ ყველა ჭაღრით დავბერდეთ, გაბრწყინდი მზეო ნამ-ცვარის შემდეგ, ცისარტყლის ქვეშ რომ ავმღერდეთ!...
555 ახდენა კეთილ სურვილებს!
7. აზრია და სიტყვის მარაგი კარგია... +2 აზრია და სიტყვის მარაგი კარგია... +2
5. იყო კარგი ფრაზები :) იყო კარგი ფრაზები :)
4. გაიხარე კესანეეე :* :) გაიხარე კესანეეე :* :)
3. კესანებით გესტუმრე... და ვტოვებ ... შენი ლამაზი ფრაზების სანაცვლოდ... და ლექსის მოწონების დასტურ... კესანებით გესტუმრე... და ვტოვებ ... შენი ლამაზი ფრაზების სანაცვლოდ... და ლექსის მოწონების დასტურ...
2. რა ვიცი ვერ მომეწონა მაინცდამაინც. რა ვიცი ვერ მომეწონა მაინცდამაინც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|