ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2010


ქ ა ლ ო (ვაჟური ლექსი მთის ხმაზე)

მთას სხვანაირად ჰყვარობენ ქალო,
მთას სუსხიანი სჩვევია გრძნობა,
იქნებ უსიტყვოდ ამითამ ჯავრობ,
თვალი ბარისკენ გიჭირავს, ჰღონავ.

წარბებშეკრული დაჰყვები ხევებს,
ქოქომოს ნამი გისველებს სისხამს,
სადმე დაბლობზე შემთხვევით შემხვდე,
მკლავებს კალთანზე დაიბნევ მისხალ...

მინამ ნაჩაფი უკან დაგრჩება,
უმალ ფარაგზე შეგტაცებ მზერას,
მომიქარგავდე ფერად ნაჭრელას,
რაიქნებოდა დიაცო, ნეტარ...

რაიქნებოდა მაგ რძისფერ თითებს,
ჩემთვისა ჰღლიდე, დამჩემდი ხილვად,
არიცი ქალო გული რას ითმენს,
უბრადა მტოვებ დღესაც და მიხვალ.

ქარი სათმეში  დამალვას ლამობს,
ცა, ხელებს ნისლად იფშვნეტავს როცა,
მთას, სათქმელს ყველა თვალებით ამბობს,
"დარჩოდე..."  გაწევ, არ გინდა მოცდა.


*
ქოქომო - სადაიცოს ქვეშ შემოკერებული აქვს ფერადზოლიანი ნაჭერი
ნაჩაფი - ქოქომო, რომელიც უკან ლამაზად არის ასხმულ-დაკეცილი და მოძრაობის დროს იშლება.
ფარაგი - სადიაცოს გულისპირი
ნაჭრელა - ფერადი ძაფებით ნაქარგი პერანგი
სათმე - რამდენიმე წვრილი ნაწნავისაგან შემდგარი დალალი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს