| ავტორი: ჰერა ჟანრი: პოეზია 27 თებერვალი, 2010 |
დუბლი
დაგვრჩა რამ?! მაინც დარჩენისთვის მედღეხვალიე ეს სიყვარული, დუმილს გვირღვევს რომ არ დავმუნჯდეთ. დაგრჩა კი ძალა,რომ უბრალოდ ხელი მომხვიო გადასასვლელზე გადავიდეთ სწორი ნაბიჯით მომავლისაკენ, გამიზნულად, იქნებ უმიზნოდ მეტად ქარიან ან პირიქით მშვიდ, წყნარ ამინდში გამოიტირო ყველა წუთი. იქნებ უსიზმრო იყო ძილი და არ მინდოდა შორს რომ გამეშვი. ალილუია!... იდგა ღმერთი სადღაც ჩვენს შორის, სადღაც ჩვენს შორის იდგა ღმერთი, გაბმულ ბაწარზე გადადიოდა ზურგზე ტვირთით ჩვენ რომ დავშალეთ შავ-თეთრ კადრებად გავამჟღავნეთ და ნაწვიმარზე- ალილუია!... იდგა დილა ჩვენ-ჩვენს მწვერვალზე ჩვენც ხომ ვიდექით, ზურგშექცევით ერთმანეთისგან. ზურგიდან უფრო ადვილია ქაჩვა ნაწნავის. ბინის შენებაც დატეხილი ასანთებით და ვისაც ეღირსა მარტოობა- მან იმარტოვოს. ვისაც ეღირსა შემოდგომა- იმას ახსოვდეს, ჩვენს შორის სივრცე რამდენს უდრის დეცს თუ სანტიმეტრს, ქუჩიდან, რამდენ გრძნობას ვკარგავთ ჩვენ-ჩვენს სახლამდე. ღილების ბაღში აწყვეტა და ქარი ხელმრუდე. გოგრის თესლების ტაფამწვარი- საკმაზით მლაშე. სიტყვის სასულეს გადაცდენა-ერთხელ გახვიდე გზააბნეული ფრაზიდან და ვერაფრით გაშრე. გამცვდარ ღიმილზე- თაბაშირის სქელი გრიმასი. ალილუაია!...სიბნელეა. ის ლოცვა გახსოვს?! ზურგებით დგომა შემდგომის თავსხმა წვიმაში და დუბლი ერთი. მერამდენედ. შორით და ახლოს.
-ამ წელს სიყვარულს ვერ დაგიბრუნებ, ნაკიანია. ერთხელაც მივხვდი, საბავშვო ზღაპრებს გადარჩენისთვის ვწერთ, ჩვენ, დიდები.
http://www.link.ge/file/312499/kato.rar.html
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგია ძალიან! :) კარგია ძალიან! :)
6. 55555 გაიხარეეეეთ! :) 55555 გაიხარეეეეთ! :)
4. -ამ წელს სიყვარულს ვერ დაგიბრუნებ, ნაკიანია. ერთხელაც მივხვდი, საბავშვო ზღაპრებს გადარჩენისთვის ვწერთ, ჩვენ, დიდები.
მომწონს..ძალიან 5 -ამ წელს სიყვარულს ვერ დაგიბრუნებ, ნაკიანია. ერთხელაც მივხვდი, საბავშვო ზღაპრებს გადარჩენისთვის ვწერთ, ჩვენ, დიდები.
მომწონს..ძალიან 5
3. ვისაც ეღირსა მარტოობა- მან იმარტოვოს. ვისაც ეღირსა შემოდგომა- იმას ახსოვდეს
ამ წელს სიყვარულს ვერ დაგიბრუნებ, ნაკიანია.
შესანიშნავია, როგორც ყოველთვის ვისაც ეღირსა მარტოობა- მან იმარტოვოს. ვისაც ეღირსა შემოდგომა- იმას ახსოვდეს
ამ წელს სიყვარულს ვერ დაგიბრუნებ, ნაკიანია.
შესანიშნავია, როგორც ყოველთვის
2. ვისაც ეღირსა მარტოობა- მან იმარტოვოს.
kvelafers madzlevs am adamianis leqsebi, siyvaruls, tkivils, tanagrdznobas simdzafres da ra vici ra
nu proza, proza xo vafshe
aq gadmosaweri linkia diskis ვისაც ეღირსა მარტოობა- მან იმარტოვოს.
kvelafers madzlevs am adamianis leqsebi, siyvaruls, tkivils, tanagrdznobas simdzafres da ra vici ra
nu proza, proza xo vafshe
aq gadmosaweri linkia diskis
1. chkua meketeba shenze tek
yvelaze ucnauro...
chkua meketeba shenze tek
yvelaze ucnauro...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|