დავიწყოთ იმით, რომ მოვიგონოთ რომან ,,დათა თუთაშხია”-ს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, გრაფი სეგედის დასკვნა, დაფიქსირებული აღნიშნული ნაწარმოების დასასრულს: ,,ამ უდავოდ დიდი ტალანტის ადამიანს თავისი შესაძლებლობების საზომად დათა თუთაშხია ჰყავდა! თუ დავუშვებთ, რომ ადამიანს არსებობისა და მოღვაწეობისათვის ცოცხალი მაგალითი სჭირდება და მუშნი ზარანდიასთვის კი ასეთი ეტალონი დათა თუთაშხია იყო, მაშინ ისიც კანონზომიერად უნდა ჩავთვალოთ, რომ დათა თუთაშხიას სიკვდილის შემდეგ მუშნი ზარანდიაც უნდა წასულიყო ამ ქვეყნიდან – მით უმეტეს, რომ მან თავისი სულიერი ცხოვრების მოდელი საკუთარი ხელით მოსპო.”
მიგვაჩნია, რომ გრაფი სეგედის ეს დასკვნა ეწინააღმდეგება ნაწარმოების შინაგან ლოგიკას, ვინაიდან მისგან გამომდინარეობს შემდეგი: მუშნი ზარანდიას სიკვდილის მიზეზი დათა თუთაშხიას ამ ქვეყნიდან წასვლაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მუშნი ზარანდიას მელანქოლიის მძიმე ფორმებით ავადმყოფობა იმიტომ დაეწყო, რომ მას დაეკარგა ცოცხალი მაგალითი, როგორც ორიენტირი თავისი შეგნებული ცხოვრებისა, რამაც აბრაგის დაღუპვიდან სამიოდე წლის შემდეგ ჟანდარმის სიკვდილი გამოიწვია. ისმის კითხვა: ექნებოდა თუ არა დათა თუთაშხიას ბუნებრივ სიკვდილს მუშნი ზარანდიასთვის იგივე შედეგი? მიგვაჩნია, რომ - არა. მუშნი ზარანდიას მაშინაც კი არაფერი დაემართებოდა, თუ იგი ისე მოკლავდა აბრაგს, როგორც ეს მას ჰქონდა ჩაფიქრებული, ანუ თუ ხელთ ექნებოდა ფაქტი - გვამი, როგორც რწმუნება იმისა, რომ მან ნამდვილად სძლია დათა თუთაშხიას.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მუშნი ზარანდიას სიკვდილის ნამდვილი მიზეზი ის კი არაა, რომ მას დათა თუთაშხიას სახით ცოცხალი მაგალითი და სულიერი ცხოვრების მოდელი დაეკარგა, არამედ ის, რომ მან ვერ სძლია თუთაშხიას, რომ ჟანდარმის სახით ბოროტებამ ვერ შეიქმნა დასრულებული, გაფორმებული სახე და პირიქით, - მუშნი ზარანდიამ თვით განიცადა უდიდესი ზნეობრივი წნეხი აბრაგის სიკვდილის წინა პერიოდის ცხოვრებისა და მოქმედების დეტალებში ჩახედვით. რაგინდ უხეშადაც არ უნდა მოეჩვენოს მკითხველს, მაინც ვიტყვით, მაინც მოვიყვანთ ერთ შედარებას - მუშნი ზარანდია არის რძე და იგი დათა თუთაშხიას დამარცხებაში (სიკვდილში) ეძებს კვეთს, რომ თვით იქცეს მაწვნად. იგი ახერხებს რძის მდგომარეობიდან გამოსვლას მაშინ, როცა აწვდენს ტყვიას (გუდუნას ხელით) აბრაგს, მაგრამ ამ უკანასკნელის გაუჩინარებული წასვლა ამ ქვეყნიდან, ,,აორთქლება,” ხელს უშლის მას მაწვნადქცევაში. მუშნი ზარანდიას პიროვნებაში იწყება აღრევა (რძის აჭრა), რაც მელანქოლიის მძიმე ფორმებს იღებს.
ნაწარმოებიდან ცნობილია, რომ დათა თუთაშხია თვით არის კვეთი და მაწვნის დედა. ,,რამდენჯერაც უნდა გაირყვნას და დაეცეს კაცთა მოდგმა, რამდენჯერაც უნდა გაიმეტონ მოსაშთობად ღმერთებმა იგი, იმდენჯერ გადაარჩენს განგება დათა თუთაშხიას, როგორც კვეთსა და მაწვნის დედას.” მაწვნის დედა ნიშნავს ფორმის (შინაარსისაც) მიმცემს, მიმნიჭებელს. იგი არის არსი, რასაც რაიმეს სხვა რამედ ქცევა ძალუძს. ნაწარმოების შესავლიდან ვიცით, რომ დათა თუთაშხია იყო ,,არსი მყოფი კაცთა წიაღსა შინა, ვითა წახნაგთაგანი მათი უპირველესი.” თუმცა აღნიშნული ,,წახნაგი” ადამიანში შეიძლება არსებობდეს დაპატარავებულის (შევიწროებულის) სახით, დანარჩენი სივრცე კი ეპყრას ბოროტებას. ეს კი ნათელს ჰფენს მუშნი ზარანდიას სურვილს დათა თუთაშხიას დაპატარავების ანუ ციხეში ჩასმისა. ჟანდარმის სურვილი აბრაგის ციხეში ჩასმისა ჩვენ გვესმის, როგორც მცდელობა ზარანდიას მხრიდან შეზღუდოს თუთაშხიას მოქმედების არეალი და ზემოქმედების სფერო, რომელიც დიდწილად თავისთავად, ბუნებრივად არსებობს, შეიმციროს წინააღმდეგობა, რომ თვით მოიპოვოს თავისუფალი მოქმედების საშუალება. მუშნი ზარანდიას სურვილი თუთაშხიას ,,დაპატარავებისა” არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც იყო ნოეს შემთხვევაში. ნოეს სახით ღმერთებმა კაცობრიული სულგრძელობა, მაღალი ზნეობა გადაარჩინეს. შესაბამისად, ,,დაპატარავების” მიზანი გადარჩენა იყო. ზარანდიას სურვილი თუთაშხიას ,,დაპატარავებისა” კი მიზნად ისახავს პირადი ,,მე”-ს გამარჯვებას. ესაა პირადული ბრძოლა. ბრძოლა ორი პიროვნებისა, კეთილისა და ბოროტისა საერთოდ.
დათა თუთაშხიას ცხოვრების გზა - ძიების გზაა, მაშინ როცა მუშნი ზარანდია თითქოსდა ავტომატურად მოერგო არსებული სახელმწიფო მანქანის სტრუქტურას. იგი მისთვის ნოყიერი ნიადაგი გამოდგა, ვინაიდან ძლიერ ,,გაღვივდა” და ,,აღმოცენდა” იმპერიის ერთ-ერთი უპირველესი სახელმწიფო მოხელის სახით. დათა თუთაშხიას, როგორც აბრაგის არსებობა კი ეფუძნება მის პიროვნულ რესურსს (გონებრივი შესაძლებლობები და გაცემული სიკეთის უკუქმედების ხარისხი), მაშინ როცა ზარანდია, რაგინდ დიდ პიროვნებადაც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, იმპერიის სტრუქტურებთან ერთად არსებობს და მოქმედებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, უდავოდ ნიჭიერი და ძლიერი პიროვნება - მუშნი ზარანდია რაიმე ქმედებისას ეყრდნობა სახელმწიფო ძალას, მაშინ როცა თუთაშხია ეყრდნობა მხოლოდ საკუთარს.
მუშნი ზარანდია მთელი შეგნებული ცხოვრება ებრძოდა დათა თუთაშხიას (თუნდაც ფენომენს). იგი, ერთი მხრივ, როგორც სახელმწიფო მოხელე და მეორე მხრივ, პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო ადრე ჩაება თუთაშხიას წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ამის შესახებ შეიტყობდა ეს უკანასკნელი. თუთაშხია იღებს გამოწვევას, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვით. ზარანდიას ბრძოლა თუთაშხიას წინააღმდეგ სამი დიდი ეტაპისაგან შედგება. ა) ხალხის თვალში არსებული გმირიდან სახელგატეხილი და გასვრილი ბოროტმოქმედის შექმნა, რასაც ნაწილობრივ აღწევს კიდეც. ნაწილობრივი წარმატება (ასევე წარუმატებლობა) ჟანდარმს შემდგომი ეტაპისკენ უბიძგებს; ბ) ამ ეტაპზე იგი ცდილობს ,,დააპატარაოს” (მისივე სიტყვებით) თუთაშხია, ანუ ჩასვას ციხეში და შესაბამისად მართვადი გახადოს იგი. აქაც წარმატება-წარუმატებლობის იგივე თანაფარდობაა, რაც პირველ შემთხვევაში და ზარანდიაზე ზემოქმედება-ზეგავლენას ახდენს ამ თანაფარდობის მუხტი. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ ახალ ეტაპზე ზარანდია უფრო დიდი რანგის სახელმწიფო მოხელეა, ვიდრე წინაზე. ბოლოს იგი აღწევს მისი წარმოშობისა და ეროვნების კაცისთვის (მისივე სიტყვებით) შესაფერ უმაღლეს თანამდებობას (იგულისხმება იმპერიული სახელმწიფოს კარზე). იგი ხდება ამ იმპერიის საგარეო პოლიტიკური დაზვერვის ხელმძღვანელი. წარმატებები, ერთი მხრივ, თუთაშხიასთან მიმართებაში (ნაწილობრივი), ხოლო მეორე მხრივ, ,,სხვა ფრონტებზე”(მაქსიმალური), ჟანდარმს აბრაგის საბოლოო დამარცხებისთვის შემართავს. ესაა მესამე, ბოლო ეტაპი. გ) ამ ეტაპზე აბრაგის წინააღმდეგ ბრძოლას იგი განსაკუთრებულ იდეოლოგიურ საფუძველს უმარჯვებს. გავიხსენოთ, თუ რას ეუბნება იგი გრაფ სეგედს: ,,ქრისტეს ტრაგიკულმა, მნიშვნელოვანმა აღსასრულმა მის უკვდავებასა და აღიარებას უდიდესი სამსახური გაუწია. ის აღსასრული იუდას შეგნებული საქციელი იყო - წინასწარ განზრახული, საჭირო შედეგის მისაღებად აღსრულებული საქმე. მე ეს მტკიცედ ვირწმუნე.” ცხადი ხდება, რომ მუშნი ზარანდიას სურს თუთაშხიასაგან შექმნას ზნეობრივი გმირი, გახდეს შემოქმედი, ავტორი ასეთი გმირისა (კვეთი) და შესაბამისად, ამ გზით ეწიოს უკვდავებას.
ზარანდიას აღნიშნულ გეგმას ასრულება არ ეწერა, ვინაიდან ნაწარმოებიდან არ ჩანს, რომ მას ნათლად ჰქონდა გაცნობიერებული ამ მიზნის განხორციელების შესაძლებლობა. ჟანდარმის ფიქრი, ჯერ მოკლას აბრაგი ისე, როგორც სურს მას და მერე ამ ფაქტიდან გამოიყვანოს გმირი, ნიშნავს სურვილის ასრულებას ,,მე”-ს გავლით. ,,მე” კი ბოროტებაა. ზარანდიას ზემოაღნიშნულ მიზანს (გეგმას) ასრულება არ ეწერა იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ისე მოკლავდა თუთაშხიას, რომ გვამი ეპოვნა. ეს იმით აიხსნება, რომ ბონია მეწისქვილის მიერ მოკლული თუთაშხიასაგან ძალზე რთულია გმირის შექმნა, მით უმეტეს, ზნეობრივისა. კიდევ უფრო გაცილებით რთულია ზნეობრივი გმირის შექმნა იმ კაცისგან, რომელიც საყვარელი ქალის ოჯახში დაასრულებს (სავარაუდოდ) სიცოცხლეს თოთხმეტი წლის საკუთარივე უკანონო შვილისაგან (ზარანდიას გეგმის მიხედვით). ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ზარანდიას უფრო დიდი ინტერესი პიროვნული გამარჯვებისა ჰქონდა თუთაშხიასთან მიმართებაში, ვიდრე რაიმე სახის ზნეობრივი პრობლემის განხორციელებისა.
ზემოთ უკვე ითქვა, რომ დათა თუთაშხიამ მიიღო გამოწვევა ზარანდიასაგან, რაც იქიდან ჩანს, რომ აბრაგი სამი წლით ადრე ატყობინებს ჟანდარმს, - ულამაზესი ცხენი უნდა გაჩუქოო. ზარანდიამ ასევე წინდაწინ იცის, თუ ვისი ცხენია, რა გზით მიუვა მას და რაც მთავარია ის, რომ ცხენი მოპარულია. ამ უკანასკნელი ცნობის მიწოდებით აბრაგი აგებინებს ჟანდარმს, - მისთვის ცნობილია, თუ ვინ ებრძვის ასე გახელებით.
დათა თუთაშხია რამდენჯერმე მიმართავს ძღვენის გადაცემის ხერხს. პირველად მან ნიკანდრო ქილიას გაუგზავნა ძღვენი რვა წლის ბავშვის ხელით. ძღვენი ხურჯინში იდო და ქათმისა და ინდაურისგან შედგებოდა. დათა თუთაშხიას ეს მოქმედება ხაზს უსვამს ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულების მცდარ გაგებას, - მუცლის ამოყორვისთვის უპირველეს ზრუნვას - ქილიას მხრიდან. ასევე, აბრაგის ეს საქციელი პოლიცმეისტერის შეფასებას წარმოადგენს ზოგადად. იგივენაირად მოქმედებს თუთაშხია ბონია მეწისქვილესთან მიმართებაშიც, როცა ზარანდიას მიერ მის (აბრაგის) წინააღმდეგ მოსყიდულ ბონიას ხუთ მანეთს აძლევს, - ის ხალხი დაიხსომე, ვინც ამაღამ და ხვალ დილას ძაღლის ყეფის მიზეზი გკითხოსო. როცა თავღია ქისაში მოყურადე ბონია გონს მოეგება, თუ რაში აიღო ფული, მიმართავს თუთაშხიას: ,,არ მინდა ფული, ისე გეტყვი იმ კაცებს, ვინც მოვა და მკითხავს,” რაზეც აბრაგი მშვიდად პასუხობს, რომ მარტო მაგისთვის არ მომიციაო ეგ ფული: ,,იყურე შიგ და იფიქრე. დაინახავ, ვინ ხარ და იმასაც მიხვდები, როგორი უნდა იყოს კაცი. ამისთვის მოგეცი მაგ ფული.”
ზარანდიას შემთხვევაში ძღვენს გაცილებით უფრო დიდი, პირდაპირი და რაც მთავარია, გადატანითი აზრობრივი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირი მნიშვნელობის არსი მდგომარეობს შემდეგში: ა) მუშნი ზარანდიამ სამი წლით ადრე იცის, რომ ცხენი, - რომელიც მას თუთაშხიამ უნდა აჩუქოს, - ნაპარავია. ზარანდიას ვალი (სამსახურებრივი) ამ შემთხვევაში ისაა, რომ არ დაუშვას მოპარვის ფაქტი (პრევენცია), მაგრამ იგი არ ცდილობს ამას. იგი მიმართავს ხრიკს, ვიდრე იმას, რომ აღკვეთოს დანაშაული. ზარანდია მისთვის ცნობილი (შეტყობინებული) გზის იმ მონაკვეთებზე ცდილობს დაუგოს ხაფანგები თუთაშხიას, სადაც ყველაზე ნაკლებად მოელის ამას ეს უკანასკნელი. მსჯელობის ამ ნაწილს გამოვყოფთ ცალკე, - ბ) ამ შემთხვევაში ზარანდიამ იცის მთელი გზა, რომელიც უნდა გაიაროს ძღვენმა; გ) ვინაიდან ზარანდიამ იცის, რომ ცხენი ნაპარავია, მან შესაბამისად იცის ძღვენის ნამდვილი დანიშნულება - ვინ ვის.
თუთაშხიას აღნიშნული ჩანაფიქრი არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ქურდობა აბრაგის მხრიდან, ვინაიდან ადგილი არ აქვს პირად სარგებლობას და რაც ყველაზე მთავარია, გარკვეული დროის შემდეგ ,,ნაქურდალი” უბრუნდება პატრონს. აბრაგის ჩანაფიქრის გადატანითი მნიშვნელობის არსი მდგომარეობს შემდეგში: მუშნი ზარანდიასთვის მიუწვდომელი (შორეული) და უცხოა სილამაზე. დათა თუთაშხიას მიახლოებას სილამაზესთან (ამ ცხენის სახით) სიყვარული უდევს საფუძვლად, ვინაიდან ცხენი მას ძმადნაფიცმა მიჰგვარა, რომელიც მოსალოდნელ ხიფათს არ დაერიდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბილალ ზანკში - თუთაშხიას ეს ბალყარელი ძმადნაფიცი - მსხვერპლსაც კი გაიღებდა, თუ საჭირო გახდებოდა. ყოველი შემთხვევისთვის, შეგვიძლია გავიხსენოთ აკაკის ,,გამზრდელი:” ,,ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს, შევწირავ შენს მეგობრობას.”
მუშნი ზარანდია მალულად ებრძვის დათა თუთაშხიას, მაშინ როცა ეს უკანასკნელი მოქმედებს ღიად. დათა თუთაშხიამ უდიდეს მანძილზე გამოატარა ულამაზესი ცხენი, ყველა საფრთხე ააცილა მას და მუშნი ზარანდიას, ანუ ადრესატს, ამ უკანასკნელის მიერ აბრაგის წინააღმდეგ მოსყიდული კაცის (მოსე ჯაგალია) ხელით მიჰგვარა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის თუთაშხია მკვდარია, მის მიერ დასახული ამოცანა მიზანს აღწევს - ცხენი მიუდის ზარანდიას. თუ გავითვალისწინებთ, რომ მუშნი ზარანდიამ სამი წლით ადრე იცოდა მისთვის ამ ცხენის გადაცემის ამბავი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჟანდარმის მიერ აბრაგისთვის მახეების დაგების ერთ-ერთ მიზანს ისიც შეადგენდა, რომ ცხენს არ გაევლო ის გზა, რაც თუთაშხიას ჰქონდა ჩაფიქრებული. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ დათა თუთაშხიას სიკვდილის მიუხედავად, მუშნი ზარანდია მასთან ბრძოლაში დამარცხდა. ესაა ერთ-ერთი ახსნა იმისა, თუ რამ გამოიწვია მუშნი ზარანდიას ამ ქვეყნიდან ნაადრევი წასვლა. მას ხომ მანამდე, ჟანდარმერიაში ოცდასამი წლის სამსახურის მანძილზე, არც ერთი ფიასკო არ განეცადა.
მეორე, უფრო სხვაგვარი ახსნა მომხდარისა იმაში მდგომარეობს, რომ მუშნი ზარანდია კი არ დამარცხდა, არამედ დათა თუთაშხიამ თავისი ცხოვრებით საზოგადოდ და კონკრეტული ქმედებებით ჟანდარმის წინააღმდეგ (განსაკუთრებით თავისი სიცოცხლის ბოლო ეტაპზე) შესძლო მისი გადაკეთება. უფრო სწორად, სათავე დაუდო მის პიროვნულ გარდაქმნას, რამაც ამ უკანასკნელში აღრევა გამოიწვია ორი ადამიანური (პიროვნული) საწყისის დაჯახებით. საიდან ჩანს, რომ მუშნი ზარანდიას პიროვნებაში მოხდა ზნეობრივი ცვლილება (უფრო დაზუსტებით - ადრინდელ ზნეობაზე უარის თქმა). ამის დასტურად მოვიყვან მოზრდილ ციტატას:
,, მუშნი ზარანდიასთვის თუთაშხიას ამბავი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გახდა ცნობილი, მაგრამ არ აჩქარებულა, საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვიდა, ანუ იმ დროს, როცა მისი წინასწარი ვარაუდით დათა თუთაშხიასთვის დაგებულ ერთ-ერთ მახეს თავისი დანიშნულება უნდა შეესრულებინა. ჩამოსვლის ოფიციალურ მიზეზად ზარანდიამ ახლო მეგობრის, სვიმონ გულიას ვაჟის ქორწილი დაასახელა.
თბილისში ჩამოსვლისთანავე პოლკოვნიკმა თუთაშხიას საქმეში ჩახედული თანამდებობის პირები მიიწვია, ყველას სათითაოდ მოუსმინა. შეკითხვა არავისთვის მიუცია, ორი საათის მანძილზე შუბლი არ გაუხსნია, არც ვინმესთვის თვალი გაუსწორებია. ქუთაისში ჩავიდა, ციხიდან იალქანიძე მოაყვანინა, დიდხანს ესაუბრა. მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გაეცნო, გამოძიების შეწყვეტა, პატიმრის გათავისუფლება ბრძანა და სვიმონ გულიასაკენ გაემგზავრა.”
სწორედ აქ (ციტატის მეორე ნაწილი) ჩანს, რომ ზარანდიაში გააქტიურებას იწყებს ის საწყისი, რომელიც სიკეთისა და სიყვარულის სახით არის ცნობილი. აღნიშნული გამოღვიძება უკვე არსებული და ძლიერფეხმოკიდებული საწყისის შესუსტებას, პოზიციების დათმობას გულისხმობს, რაც უმსხვერპლოდ ვერ ჩაივლიდა და არც ჩაუვლია. იალქანიძის (რომლის დუქანშიც სამი ადამიანი საწამლავით გამოასალმეს სიცოცხლეს!) გათავისუფლებით ზარანდია უარს ამბობს თავის პიროვნულ ცხოვრებისეულ კრედოზე და პროფესიულ მოვალეობაზე. ზარანდია კვდება არა როგორც ბოროტი გენია, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, ვინაიდან ვერ შეიქმნა მისმა პიროვნებამ, როგორც ბოროტმა, დასრულებული, გაფორმებული სახე.
როგორ შეიძლება გავიგოთ ზემოთმოყვანილი სიტყვები: ,,..ზარანდიაში გააქტიურებას იწყებს ის საწყისი, რომელიც სიკეთისა და სიყვარულის სახით არის ცნობილი.” როგორია კეთილისა და ბოროტის თანაფარდობა ადამიანში და შესაძლებელი თუა ერთ-ერთის არარსებობა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ ბოდღო ყვალთავას და დათა ჩოჩიას იალქანიძის დუქანში მოწამვლვის სცენა.
ღვინით მოწამლული და სიკვდილის პირას მყოფი ყვალთავა იარაღის მუქარით მოითხოვს, რომ იალქანიძე მივიდეს მასთან და იგივე ღვინო დალიოს. მომაკვდავი დარწმუნებულია, რომ იალქანიძე პოლიციის მოსყიდულია. ყვალთავას იალქანიძის ნაცვლად თუთაშხია გამოეცხადება. მომაკვდავის გაოცებას და გაკვირვებას საზღვარი არ აქვს, - ნუთუ დათა თუთაშხიაც მოისყიდეს? ყაჩაღს ძლიერ უჭირს ამის დაჯერება და ამიტომ მუდარით მიმართავს აბრაგს: ,,დათა ბატონო, მითხარი, რომ არ იცოდი ეს... ხომ არ იცოდი?!” როცა თუთაშხია დაუდასტურებს, რომ არ იცოდა, ყვალთავას ღიმილი ეწვევა და ასე კვდება. რაში სჭირდებოდა ყვალთავას თუთაშხიას თანხმობა ამ საკითხში? ცხადია, რომ ყვალთავას თუთაშხია არ მიაჩნდა ასეთი საქმის ჩამდენ კაცად. უფრო მეტიც, იგი სთხოვს თუთაშხიას დასტურს მომხდარის არცოდნის თაობაზე. ყვალთავას ღიმილი ესაა იმ სიხარულის გამოხატულება, რომელიც მომაკვდავს ეწვევა დათა თუთაშხიაზე საკუთარი წარმოდგენების სისწორეში დარწმუნებით. ის, რომ ყაჩაღს ვერ წარმოედგინა აბრაგი, როგორც აღნიშნული მოწამვლის მცოდნედ და პასიურ დამკვირვებლად, იმაზეც მიგვანიშნებს, რომ თავისი უღმერთო საქმეების კეთებისას რაღაც პრინციპებით ხელმძღვანელობდა და მალულად ვინმესთვის საწამლავის ღვინოში ჩამყრელი არც თვითონ იყო. თუმცა ეს მისთვის, ჩვენი მხრიდან, შეღავათი კი არ არის, არამედ ფაქტის კონსტატაციაა. ყველაფრის მიუხედავად, ბოდღო ყვალთავაში არსებობდა რწმენა იმისა, რომ დათა თუთაშხია არათუ მოწამვლის ორგანიზატორი არ იყო, არამედ არც კი იცოდა, თორემ ჩაერეოდა და არ დაუშვებდა ამას. რწმენადქცეული ეს პატარა (დაპატარავებული) გრძნობა სიავისგან განრიდებისა და მისი აღკვეთისა, რომელიც ბოდღო ყვალთავაში ცოცხლობდა, დათა თუთაშხიასთან იყო დაკავშირებული. ესაა პირუკუ მტკიცება იმისა, თუ როგორი ადამიანი იყო დათა თუთაშხია. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ კეთილი ადამიანში საბოლოოდ არასოდეს წარიხოცება, იგი შეიძლება მინავლდეს მხოლოდ. დათა თუთაშხიას მოქმედება, მიმართული ბოროტების სიკეთედ გარდასაქმნელად, ასეთი მინავლებული და მისუსტებული გრძნობის გააქტიურებას ისახავს მიზნად, მას ეყრდნობა. ეს კიდევ აღნიშნული ქმედებების მართებულობას ნიშნავს. შესძლო თუ არა დათა თუთაშხიამ ჩანაფიქრის განხორციელება? თითქმის ყველა შემთხვევაში, სხვადასხვაგვარი შედეგით. მოვიყვანთ მოკლე მაგალითებს: ა) მუშნი ზარანდია. მასთან დაკავშირებული შემთხვევა ზემოთ უკვე განვიხილეთ. აქ ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ, რაც ზემოთ ყვალთავაზე ითქვა, ზარანდიასაც ეკუთვნის: ,,..მუშნი ზარანდია ბუნებით გულწრფელ და კეთილის-მსურველ ადამიანად მიმაჩნდა, კაცის სიკეთეს სამუდამოდ იხსომებდა, თუ ვინმე მოეწონებოდა, თავის კეთილგანწყობილებას გულუბრყვილოდ უმჟღავნებდა.” ზარანდიაში ამ სახით დათა თუთაშხია არსებობდა. გარდა ამისა, ადამიანთა ერთი ნაწილის მიმართ ზარანდიას ამგვარი დამოკიდებულების არსი იმაშია, რომ ისინი მისი ძირითადი ინტერესის (გზის) მიღმა იყვნენ. ბ) გრაფი სეგედი. აი როგორ შეფასებას აძლევს იგი საკუთარ ნაბიჯს, მიმართულს მუშნი ზარანდიას განზრახვის (თუთაშხიასაგან ზნეობრივი გმირის შექმნის იდეის მიწოდება) საწინააღმდეგოდ: ,,ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული ნაბიჯი, საკუთარი სურვილით გაკეთებული საქმე იმის წინააღმდეგ, რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე წარმოვადგენდი.” ეს გახლავთ დათა თუთაშხიას გრაფ სეგედიზე უდიდესი გავლენის მოხდენის შედეგი. იგი ხომ მანამდე ზარანდიას პიროვნებით განიცდიდა აღტაცებას. ანალოგიური რამ უკვე აღინიშნა ზარანდიას შემთხვევაში, როცა იალქანიძის გათავისუფლებით იგი უარს ამბობს პიროვნულ კრედოზე და პროფესიულ მოვალეობაზე.
გ) აქ ჩამოვთვლით ნაწარმოების იმ პერსონაჟებს, რომელთაც ასევე განიცადეს დათა თუთაშხიას კეთილმოქმედი გავლენა: ძობა ძიგუა, მოსე ჯაგალია, ბონია მეწისქვილე და ა.შ.
ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ დათა თუთაშხიას გავლენას სხვადასხვაგვარი შედეგი ჰქონდა. მხოლოდ მუშნი ზარანდიას მოქცევა დამთავრდა ტრაგიკულად. ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მისი საბოლოო შემობრუნება სიკეთისკენ შეუძლებელია. ზარანდიას სულიერი მდგომარეობა ბოროტი გენიის მდგომარეობაა, ხოლო თუთაშხიასი -კეთილისა. ალბათ, არც ერთ მათგანს არ ძალუძს საპირისპირო მდგომარეობაში გადასვლა. მათ მხოლოდ მიმხრობა-მიერთება ძალუძთ უფრო სუსტთა და უღონოთა. გავიხსენოთ, თუ რას ეუბნება იალქანიძე თუთაშხიას განშორებისას, დუქანში დატრიალებული ამბის შემდეგ: ,, - რატომ მოვიგიჟიანე ნეტავი? ... სულ არ მოხდებოდა წუხანდელი ამბავი! ... დაგინახე და მიტომ გავაკეთე... ვერ ვლაპარაკობ სწორად! შენთან რომ ვარ, ისეთი მინდა გავაკეთო, რამე... შენს გვერდით რომ არის, ყველას ასე უნდა ეს... ვინც გიცნობს კარგად...”
ნაწარმოებიდან არ ჩანს, რომ მუშნი ზარანდია ცდილობდეს თუთაშხიაზე ზნეობრივი გავლენის მოხდენას. იგი ცდილობს შემდეგს: ა) სახელი გაუტეხოს თუთაშხიას; ბ) დააპატარავოს ანუ ჩასვას ციხეში; გ) მოკლას და მოკლული აქციოს გმირად. აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ ზარანდიას ადრინდელი გეგმა, თუთაშხიას რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში ბერად აღკვეცის შესახებ, რაც აბრაგის ერისკაცური გზიდან ჩამოშორების, ხოლო ჟანდარმისთვის კარიერულ გზაზე ხელშემშლელი ფაქტორის გაუვნებელყოფის ტოლფასი იქნებოდა. დათა თუთაშხია ცდილობს იმ გზით იაროს, რომელ გზაზეც ზარანდიამ ადამიანების ზნეობრივი გარყვნით სასიკვდილო მახეები დაუგო. შესაბამისად, სიკვდილიც აირიდოს და ადამიანთა სულებიც იხსნას. საბოლოო ჯამში, მუშნი ზარანდია დაარწმუნოს უკეთური საქმეების კეთებაში და მას თუ ვერა, სხვას მაინც დაანახოს, რომ ბოროტი საქმე კეთილს ვერ აჯობებს საბოლოოდ. ამიტომ ციხიდან გაქცეული თუთაშხია გვევლინება როგორც ზნეობრიობის დარაჯი. იგი ბოროტებით დანაღმული სულების გამნაღმავია.
ის, რომ მთავრობა თუთაშხიას მოსაკლავად აწესებს ჯილდოს, აბრაგში იწვევს არა ფიქრს თავის გადარჩენაზე, არამედ ფიქრს ისეთი ქმედებისა, რომელიც სისრულეში არ მოიყვანს ამ განზრახვას - მკვლელობის ფულით წაქეზებას. ესაა მისი შეგნებული ფიქრი.
,, - რამ მოაფიქრებინა ეს!... - მაჯობა მაინც...” ეს სიტყვები ზარანდიას მისამართითაა ნათქვამი და აშკარად იგრძნობა გაკიცხვა იმის გამო, რომ ჟანდარმმა თამაშში შემოიყვანა მოზარდი, - აბრაგის უკანონო შვილი. ზარანდიასთვის მიზანი ამართლებს საშუალებებს. როგორ პასუხობს თუთაშხია? ,, - დედაშენს არ უთხრა, რომ ვიყავი და მესროლე, ცოდვაა.” აქ აბრაგი ერთი მხრივ, ცდილობს შესაძლო გართულებებისაგან დაიცვას დედაშვილის ურთიერთობა, ხოლო მეორე მხრივ, სიყვარულ-სიბრალულს ავლენს ბეჩუნი პერტიას მიმართ. მთავარი სიტყვები კი მოგვიანებით წარმოითქმის: ,, - ფული არ გამოართვა, გაგაწვალებს და წაგახდენს ის ფული... მე ვიზამ მაგას! გვამს რომ ვერ იპოვნიან, ისე ვიზამ. ფულს აღარ მოგცემენ მაშინ.” აქ უკვე ნათელი ხდება, რომ ზარანდია-თუთაშხიას ორთაბრძოლა გასროლის შემდეგ არ მთავრდება. პირიქით, სწორედ ამის შემდეგ იძენს იგი განსაკუთრებულ აზრობრივ დატვირთვას. ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და კითხვას ვინ-ვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუმცა საკითხის ასე დასმა ამ მომენტისთვის არცთუ მთლად სწორია, ვინაიდან გასროლის შემდეგ ზარანდიას რაიმე ტიპის ქმედება აღარ მოეთხოვება და არ ძალუძს. იგი მხოლოდ მომლოდინეა თავისი ბოროტი საქციელის შედეგისა. სამაგიეროდ, მთელი ძალითაა ნაჩვენები დათა თუთაშხიას ქმედების ხარისხი. იგი თავისი გაუჩინარებით ზნეობრივი დაღუპვისაგან იფარავს მოზარდს - განარიდებს მას მკვლელის რეპუტაციისაგან. ამით იგი გადაარჩენს ადამიანს, როგორც ასეთს, ზოგადად და მომავალ თაობას, კონკრეტულად. შესაბამისად, იგი ამ მოქმედებით სასიკვდილო დარტყმას აყენებს მას, ვისგანაც მოდიოდა ეს ყველაფერი, - მუშნი ზარანდია. სასიკვდილო დარტყმის არსი იმაშია, რომ აბრაგმა გასროლის შემდგომი პერიოდის მოქმედებებით არევ-დარევა შეიტანა ჟანდარმის გეგმაში: ა)ვერ მოკლა აბრაგი ისე, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული - გვამის პოვნით; ბ)ვერ აქცია მოზარდი მკვლელად, ანუ ვერ გაიგრძელა არსებობა, როგორც ბოროტმა; გ)მრავალი პირის დაკითხვის (განსაკუთრებით იალქანიძის) შემდეგ, თვით დარწმუნდა იმ რწმენის უნაყოფობა-უსუსურობაში, რომელამდეც მივიდა თავისი ცხოვრების ბოლო ეტაპზე, იმ რწმენასთან შედარებით, რომელამდეც მივიდა დათა თუთაშხია. ზარანდიამ, როგორც ბოროტმა ვერ შეიქმნა დასრულებული, გაფორმებული სახე. აქედან გამომდინარე, ჟანდარმის ადრინდელი გამარჯვებები აღნიშნული სახის შესაქმნელად ,,გაწეული მუშაობაა,” რომლის სისრულეში მოსაყვანად დათა თუთაშხიას დამარცხება იყო საჭირო. სწორედ აქ ელოდა ჟანდარმი ყველაზე დიდ გამარჯვებას და ვერ მიიღო იგი. გასროლის შემდგომი პერიოდის თუთაშხიას მოქმედებები განსაკუთრებული ძალით და აზრით აცოცხლებენ რუსთველის უკვდავ სიტყვებს: ,,ბოროტსა სძლია კეთილმან...” (კი არ დაამარცხა, არამედ სძლია!) და ეს იყო ,,ძლევაი საკვირველი.”
ზემოთ უკვე ითქვა, რომ ზარანდია მთელი შეგნებული ცხოვრება ებრძოდა თუთაშხიას (თუნდაც ფენომენს), ბოლოს ტყვიაც აწვდინა, თითქოს აჯობა, მაგრამ შედეგად, ხელმოსაკიდი და სარწმუნო ვერაფერი იპოვა. ცხადია, ჟანდარმისთვის რთული უნდა ყოფილიყო იმის გაცნობიერება, თუ ვის ებრძოდა - ,,იყო და არა იყო რა”-ს? მთელი შეგნებული ცხოვრება? შემდეგ, ამ ,,იყო და არა იყო რა”-სგან იღებს ძღვენს ულამაზესი ცხენის სახით (მის მიერვე მოსყიდულ-გადაბირებული კაცის ხელით, რომელიც ცხენის გადაცემის მომენტისთვის, თუთაშხიას წყალობით უკვე აღარ იყო ზარანდიას და იმპერიის მსახური!), რომლის მიმართ მხოლოდ თვალის შევლების უფლება ჰქონდა დატოვებული, რაც, ზემოაღნიშნულის გარდა, (სილამაზისგან და სიყვარულისგან მისი სიშორე), ჟანდარმის პიროვნული თავისუფლების შეზღუდვის მაღალ ხარისხზეც მიანიშნებდა.
მოხუცი ინჟინერი ალპების მთებში იმანაც მიიყვანა, რომ ფაქტი (ხიდი) სახეზე იყო. ზარანდიასთვის კი ფაქტი (თუთაშხიას გვამი), რომელსაც იგი, მისი გაგებით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ,,ქმნიდა,” ყველაზე უფრო საჭირო მომენტში ,,აორთქლდა," გაუჩინარდა.
აი, ყველაფერი ის, რაც ზარანდიას ამ ქვეყნიდან ნაადრევი წასვლის მიზეზად იქცა. ჭოროხი.11-12/2004.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გიგოს!
დიდი მადლობა კეთილო ადამიანო. გაიხარეთ. გიგოს!
დიდი მადლობა კეთილო ადამიანო. გაიხარეთ.
12. მოვიხიბლე პუბლიკაციით, უფრო სწორად თემით. შესაბამისად კომენტარებმაც საკმაო შთაბეჭტილება დატოვა ჩემში!!! მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა!!! მე რაღა დავამატო აქ?! მიხარია, რომ ასე სირღმისეული განსჯის მომსწრე გავხდი!!! იდღეგრძელე შენა!!! გაიხარე შენა!!! ყოჩაღ!!! მოვიხიბლე პუბლიკაციით, უფრო სწორად თემით. შესაბამისად კომენტარებმაც საკმაო შთაბეჭტილება დატოვა ჩემში!!! მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა!!! მე რაღა დავამატო აქ?! მიხარია, რომ ასე სირღმისეული განსჯის მომსწრე გავხდი!!! იდღეგრძელე შენა!!! გაიხარე შენა!!! ყოჩაღ!!!
11. დაისს! მადლობა, რომ არ დაიზარეთ და შემომეხმიანეთ. ისევ დავუბრუნდები ნაწარმოებს. იქ წერია, რომ დანაშაულის ადგილს მიზიდულობის ძალა აქვს. ამან განაპირობა სწორედ ზარანდიას ჩამოსვლა საქართველოში, იმ ადგილების მონახულება, სადაც სავარაუდოდ გაუჩინარდა აბრაგი, მყვინთავების მოყვანა (როგორ უნდოდა ენახა!), მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, ანუ ჟანდარმი სიცარიელეში აღმოჩნდა. თუ გახსოვთ, ნაწარმოების დასაწყისში თუთაშხიაც მიდის ,,დანაშაულის” ადგილზე, ანდრიევსკის საფლავზე, სადაც მას ჩაფრები ელოდნენ და სადაც სროლა ატყდა. არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რა გრძნობაა, როცა ვერ ესწრები ახლობელი ადამიანის გარდაცვალება-დასაფლავებას. თუ არა, ღმერთმა ნურც ნურასდროს გაფიქრებინოთ და მით უმეტეს მოგასწროთ. ( გარდაცვლილის იმ ქვეყნად წასვლის ფაქტის გაცნობიერება აქ დარჩენილის მიერ). ზარანდია ,,მიიზიდა” თავისმა ნამოქმედარმა, მაგრამ ნამოქმედარი ვერ იპოვა. ნაწარმოებში სხვა კუთხით არის საუბარი მოხუც ინჟინერზე, რომელიც ალპებში, მიკარგულ ადგილას თავისმა ნახელავმა ,,იხმო.” წარმოიდგინეთ, ეს მოხუცი ალპებში არ წავიდოდა, წინდაწინ რომ სცოდნოდა ხიდის დანგრევის ამბავი. მეორე, იქ მისულს ხიდი რომ არ დახვედროდა ისიც წარმოიდგინეთ. სხვანაირად ნუ გამიგებთ, მაგრამ მაინც ვიტყვი იმას, თუ რას ეუბნება ჯარიკაცის მამა ჰოსპიტალში კარიკაცს: სკოლკო იეხალ, იეხალ, ა ტი გოვორიშ, შტო ევო ზდეს ნეტ, კინაღამ გადაირია კაცი. დამშვიდდა მხოლოდ შემდეგ, როცა პალატაში უთხრეს, რომ ყველაფერი რიგზეა და ახლა მისი შვილი ფრონტზეა. თქვენ ამბობთ,,თუთაშხიამ იმ ქვეყნად წასვლის სპექტაკლი არ მოაწყო. ეს განაჩენი კანონზომიერებამ მომაზადა და განახორციელა. შვილის მხრიდან ტყვიის სროლა იმ გარემოებამ მოამზადა, რომელშიც გუდუნას ცხოვრება მიდიოდა მამამისის გარეშე. ეს ალბათ, უფრო იყო პროტესტი უსამართლობისა, რომლის მსხვერპლიც იყო გუდუნა რეალურად და ასე გამოხატა განწყობა საკუთარი მამის მიმართ.” გუდუნა რომ ბევრ რამეს ისმენდა და საკუთარი თვალითაც ხედავდა, ეს გასაგებია. მაგრამ ზარანდიას დავალებით რომ იარაღის მოხმარა-გასროლა ასწავლეს და იდეურადაც განაწყვეს თუთაშხიას წინააღმდეგ, ამაზე ნაწარმოებშია საუბარი და ამას ვერავინ გაექცევა. გარემოებებზე და კანონზომიერებებზე მაშინ შეიძლება საუბარი, ეს ყველაფერი რაღაცნაირად გარედან ჩარევის გარეშე რომ მომხდარიყო. რაღაცნაირად, რადგანაც თვით გუდუნასაც საერთოდ (იმ ასაკში ვერ ვიტყვი) რაღაც მიზეზი უნდა ჰქონოდა, თავისი ინიციატივით რომ გაესროლა - დედის პროტესტი აბრაგის წინააღმდეგ ან სხვა რამ. მადლობა კიდევ ერთხელ. მუდმივი მზადყოფნით გესაუბროთ ა.ბ. დაისს! მადლობა, რომ არ დაიზარეთ და შემომეხმიანეთ. ისევ დავუბრუნდები ნაწარმოებს. იქ წერია, რომ დანაშაულის ადგილს მიზიდულობის ძალა აქვს. ამან განაპირობა სწორედ ზარანდიას ჩამოსვლა საქართველოში, იმ ადგილების მონახულება, სადაც სავარაუდოდ გაუჩინარდა აბრაგი, მყვინთავების მოყვანა (როგორ უნდოდა ენახა!), მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, ანუ ჟანდარმი სიცარიელეში აღმოჩნდა. თუ გახსოვთ, ნაწარმოების დასაწყისში თუთაშხიაც მიდის ,,დანაშაულის” ადგილზე, ანდრიევსკის საფლავზე, სადაც მას ჩაფრები ელოდნენ და სადაც სროლა ატყდა. არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რა გრძნობაა, როცა ვერ ესწრები ახლობელი ადამიანის გარდაცვალება-დასაფლავებას. თუ არა, ღმერთმა ნურც ნურასდროს გაფიქრებინოთ და მით უმეტეს მოგასწროთ. ( გარდაცვლილის იმ ქვეყნად წასვლის ფაქტის გაცნობიერება აქ დარჩენილის მიერ). ზარანდია ,,მიიზიდა” თავისმა ნამოქმედარმა, მაგრამ ნამოქმედარი ვერ იპოვა. ნაწარმოებში სხვა კუთხით არის საუბარი მოხუც ინჟინერზე, რომელიც ალპებში, მიკარგულ ადგილას თავისმა ნახელავმა ,,იხმო.” წარმოიდგინეთ, ეს მოხუცი ალპებში არ წავიდოდა, წინდაწინ რომ სცოდნოდა ხიდის დანგრევის ამბავი. მეორე, იქ მისულს ხიდი რომ არ დახვედროდა ისიც წარმოიდგინეთ. სხვანაირად ნუ გამიგებთ, მაგრამ მაინც ვიტყვი იმას, თუ რას ეუბნება ჯარიკაცის მამა ჰოსპიტალში კარიკაცს: სკოლკო იეხალ, იეხალ, ა ტი გოვორიშ, შტო ევო ზდეს ნეტ, კინაღამ გადაირია კაცი. დამშვიდდა მხოლოდ შემდეგ, როცა პალატაში უთხრეს, რომ ყველაფერი რიგზეა და ახლა მისი შვილი ფრონტზეა. თქვენ ამბობთ,,თუთაშხიამ იმ ქვეყნად წასვლის სპექტაკლი არ მოაწყო. ეს განაჩენი კანონზომიერებამ მომაზადა და განახორციელა. შვილის მხრიდან ტყვიის სროლა იმ გარემოებამ მოამზადა, რომელშიც გუდუნას ცხოვრება მიდიოდა მამამისის გარეშე. ეს ალბათ, უფრო იყო პროტესტი უსამართლობისა, რომლის მსხვერპლიც იყო გუდუნა რეალურად და ასე გამოხატა განწყობა საკუთარი მამის მიმართ.” გუდუნა რომ ბევრ რამეს ისმენდა და საკუთარი თვალითაც ხედავდა, ეს გასაგებია. მაგრამ ზარანდიას დავალებით რომ იარაღის მოხმარა-გასროლა ასწავლეს და იდეურადაც განაწყვეს თუთაშხიას წინააღმდეგ, ამაზე ნაწარმოებშია საუბარი და ამას ვერავინ გაექცევა. გარემოებებზე და კანონზომიერებებზე მაშინ შეიძლება საუბარი, ეს ყველაფერი რაღაცნაირად გარედან ჩარევის გარეშე რომ მომხდარიყო. რაღაცნაირად, რადგანაც თვით გუდუნასაც საერთოდ (იმ ასაკში ვერ ვიტყვი) რაღაც მიზეზი უნდა ჰქონოდა, თავისი ინიციატივით რომ გაესროლა - დედის პროტესტი აბრაგის წინააღმდეგ ან სხვა რამ. მადლობა კიდევ ერთხელ. მუდმივი მზადყოფნით გესაუბროთ ა.ბ.
10. კი, მივხვდი, რომ სედეგის დასკვნა გაქვთ გადმოცემული თქვენი სიტყვებით და სწორადაც გაქვთ გადმოცემულ-გავრცობილი. ,,ექნებოდა თუ არა დათა თუთაშხიას ბუნებრივ სიკდილს მუშნი ზარანდიასთვის იგივე შედეგი?"_ ამ კითხვაზე გამომრჩენია, როგორც ჩანს, მინდოდა მეთქვა, რომ ვერსიის დონეზე უარესი შედეგი ექნებოდა...თუთაშხიას ბუნებრივი გარდაცვალებით, მას კი არ დაეკარგებოდა ორიენტირი, არამედ მოუკვდებოდა და ზარანდიას იდეალთან ბრძოლის "კაპრიზი" მელანქოლიის განცდამდე აღარ მიიყვანდა... იდეალთან შეჯიბრის უეცარი და ინფორმაციულად დასრულება სპონტანურად დაასრულებდა თავად მის არსებობის აზრასც. ეს შეიძლება თვითმკვლელობაც ყოფილიყო. ასე მგონია, იმიტომ რომ თუთაშხიას გაქრობით ზარანდიას "აზარტი" გაუგებრობაში აღმოჩნდა და დროში, ამან მის არსებაში სხვა სულიერი პროცესები გამოიწვია. ბუნებრივი სიკვდილის შემთხვევაში კი ზარანდიას ფენომენს უბრალოდ ანალიზის და ფიქრის დრო აღარ დარჩებოდა და სპონტანურ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
საოცარი ლოგიკაა! იქნებ გუდუნა მკვლელად თვით თუთაშხიამ მოამზადებინა, მერე კი დაელოდა ბეჩუნის სახლში არ ყოფნას და იმ ქვეყნად წასვლის სპექტაკლი მოიწყო? თუ სხვაგვარად გგონიათ. კი, რა თქმა უნდა სხვაგვარად მგონია... თუთაშხიამ იმ ქვეყნად წასვლის სპექტაკლი არ მოაწყო. ეს განაჩენი კანონზომიერებამ მომაზადა და განახორციელა. შვილის მხრიდან ტყვიის სროლა იმ გარემოებამ მოამზადა, რომელშიც გუდუნას ცხოვრება მიდიოდა მამამისის გარეშე. ეს ალბათ, უფრო იყო პროტესტი უსამართლობისა, რომლის მსხვერპლიც იყო გუდუნა რეალურად და ასე გამოხატა განწყობა საკუთარი მამის მიმართ. კი, მივხვდი, რომ სედეგის დასკვნა გაქვთ გადმოცემული თქვენი სიტყვებით და სწორადაც გაქვთ გადმოცემულ-გავრცობილი. ,,ექნებოდა თუ არა დათა თუთაშხიას ბუნებრივ სიკდილს მუშნი ზარანდიასთვის იგივე შედეგი?"_ ამ კითხვაზე გამომრჩენია, როგორც ჩანს, მინდოდა მეთქვა, რომ ვერსიის დონეზე უარესი შედეგი ექნებოდა...თუთაშხიას ბუნებრივი გარდაცვალებით, მას კი არ დაეკარგებოდა ორიენტირი, არამედ მოუკვდებოდა და ზარანდიას იდეალთან ბრძოლის "კაპრიზი" მელანქოლიის განცდამდე აღარ მიიყვანდა... იდეალთან შეჯიბრის უეცარი და ინფორმაციულად დასრულება სპონტანურად დაასრულებდა თავად მის არსებობის აზრასც. ეს შეიძლება თვითმკვლელობაც ყოფილიყო. ასე მგონია, იმიტომ რომ თუთაშხიას გაქრობით ზარანდიას "აზარტი" გაუგებრობაში აღმოჩნდა და დროში, ამან მის არსებაში სხვა სულიერი პროცესები გამოიწვია. ბუნებრივი სიკვდილის შემთხვევაში კი ზარანდიას ფენომენს უბრალოდ ანალიზის და ფიქრის დრო აღარ დარჩებოდა და სპონტანურ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
საოცარი ლოგიკაა! იქნებ გუდუნა მკვლელად თვით თუთაშხიამ მოამზადებინა, მერე კი დაელოდა ბეჩუნის სახლში არ ყოფნას და იმ ქვეყნად წასვლის სპექტაკლი მოიწყო? თუ სხვაგვარად გგონიათ. კი, რა თქმა უნდა სხვაგვარად მგონია... თუთაშხიამ იმ ქვეყნად წასვლის სპექტაკლი არ მოაწყო. ეს განაჩენი კანონზომიერებამ მომაზადა და განახორციელა. შვილის მხრიდან ტყვიის სროლა იმ გარემოებამ მოამზადა, რომელშიც გუდუნას ცხოვრება მიდიოდა მამამისის გარეშე. ეს ალბათ, უფრო იყო პროტესტი უსამართლობისა, რომლის მსხვერპლიც იყო გუდუნა რეალურად და ასე გამოხატა განწყობა საკუთარი მამის მიმართ.
9. დაისს! დიდი მადლობა ვრცელი კომენტარისათვის. ,,მუშნი ზარანდიას მელანქოლიის მძიმე ფორმებით ავადმყოფობა იმიტომ დაეწყო, რომ მას დაეკარგა ცოცხალი მაგალითი, როგორც ორიენტირი თავისი შეგნებული ცხოვრებისა, რამაც აბრაგის დაღუპვიდან სამიოდე წლის შემდეგ ჟანდარმის სიკვდილი გამოიწვია," _ამაში სრულად გეთანხმებით. ეს მე არ მითქვამს დაისი, ეს სეგედის დასკვნის ჩემი სიტყვებით გადმოცემაა. შემდეგ, ზარანდია რომ ებრძოდა თუთაშხიას (ფენომენს)ეს ალბათ თქვენში ეჭვს არ იწვევს. იმავდროულად, ზარანდია რომ აჩრდილივით ,,დასდევდა" თუთაშხიას (ინფორმაციულობის კუთხით) ესეც ნაწარმოებიდანაა ცნობილი. მას ყველაფერი აინტერესებდა თუთაშხიასი, ყველასგან იღებდა ინფორმაციას, თუ სად და როგორ მოიქცა აბრაგი. ანალიზისას უნდა დავეყრდნოთ ნაწარმოებიდან აღებულ ფაქტებს და შევაფასოთ ნებისმიერი კუთხით. მაგრამ მე მაქვს უფლება ზარანდიას ყველა საქციელი აბრაგთან მიმართებაში რძეს შევადარო და დავამტკიცო ეს. ამის დასამტკიცებლად ნაწილობრივ მივმართავ ნაწარმოებს, სადაც ნათქვამია ,,თუთაშხია თვით იყო კვეთი და მაწვნის დედა." თქვენ ამბობთ, რომ რძის აჭრა თუთაშხიას გაქრობამ გამოიწვიაო. მე კი მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ნაწერი გულდასმით არ წაგიკითხავთ. იქ წერია: ,,ექნებოდა თუ არა დათა თუთაშხიას ბუნებრივ სიკდილს მუშნი ზარანდიასთვის იგივე შედეგი?"(აქ უნდა გითხრათ, რომ ეს ნაწერი 2004წ. გამოქვეყნდა და მკითხველთა უმეტესობა სწორედ ამ კითხვამ გააოცა). ამ ნაწერში შევეცადე დამესაბუთებინა, რომ ზარანდია (რძე) იმიტომ აიჭრა, რომ თუთაშხიას ვერ სძლია და არა იმიტომ, რომ ლიკვიდაცია გაუკეთა. ნაწარმოებში საუბარია იმაზე, რომ ზარანდია გაღიზიანდა იმ ამბის გაგებით, თუთაშხიამ პოლიტიკაში რომ დაიწყო ,,ცხვირის ჩაყოფა." ზარანდია პატარა ბავშვივით იქცევა, როცა სეგედს თუთაშხიასგან გმირის შექმნაზე მინიშნებებით ესაუბრება, ვინაიდან ჰგონია - მას ისე გაუგებენ, როგორც ლაპარაკობს, ანუ ვერ მიუხვდებიან ნამდვილ ჩანაფიქრს. ან ვერ შეეწინაღმდეგებიან. თქვენ საუბრობთ ზარანდია-თუთაშხიას ,,წმინდა" ბავშვობაზე. უნდა გითხრათ, რომ ეს საკითხი მომდევნო წერილებში იქნება წარმოდგენილი და აქ ვრცლად აღარაფერს ვიტყვი. ჰქონდათ კი ,,წმინდა" ბავშვობა? ნაწარმოებში ამაზე არაფერია ნათქვამი. ეს შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, ვინაიდან ისინი ,,სახლი სათნოებისა და სიყვარულისა" შვილები იყვნენ. თუმცა მე სხვა რამეებს ვვარაუდობ. თქვენ ამბობთ ,,ეს განაჩენი აღსრულდა საკუთარი შვილის ხელით, არანაირი ანგარებითი მოტივით და არანარი მუშნი ზარანდიას, თუ სახელმწიფოებრივი მანქანის გეგმის მიხედვით. აი, ეს ვერ გამოიცნო დათა თუთაშხიამ". საოცარი ლოგიკაა! იქნებ გუდუნა მკვლელად თვით თუთაშხიამ მოამზადებინა, მერე კი დაელოდა ბეჩუნის სახლში არ ყოფნას და იმ ქვეყნად წასვლის სპექტაკლი მოიწყო? თუ სხვაგვარად გგონიათ, თქვით. მზად ვარ გავაგრძელო საუბარი. პატივისცემით ა.ბ. დაისს! დიდი მადლობა ვრცელი კომენტარისათვის. ,,მუშნი ზარანდიას მელანქოლიის მძიმე ფორმებით ავადმყოფობა იმიტომ დაეწყო, რომ მას დაეკარგა ცოცხალი მაგალითი, როგორც ორიენტირი თავისი შეგნებული ცხოვრებისა, რამაც აბრაგის დაღუპვიდან სამიოდე წლის შემდეგ ჟანდარმის სიკვდილი გამოიწვია," _ამაში სრულად გეთანხმებით. ეს მე არ მითქვამს დაისი, ეს სეგედის დასკვნის ჩემი სიტყვებით გადმოცემაა. შემდეგ, ზარანდია რომ ებრძოდა თუთაშხიას (ფენომენს)ეს ალბათ თქვენში ეჭვს არ იწვევს. იმავდროულად, ზარანდია რომ აჩრდილივით ,,დასდევდა" თუთაშხიას (ინფორმაციულობის კუთხით) ესეც ნაწარმოებიდანაა ცნობილი. მას ყველაფერი აინტერესებდა თუთაშხიასი, ყველასგან იღებდა ინფორმაციას, თუ სად და როგორ მოიქცა აბრაგი. ანალიზისას უნდა დავეყრდნოთ ნაწარმოებიდან აღებულ ფაქტებს და შევაფასოთ ნებისმიერი კუთხით. მაგრამ მე მაქვს უფლება ზარანდიას ყველა საქციელი აბრაგთან მიმართებაში რძეს შევადარო და დავამტკიცო ეს. ამის დასამტკიცებლად ნაწილობრივ მივმართავ ნაწარმოებს, სადაც ნათქვამია ,,თუთაშხია თვით იყო კვეთი და მაწვნის დედა." თქვენ ამბობთ, რომ რძის აჭრა თუთაშხიას გაქრობამ გამოიწვიაო. მე კი მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ნაწერი გულდასმით არ წაგიკითხავთ. იქ წერია: ,,ექნებოდა თუ არა დათა თუთაშხიას ბუნებრივ სიკდილს მუშნი ზარანდიასთვის იგივე შედეგი?"(აქ უნდა გითხრათ, რომ ეს ნაწერი 2004წ. გამოქვეყნდა და მკითხველთა უმეტესობა სწორედ ამ კითხვამ გააოცა). ამ ნაწერში შევეცადე დამესაბუთებინა, რომ ზარანდია (რძე) იმიტომ აიჭრა, რომ თუთაშხიას ვერ სძლია და არა იმიტომ, რომ ლიკვიდაცია გაუკეთა. ნაწარმოებში საუბარია იმაზე, რომ ზარანდია გაღიზიანდა იმ ამბის გაგებით, თუთაშხიამ პოლიტიკაში რომ დაიწყო ,,ცხვირის ჩაყოფა." ზარანდია პატარა ბავშვივით იქცევა, როცა სეგედს თუთაშხიასგან გმირის შექმნაზე მინიშნებებით ესაუბრება, ვინაიდან ჰგონია - მას ისე გაუგებენ, როგორც ლაპარაკობს, ანუ ვერ მიუხვდებიან ნამდვილ ჩანაფიქრს. ან ვერ შეეწინაღმდეგებიან. თქვენ საუბრობთ ზარანდია-თუთაშხიას ,,წმინდა" ბავშვობაზე. უნდა გითხრათ, რომ ეს საკითხი მომდევნო წერილებში იქნება წარმოდგენილი და აქ ვრცლად აღარაფერს ვიტყვი. ჰქონდათ კი ,,წმინდა" ბავშვობა? ნაწარმოებში ამაზე არაფერია ნათქვამი. ეს შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, ვინაიდან ისინი ,,სახლი სათნოებისა და სიყვარულისა" შვილები იყვნენ. თუმცა მე სხვა რამეებს ვვარაუდობ. თქვენ ამბობთ ,,ეს განაჩენი აღსრულდა საკუთარი შვილის ხელით, არანაირი ანგარებითი მოტივით და არანარი მუშნი ზარანდიას, თუ სახელმწიფოებრივი მანქანის გეგმის მიხედვით. აი, ეს ვერ გამოიცნო დათა თუთაშხიამ". საოცარი ლოგიკაა! იქნებ გუდუნა მკვლელად თვით თუთაშხიამ მოამზადებინა, მერე კი დაელოდა ბეჩუნის სახლში არ ყოფნას და იმ ქვეყნად წასვლის სპექტაკლი მოიწყო? თუ სხვაგვარად გგონიათ, თქვით. მზად ვარ გავაგრძელო საუბარი. პატივისცემით ა.ბ.
8. ოთარ რურუას! დიდი მადლობა მოკითხვისათვის. მეც გისურვებთ წარმატებებს, გაიხარეთ. ოთარ რურუას! დიდი მადლობა მოკითხვისათვის. მეც გისურვებთ წარმატებებს, გაიხარეთ.
7. თანანას კია არადა ანანია ბროველს:):):) წარმატებები ანანია! თანანას კია არადა ანანია ბროველს:):):) წარმატებები ანანია!
6. თანანას მოკითხვა და წარმატებები! წარმატებები პოეზიაშიც, პროზაშიც და კრიტიკა-პუბლიცისტიკაშიც!!! თანანას მოკითხვა და წარმატებები! წარმატებები პოეზიაშიც, პროზაშიც და კრიტიკა-პუბლიცისტიკაშიც!!!
5. იანგულს! დიდი მადლობა ყურადღებისთვის და კომენტარისათვის. გაიხარე. იანგულს! დიდი მადლობა ყურადღებისთვის და კომენტარისათვის. გაიხარე.
4. საინტერესო ანალიზია, თუმცა შეძლებისდაგვარად გამოვთქვამდი მოსაზრებას.
მუშნი ზარანდიას მელანქოლიის მძიმე ფორმებით ავადმყოფობა იმიტომ დაეწყო, რომ მას დაეკარგა ცოცხალი მაგალითი, როგორც ორიენტირი თავისი შეგნებული ცხოვრებისა, რამაც აბრაგის დაღუპვიდან სამიოდე წლის შემდეგ ჟანდარმის სიკვდილი გამოიწვია, _ამაში სრულად გეთანხმებით, მაგრამ შემდგომში ვერსიის გავრცობა, რომ მუშნი ზარანდიას პიროვნულად ჭირდებოდა საკუთარი ბიძაშვილის ფიზიკურად "ძლევა", უბრალოდ ეწინააღმდეგება იმ ფენომენს, სადაც საუბარია, რომ მუშნი ზარანდია არის რძე და იგი დათა თუთაშხიას დამარცხებაში (სიკვდილში) ეძებს კვეთს. ეს რძე აიჭრა, სწორედ თუთაშხიას ფიზიკურად გაქრობით და მხოლოდ აქედანაც შეიძლება გამოითქვას აზრი, რომ ჟანდარმის "თვითმისიაში" თუთაშხიას ფიზიკური ლიკვიდაცია არ შედიოდა. ვფიქრობ, ზარანდიას ფენომენალური "ძიება" სულიერი გმირის სახელმწიფოებრივი მიდგომებით ძლევისა, არის ექსპერიმენტი, შეუძლებლის შესაძლებლად ქცევისა, რაც იმგვარი შედეგით დასრულდა, როგორც ნაწარმოებით არის ჩვენთვის ცნობილი. თქვენ ამ ნაშრომში არ აკეთებთ (არ ვიცი, შეგნებულად, თუ შეუგნებლად) აქცენტს იმაზე, რომ სიღმისეულად, დათას და მუშნის ერთმანეთთან "წმინდა" ბავშვობა აკავშირებთ და მათ ერთმანეთის სიყვარული რაღაცა დოზით მაინც აქვთ შემორჩენილი, რომლის წაშლა ადამიანურ არსში, უბრალოდ შეუძლებელია.ზარანდიას სულიერი მდგომარეობა ბოროტი გენიის მდგომარეობაა, ხოლო თუთაშხიასი -კეთილისა, ეს გასაგებია, მაგრამ დათა თუთაშხია იდეალურ გმირად ვერ იქცა...მას ტყვიას ესვრის (ანუ უზენაესი სასჯელი) საკუთარი შვილი...ეს არის განაჩენი, როგორც კაცისა, ყველაზე დიდი შეცოდებისთვის. შვილი არ იცნობს მამას პიროვნულად და აქვს მხოლოდ უარყოფითი პროტესტი მისი საკუთარი დედისადმი "ამ კაცის" დამოკიდებულებისა და იმ გარემოსადმი, სადაც მას მამის გარეშე მოუხდა 14 წლიანი არსებობა. მახსენდება, უკვე ტყვიანასაროლი დათა ამბობს: ეს რა მოაფიქრებინა? და იგულისხმება მუშნი, შემდეგ შვილს ეუბნება, რომ ამ საქმისთვის ფული არავის გამოართვას. აქ ცდება დათა თუთაშხია ისე, რომ მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე, ის ფიზიკურად იქვე მოკვდებოდა, თუ გაასწებდა საყვარელი ქალის და საკუთარი შვილის სახლიდან. ანუ, მინდა იმის თქმა, რომ ყველასთან სულერ პლანში მართალი ადამიანი, არ იყო მართალი საყვარელ ქალთან და მითუმეტეს შვილთან, რის გამოც, აღსრულდა განაჩენი, როგორც სასჯელი "ზნეობრივი გმირისა". ეს განაჩენი აღსრულდა საკუთარი შვილის ხელით, არანაირი ანგარებითი მოტივით და არანარი მუშნი ზარანდიას, თუ სახელმწიფოებრივი მანქანის გეგმის მიხედვით. აი, ეს ვერ გამოიცნო დათა თუთაშხიამ. საინტერესო ანალიზია, თუმცა შეძლებისდაგვარად გამოვთქვამდი მოსაზრებას.
მუშნი ზარანდიას მელანქოლიის მძიმე ფორმებით ავადმყოფობა იმიტომ დაეწყო, რომ მას დაეკარგა ცოცხალი მაგალითი, როგორც ორიენტირი თავისი შეგნებული ცხოვრებისა, რამაც აბრაგის დაღუპვიდან სამიოდე წლის შემდეგ ჟანდარმის სიკვდილი გამოიწვია, _ამაში სრულად გეთანხმებით, მაგრამ შემდგომში ვერსიის გავრცობა, რომ მუშნი ზარანდიას პიროვნულად ჭირდებოდა საკუთარი ბიძაშვილის ფიზიკურად "ძლევა", უბრალოდ ეწინააღმდეგება იმ ფენომენს, სადაც საუბარია, რომ მუშნი ზარანდია არის რძე და იგი დათა თუთაშხიას დამარცხებაში (სიკვდილში) ეძებს კვეთს. ეს რძე აიჭრა, სწორედ თუთაშხიას ფიზიკურად გაქრობით და მხოლოდ აქედანაც შეიძლება გამოითქვას აზრი, რომ ჟანდარმის "თვითმისიაში" თუთაშხიას ფიზიკური ლიკვიდაცია არ შედიოდა. ვფიქრობ, ზარანდიას ფენომენალური "ძიება" სულიერი გმირის სახელმწიფოებრივი მიდგომებით ძლევისა, არის ექსპერიმენტი, შეუძლებლის შესაძლებლად ქცევისა, რაც იმგვარი შედეგით დასრულდა, როგორც ნაწარმოებით არის ჩვენთვის ცნობილი. თქვენ ამ ნაშრომში არ აკეთებთ (არ ვიცი, შეგნებულად, თუ შეუგნებლად) აქცენტს იმაზე, რომ სიღმისეულად, დათას და მუშნის ერთმანეთთან "წმინდა" ბავშვობა აკავშირებთ და მათ ერთმანეთის სიყვარული რაღაცა დოზით მაინც აქვთ შემორჩენილი, რომლის წაშლა ადამიანურ არსში, უბრალოდ შეუძლებელია.ზარანდიას სულიერი მდგომარეობა ბოროტი გენიის მდგომარეობაა, ხოლო თუთაშხიასი -კეთილისა, ეს გასაგებია, მაგრამ დათა თუთაშხია იდეალურ გმირად ვერ იქცა...მას ტყვიას ესვრის (ანუ უზენაესი სასჯელი) საკუთარი შვილი...ეს არის განაჩენი, როგორც კაცისა, ყველაზე დიდი შეცოდებისთვის. შვილი არ იცნობს მამას პიროვნულად და აქვს მხოლოდ უარყოფითი პროტესტი მისი საკუთარი დედისადმი "ამ კაცის" დამოკიდებულებისა და იმ გარემოსადმი, სადაც მას მამის გარეშე მოუხდა 14 წლიანი არსებობა. მახსენდება, უკვე ტყვიანასაროლი დათა ამბობს: ეს რა მოაფიქრებინა? და იგულისხმება მუშნი, შემდეგ შვილს ეუბნება, რომ ამ საქმისთვის ფული არავის გამოართვას. აქ ცდება დათა თუთაშხია ისე, რომ მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე, ის ფიზიკურად იქვე მოკვდებოდა, თუ გაასწებდა საყვარელი ქალის და საკუთარი შვილის სახლიდან. ანუ, მინდა იმის თქმა, რომ ყველასთან სულერ პლანში მართალი ადამიანი, არ იყო მართალი საყვარელ ქალთან და მითუმეტეს შვილთან, რის გამოც, აღსრულდა განაჩენი, როგორც სასჯელი "ზნეობრივი გმირისა". ეს განაჩენი აღსრულდა საკუთარი შვილის ხელით, არანაირი ანგარებითი მოტივით და არანარი მუშნი ზარანდიას, თუ სახელმწიფოებრივი მანქანის გეგმის მიხედვით. აი, ეს ვერ გამოიცნო დათა თუთაშხიამ.
3. ყველაფერი საუცხოოდაა დანახული, გაოცებული ვარ. ერთს დავამატებდი მხოლოდ: ზემოთ თქვი რომ თუთაშხია მხოლოდ თავს ეყრდნობოდა და ზარანდია კანონს და ძალაუფლებასო. სწორია ეს და ზუსტად ამიტომ აჩუქა მოპარული ცხენი, ის ცხენი მაინც პატრონს დაუბრუნდებაო, ამით მან დაანახა ზარანდიას რომ კანონი და თვითონ ზარანდიაც უძლურნი და საჭიროზე ნაკლებად მოქნილნი არიან რომ თუთაშხია დაამარცხონ.
კიდევ ერთი ის რომ, მე ასე გონია რომ თუთაშხიას მკვლელობაში, ბეჩუნი პეტიაც გარეულია. განა ბავშვს ვერ შეატყობდა იმას რომ რომელიღაც მასწავლებელი მას მამის ზიზღს უნერგავდა? გარდა ამისა გავიხსენოთ, სიცოცხლის ბოლო წამებში მოაგონდა თუთაშხიას ბეჩუნის წითლად მოელვარე თვალები, სხვა ქალთან სიახლოვის დროს რომ დაინახა.
სულ ეს იყო და უდიდეს საქმეს აკეთებთ. მადლობა ყველაფერი საუცხოოდაა დანახული, გაოცებული ვარ. ერთს დავამატებდი მხოლოდ: ზემოთ თქვი რომ თუთაშხია მხოლოდ თავს ეყრდნობოდა და ზარანდია კანონს და ძალაუფლებასო. სწორია ეს და ზუსტად ამიტომ აჩუქა მოპარული ცხენი, ის ცხენი მაინც პატრონს დაუბრუნდებაო, ამით მან დაანახა ზარანდიას რომ კანონი და თვითონ ზარანდიაც უძლურნი და საჭიროზე ნაკლებად მოქნილნი არიან რომ თუთაშხია დაამარცხონ.
კიდევ ერთი ის რომ, მე ასე გონია რომ თუთაშხიას მკვლელობაში, ბეჩუნი პეტიაც გარეულია. განა ბავშვს ვერ შეატყობდა იმას რომ რომელიღაც მასწავლებელი მას მამის ზიზღს უნერგავდა? გარდა ამისა გავიხსენოთ, სიცოცხლის ბოლო წამებში მოაგონდა თუთაშხიას ბეჩუნის წითლად მოელვარე თვალები, სხვა ქალთან სიახლოვის დროს რომ დაინახა.
სულ ეს იყო და უდიდეს საქმეს აკეთებთ. მადლობა
2. მადლობა ილტოსპირელო ყურადღებისა და შეფასებისათვის. მადლობა ილტოსპირელო ყურადღებისა და შეფასებისათვის.
1. საინტერესოა! 55555 საინტერესოა! 55555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|