 | ავტორი: D_ურაკელი ჟანრი: პროზა 24 აგვისტო, 2010 |
- მიყვარს როცა გისმენ . არადა, მე ახლა მთვრალი ვარ და ისე მიხდება სიმთვრალე.. მე ამ პლანეტაზე მჭირდებიო, ოღონდ ჯერ უნდა დაიძინო და ხვალ გათენდებაო, გუბეებში ისე ლამაზად ხედავ საკუთარ თავსო, აბა გაბედე და ჩახტიო. არადა, მე მთელი ვიყავი და ისე მიხდებოდა სიმთელე ( მე? თუ შენ ? ) შემომხედავ და ვერც კი გაიფიქრებ, რომ მე ვარ ნაწყვეტი წარსულიდან და მომავლის მოკლე შინაარსი და დღეს კი მთვრალი შენ ხარ და არა მე. არადა, ამ დროს მე აქვე ვარ იმდენად ახლოს რომ შენ გიწევს იყო მე-ში (ღმერთმანი მომიტევე)... ჩვენ სულ უფრო იშვიათად გვძინავს და ვუყურებთ ერთმანეთს დიდხანს... - იცი, მეგონა რიგითი ქალი ვიყავი, რომელსაც ფუნქცია ექნებოდა მხოლოდ ფერტილურ ასაკში, ძალიან მაინტერესებს შენ რას ხედავ ჩემში. მე ვიჯექი საზოგადოებრივ ტრანსპორტში საზოგადოების გვერდით, მაგრამ მარტო, უხილავი წინაღობით შემოსაზღვრული, ისიც კი მეთაკილებოდა, რომ ამ ადამიანებთან ვიყოფდი ჟანგბადს და სივრცეს, დროს და მანძილს. შენ ამოხვედი ნახევრად შიშველი და წმინდა, მომიჯექი სრულიად ურცხვად და მითხარი: - გამარჯობა, მეც ადამიანი ვარ. მე არ გეკითხები სახელს. - ამჩნევ? მე დღეს ძალიან ტრაგიკული ვარ, გარეთ წვიმს, მე კი ლოკოკინა გავსრისე. იცით, თქვენ კარგი ადამიანი ხართ, სახეზე გეტყობათ, მაპატიეთ თუ ბევრს ვლაპარაკობ, უბრალოდ გული მიგრძნობს თქვენ სიკეთეს მომიტანთ, მშვიდი და კეთილი გამომეტყველება გაქვთ, მე მსახიობი ვარ, ბევრს ვთამაშობ, იცით, არც ისეთი რთულია თამაში, თქვენი აზრით ახლაც ვთამაშობ? ჯანდაბას, ამჯერად დაჭერობანა ვითამაშოთ, თქვენ იჭერთ, ძალიან მოგიხდებოდათ ახლა მინდვრის ყვავილების ზღვაში ჩაძირვა, თქვენ პატარა ხართ და ისევე გჭირდებათ გაზაფხული, როგორც ახლა მე მჭირდება თქვენი სახის ყურება, დაე გადაიჩეხოს ეს მანქანა ბინძურ მდინარეში, ჩემი თვალების უკანასკნელი ანარეკლი იქნებით... ...გაჩერდა ტრანსპორტი... მე და შენ ერთად გავუყევით გველივით დაკლაკნილ ქუჩას... დამღლელია ეს ქუჩა და რაც უფრო მეტად ვიღლები, უფრო მეტად ვგრძნობ რომ მინდა მოგიყვე, არა, კი არ მინდა, მჭირდება რომ მოგიყვე: ერთ დროს (ზუსტად აღარ მახსოვს როდის) ვარდისფერი პუანტები მეცვა და მქონდა სურვილი, რომ მეცეკვა. - დიახ, მე ვცეკვავდი . ჩემში იღვრებოდა სიმშვიდის მელოდია. ერთი, ორი ,სამი პა... და ღიმილი. ერთი, ორი, სამი პა და გაზაფხულის არომატი ჩემში. მერე აღარ მახსოვს ... თითქოს რაღაც ეპიზოდი ამოჭრეს, რომელსაც "დან ---- მდეს" შევარქმევ.მაშინ გამოვერკვიე, როდესაც ფეხშიშველმა (გველივით დაკლაკნილ გზაზე) ტალახში გავიარე , იმდენად სქელი იყო ეს ტალახი ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა.რამდენი მივლია, ფეხისგულები ჯერ გაუხეშებულა, შემდეგ დამსკდარა, ზოგან სისხლია შემხარი - იცი? ეს ტალახი , რაღაც სასიამოვნოც კი იყო , ოღონდ მხოლოდ ჩემი ფეხებისთვის.მე დავიწყე ზრუნვა "ამ ჩემს ფეხებ(ს)ზე" და სულაც არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი შეგვისრულდა ამ პლანეტაზე, ჩვენ მოხუცები დავიბადეთ, ჩვენ სახელი ჩასახვამდე შეგვირჩიეს, სქესიც, ჩვენ ერთმანეთისთვის შეგვარჩიეს და შეგვაჯვარეს როგორც ორი სუფთა ჯიშის თუ სისხლის ძაღლი, რომ კიდევ უფრო სუფთა ჯიში მიეღოთ...
პ.ს. შემოვიდნენ ოთახში
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. პ.ს. შემოვიდნენ ოთახში პ.ს. შემოვიდნენ ოთახში
16. ოჰჰო : )
მე მომწონს : )
ოიჰ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებთ გვარებს და სახელებს :|
და საერთოდ, დავაი ნალივაი, მეგობრებო : ) ოჰჰო : )
მე მომწონს : )
ოიჰ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებთ გვარებს და სახელებს :|
და საერთოდ, დავაი ნალივაი, მეგობრებო : )
13. 10. რა მნიშვნელობა აქვს ვინაა, ამ ნიკით რადგან დადო ავტორმა ასე უნდა ალბათ. +2 და წარმატებები ლექსისა და კომენტარების ავტორებს! გიო3. 2010-
=)) ლექსი =))
საინტერესოდ წერს ეს ავტ.
5 10. რა მნიშვნელობა აქვს ვინაა, ამ ნიკით რადგან დადო ავტორმა ასე უნდა ალბათ. +2 და წარმატებები ლექსისა და კომენტარების ავტორებს! გიო3. 2010-
=)) ლექსი =))
საინტერესოდ წერს ეს ავტ.
5
12. მინდა სიმშვიდე..ახლა..ძალიან... +2 მინდა სიმშვიდე..ახლა..ძალიან... +2
10. რა მნიშვნელობა აქვს ვინაა, ამ ნიკით რადგან დადო ავტორმა ასე უნდა ალბათ. +2 და წარმატებები ლექსისა და კომენტარების ავტორებს! რა მნიშვნელობა აქვს ვინაა, ამ ნიკით რადგან დადო ავტორმა ასე უნდა ალბათ. +2 და წარმატებები ლექსისა და კომენტარების ავტორებს!
9. სულაც არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი შეგვისრულდა ამ პლანეტაზე, ჩვენ მოხუცები დავიბადეთ,
es momewonaa :) kargi iyo სულაც არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი შეგვისრულდა ამ პლანეტაზე, ჩვენ მოხუცები დავიბადეთ,
es momewonaa :) kargi iyo
8. ანა. ანა. :D :D :D :*
დორიან მადლობ, ისე საინტერესოა რომელია ის რამდენიმე ადგილი სადაც ეფექტის მოხდენის მიზნით მოვახდინეთ ეფექტი ? ანა. ანა. :D :D :D :*
დორიან მადლობ, ისე საინტერესოა რომელია ის რამდენიმე ადგილი სადაც ეფექტის მოხდენის მიზნით მოვახდინეთ ეფექტი ?
7. :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
6. არ არის ცუდი, მაგრამ რამდენიმე ადგილას ეფექტის მოხდენის მიზნით დაწერილი, ან ჩემთვის გაურკვეველი ფრაზები შემხვდა....... არ არის ცუდი, მაგრამ რამდენიმე ადგილას ეფექტის მოხდენის მიზნით დაწერილი, ან ჩემთვის გაურკვეველი ფრაზები შემხვდა.......
5. ოღონდაც აქ გარჩევა დამანახეთ რაიმეს მიხედვით და მერე თუ გინდათ ეპილაცია გამიკეთეთ გაუყუჩებლად. ბნელა ხო ? ოღონდაც აქ გარჩევა დამანახეთ რაიმეს მიხედვით და მერე თუ გინდათ ეპილაცია გამიკეთეთ გაუყუჩებლად. ბნელა ხო ?
4. კარგით რა.. აქედანვე ჩანს რომ ნაწერებს დაქალ–ძმაკაცობის მიხედვით არჩევთ .... კარგით რა.. აქედანვე ჩანს რომ ნაწერებს დაქალ–ძმაკაცობის მიხედვით არჩევთ ....
3. დიახ პიერო, 1 მა კომენტარმა დაწერა ,რომ აქ სწორედ ის არ დაგხვდებოდათ რაც თქვენ ესე ძალიან მოგწონთ :) მაგრამ არ გამოვრციხვათ ჩვენ, რომ მომდევნოში იყოს მეტად გულისამრევი ცინიზმი და იმდაგვარები ... რაც შეეხებაა ვინაობას კომენტარიდან გამომდინარე :"ბატონო თქვენს გვერზე" და " ალბათ ისევ ნატა ბრძნდებიით" კითხვა უკვე აღარ მომეწონა რადგან ეხლა ზუსტად ვიცი კიდევ ვიღაც შემოვა და ოტტო დაბრუნდა პროზებითო იტყვის და რ მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ ?
ნუ მოკლედ დაე ვიყო : ბატონი, ნატა , ოტტო , დაე ეგეონოთ რომ იციაან ჩემი მეორე ნიკი და აშშ . მაგრამ მემგონი ამ წუთას არცერთი მათგაანი არ ვარ დიახ პიერო, 1 მა კომენტარმა დაწერა ,რომ აქ სწორედ ის არ დაგხვდებოდათ რაც თქვენ ესე ძალიან მოგწონთ :) მაგრამ არ გამოვრციხვათ ჩვენ, რომ მომდევნოში იყოს მეტად გულისამრევი ცინიზმი და იმდაგვარები ... რაც შეეხებაა ვინაობას კომენტარიდან გამომდინარე :"ბატონო თქვენს გვერზე" და " ალბათ ისევ ნატა ბრძნდებიით" კითხვა უკვე აღარ მომეწონა რადგან ეხლა ზუსტად ვიცი კიდევ ვიღაც შემოვა და ოტტო დაბრუნდა პროზებითო იტყვის და რ მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ ?
ნუ მოკლედ დაე ვიყო : ბატონი, ნატა , ოტტო , დაე ეგეონოთ რომ იციაან ჩემი მეორე ნიკი და აშშ . მაგრამ მემგონი ამ წუთას არცერთი მათგაანი არ ვარ
2. ჰოოოო გამიხარდა ახალი ტხზულება რომ ვიპოვე ბატონო თვენს გვერზე. ალბათ ისევ ნატა ბრძანდებიით ხო??? რაც მომწონდა ცინიზმი და ამდაგვარები აქ რატომრაც აღარაა ნეტავ რატომ? ჰოოოო გამიხარდა ახალი ტხზულება რომ ვიპოვე ბატონო თვენს გვერზე. ალბათ ისევ ნატა ბრძანდებიით ხო??? რაც მომწონდა ცინიზმი და ამდაგვარები აქ რატომრაც აღარაა ნეტავ რატომ?
1. ნუ აქ უფრო შვებაა და არაა to Mindogon Mgboundoulou )) ნუ აქ უფრო შვებაა და არაა to Mindogon Mgboundoulou ))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|