ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოხელა
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2010


სწორედ ამიტომ ვარჩიე მგლობა

მე ეს ცხოვრება ზურგით ვათრიე,
(თუმცა მიჭირდა ამ ტვირთის ზიდვა)
მე ახლობლებმა ბევრჯერ მატირეს,
ბევრჯერ მეც დავრჩი სიცოცხლის მიღმა...

უთვალავ გზიდან (ბევრი ვარჩიე)
მე ავირჩიე ყველაზე ძნელი,
ჩემს ირგვლივ ვქმნიდი აურას ძლიერს
და ახლა ვამბობ, რომ მე ვარ მგელი...

ოცნებები და ბავშვური გული
თან გაყვა წარსულს მოუხედავად,
დღეს ვხედავ ყველგან გზას გიხსნის ფული,
მე კი დავდივარ გაუბედავად.

აღარსად არის ქართული სული,
ადამიანთა მოდგმა შემძულდა,
მე ავირჩიე ცხოვრება მგლური,
თავისუფლება მოვირგე ქუდად...

ვინც შევიყვარე იმან გამწირა,
ახლა კი ციცქნაც აღარ მაქვს ნდობა,
ადამიანებს ეშმაკი მართავს,
სწორედ ამიტომ ვარჩიე მ გ ლ ო ბ ა !

              15/I-2007

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები