ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუულიონი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 მარტი, 2010


ყავის გადასხმა ლიომთა ხვედრია

იყო და არა იყო რა... იყო ერთი სახელმწიფო. ამ სახელმწიფოში ცხოვრობდა ძალიან ბევრი ადამიანი. თვითოეული მათგანი სვამდა ყავას...
ეს ქვეყანა განთქმული იყო თავისი ყავის მსმელი ხალხით... მოკლედ რანაირ ყავის სმას მოისურვებდი ყველანაირი შეგეძლოთ გენახათ აქ...:
ყავის სმა შპაკატში,
ყავის სმა სირბილის დროს,
ყავის სმა პარტიზანულად,
ყავის სმა ჩუმად,
ყავის სმა მეზობლის ბოსტანში,
მწოლიარე ყავის სმა,
მჯდომიარე ყავის სმა,
ყავის სმა ორსულად,
ყავის სმა რომანტიკული,
ყავის სმა მამუკასთან ერთად,
ყავის სმა ყავის დაულევლად,
ყავის სმა თვალდახუჭულზე,
ყავის სმა გერმანულად,
ყავის სმა შვედურად,
ყავის სმა ჩაით,
ყავის სმა მედიდურად....

მოკლედ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა ყავის სმის ნიჭით იყო დაჯილოდებული... და ამას არც არავინ უარყოფდა  მაგრამ მთელ ქვეყანზე არავინ არ მოიძებნებოდა ისეთი, რომელსაც შეეძლო ყავის გადასხმა, გასაკავირია არა?..

ყველას მოსწონდა, რომ ასე აკურატულად სვამდნენ ამ ღვთიუ სითხეს და არც ერთი წვეთი არ ეღვრებოდათ. არც თეთრი შარვლების გაჭუჭყიანებაზე იცოდნენ რამე და არც სხვა ფერისაზე... იყვნენ ბედნიერები, დაახლოებით ისე სანამ პანდორას ყუთი გაიხსნებოდა...

გადიოდა წლები... ნელნელა ყველა ხვდებოდა, რომ ცხოვრება მხოლოდ ყავის სმა არ არის... ერთხელაც ყველას მოუნდა, რომ ყავა გადასხმოდათ, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთს არ გამოდიოდა... კვლავ გადიოდა წლები და ეს ბედნიერი და მხირაული სახემწიფო პირქუშ და უბედურ ერად გადაიქცა... რადგან მობეზრდათ ყველაფერი ერთნაირი... და კონკრეტულად კი ყავის სმა... და რადგან ამ სახემწიფოს სიძლიერე ყავის სმა იყო.. ხალხს კი ისე უნდოდა დალევა, რომ თან გადასხმოდათ კიდევაც, ვერც ერთმა ვერ გაუძლო გადაულახავ პრობლემას და დედაბუდიანად დასევდიანდა ერი...

კვლავ გადიოდა წლები...

ერთხელაც ხმა გავარდა,რომ ქვეყნის ერთ კუთხეში... კერძოდ კი ფინანსების მთაგრეხილზე, ერთ გამოქვაბუში ცხოვრობდა ერთი ქალი, რომელიც მუდამ ბედნიერი იყო და ვერას აკლებდა ერის პრობლემა...
თურმე ამ ქალი საიდუმლოება ყავის გადასხმაში ყოფილა... თურმე როცა ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს არ გამოსდიოდა, რომ ყავა გადაესხათ და შარვლები გაეჭუჭყიანებინათ და მერე სველები ყოფილიყვნენ, ამ დროს ეს ქალი იგონებდა ახალ კაცობრიობის მომავლის შემცვლელ ტქნოლოგიას... რასაც შემდგომში "სიცილის დროს ყავის გადასხმა" დაარქვა... დიახ მან შეძლო, რომ თან ყავა დაელია, თან გაეცინა და თან გადაესხა... მაგრამ ეს მხოლოდ ჭორი იყო... სინამდვილე კი არავინ იცოდა, რატომ არ შეეხო ამ ქალს საქვეყნო უბედურება...


სხვა რა გზა ჰქონდათ ხალხს, შეიკრიბნენ ყველაზე მამაცნი და დაიწყეს ფინანსების მთაგრეხილის ძებნა, რომ მერე ის ერთადერთი ეპოვათ... ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს მიაგნეს იმ ადგილს რასაც ეძებნენ... ქალი სიამოვნებით დათანხმდა ესწავლებია მათთვის, ყავის გადასხმა შარვალზე... ამ მამაცმა ხალხმა კი მთელს ერს მოსდო ახალი ამბავი...

სულ მალე ყველამ განურჩევლად დიდისა თუ პატარია იცოდა რანაირად უნდა გადაესხა ყავა... და მათ ცხოვრებაშიც ახალი ნაპერწკალი აენთო მომავლის რწმენის და წუთიერი კმაყოფილების :) ...
ერთ წელიწადში უკვე ეს სახელმწიფო ისევ ფეხზე დადგა... ისევ გავარდა მისი სახელი მთელს დედამიწაზე... და ისევ ცნობილი იყო თავისი ყავის მსმელი ხალხით...

ლეგენდები იქმენბოდა, ზღაპრები იწერებოდა, ლექსები ითხზებოდა თუ როგორი მამაცი, ბრგე და რაინდი ხალხი ცხოვრობდა იქ.

გავიდა ზუსტად შვიდი წელი და ყველას ერთად მობეზრდა ყავის გადასხმა... ისევ დასევდიანდა ერი... ისევ ნაცრიფერმა მოიცვა სამშობლო გმირი ხალხის..
ქალი კი კვლავ ფინანსთა მთაგრეხილზე ცხოვრობდა და ისევ ისეთი სიცოცხლით სავსე იყო როგორც შვიდი წლის წინ... ისევ ისეთი ბედნიერი იყო... და ისევ ისეთი ქალი...

შეიკრიბა მამაცი ხალხი და ხელმეორედ მიაკითხეს ქალს...
მამაცმა ხალხმა კითხეს ქალს:
- ეს ყავის გადასხმა, რომ გავსწავლე არ გამოდგა ისეთი კარგი რასაც ველოდითო..
ქალმა მიუგო:
- უი... ღმერთო ჩემო... ახლა გამახსენდა... მაშინ მე ჩაი მქონდა დასხმული, თქვენ რომ ყავი გადასხმას გასწავლიდით...
მერე უგზოუკვოდ აქვითინდა... და კვლავ დასძინა:
- გამოდის, რომ მთელი ერი ამდენი წლის განმავლობაში სიცრუეში ცხოვრობდა... თან ჩემს გამო...

მაშინ მამაცმა მამაკაცებმა ამოიღეს ქარქაშიდან დიიიიდი ხმალი და ქალს თავი მოაჭრეს...

________
მორალი შემდეგია:

მორალი 1: სანამ ვინმესგან ყავის დასხმას ისწავლი და გაბედნიერდები, კარგად დაფიქრდი....
მორალი 2: თუ ვინმეს რამეს ასწავლი წესიერად ასწავლე მერე თავი, რომ არ მოგაჭრან...
მორალი 3: ჩასი სულ სხვაა და ყავა სულ სხვა!..


__________
=))))))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები