 | ავტორი: *ლილე* ჟანრი: პოეზია 23 მარტი, 2010 |
ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს, აქ ჩვენ ვართ მარტო, ორი სხეული ერთმანეთს ათბობს. ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს, და გულთან ახლოს ჟღერს ცეცხლიანი ჩურჩულით ტანგო.
ვხვდები, რომ ვბოდავ, უსიტყვოდ ვროშავ სისულელეებს,- ვჩერდები, მორჩა. ვხვდები,რომ ვბოდავ, ვიხსენებ კოცნას, ამაყ ცეკვაში მე თავს ვხრი მორცხვად.
შენ მგონი ამჩნევ, სევდას რომ ვაფრქვევ და გიკვირს, რატომ გარიდებ თვალებს. შენ მგონი ამჩნევ, მთავრდება ღამე და შიში გაკრთობს, რას ვუცქერ ცაზე.
მე მესმის შენი, მეც შიშით ვკვდები, ხვალინდელი დღე რომ რამეს შეცვლის. მე მესმის შენი, შენ ცოცხლობ ჩემით და მე კი ამ დროს მთვარეს შევცქერი.
შეწყვიტე ეჭვი, მე მერე გეტყვი, ახლა ეს ტანგოც ბევრია ჩემთვის. შეწყვიტე ეჭვი, მთვარესაც ჩვენი კოცნა, დუმილი და ტანგო შვენის.
მთვარეზე ვხედავ ჩემს ტანზე მზერას, ღიმილზე-ბოდვას, თვალებში-ეშმაკს. მთვარეზე ვხედავ მთრთოლარე ვნებას, ამბავი მოაქვს ჩრდილების რხევას.
მთვარეზე ვუცქერ ჩვენს ორ სიუეტს, ტანგოს ალერსით გადახლართულებს. მთვარეზე ვუცქერ და ვხვდები უცებ, სხეულს კი არა, ვაცეკვებთ გულებს.
გავყევით ჰანგებს რიჟრაჟა ცაზე და მოედანად ვაქციეთ მთვარე. გავყვეით ჰანგებს, მოშურნე ღამემ შემოიხია დეკოლტე ტანზე.
ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს და აღარ გვახსოვს, ოცნება როგორ ვაქციეთ აწმყოდ. ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს, რომელიც ამბობს, რომ არასოდეს ვიქნები მარტო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ტანგო უფრო ამაღლებულია ტანგო უფრო ამაღლებულია
15. მეც ძაან მოვინდომე, მაგრამ... ლექსი ტანგოზე ისეთი უნდა იყოს, რომ ცეკვა მოგანდომოს, ავტორო, ამან კიდე,,, მეც ძაან მოვინდომე, მაგრამ... ლექსი ტანგოზე ისეთი უნდა იყოს, რომ ცეკვა მოგანდომოს, ავტორო, ამან კიდე,,,
14. +2 ჩემგან ... მეტის დაწერა არ შემიძლია სამწუხაროდ :) +2 ჩემგან ... მეტის დაწერა არ შემიძლია სამწუხაროდ :)
13. ვერ მომეწონა, ბევრი მცდელობისა და მონდომების მიუხედავად! :( ვერ მომეწონა, ბევრი მცდელობისა და მონდომების მიუხედავად! :(
12. მთვარეზე ვხედავ ჩემს ტანზე მზერას <--- აქ არ არის აზრების კავშირი...
სიუეტს<--- ლ ჩაამატე
რიჟრაჟა ცაზე<--- არ არის ეს გრამატიკულად სწორი, მგონი და მოედანად<--- და მგონი აარც ეს...
სხეულს კი არა, ვაცეკვებთ გულებს.
ეს მომეწონა... :):) მთვარეზე ვხედავ ჩემს ტანზე მზერას <--- აქ არ არის აზრების კავშირი...
სიუეტს<--- ლ ჩაამატე
რიჟრაჟა ცაზე<--- არ არის ეს გრამატიკულად სწორი, მგონი და მოედანად<--- და მგონი აარც ეს...
სხეულს კი არა, ვაცეკვებთ გულებს.
ეს მომეწონა... :):)
11. ტანგოს-მარტო ტანგო ათბობს :D
ლაცაბიძის აზრს ვიზიარებ,ლილე(ლამაზი ნიკი გაქვს) :)
ეს კი: ,,შენ ცოცხლობ ჩემით და მე კი ამ დროს მთვარეს შევცქერი." __დესპოტიზმია :))
ტანგოს-მარტო ტანგო ათბობს :D
ლაცაბიძის აზრს ვიზიარებ,ლილე(ლამაზი ნიკი გაქვს) :)
ეს კი: ,,შენ ცოცხლობ ჩემით და მე კი ამ დროს მთვარეს შევცქერი." __დესპოტიზმია :))
10. არ მომეწონა. არ მომეწონა.
9. i ama disco tango.. იე იე იეეეე... ეს რას ნიშნავს თუ ცის ვინმემ??
ოჰ დიახ დიახ არ მომეწონა i ama disco tango.. იე იე იეეეე... ეს რას ნიშნავს თუ ცის ვინმემ??
ოჰ დიახ დიახ არ მომეწონა
8. მომეწონაააააააააა :) მომეწონაააააააააა :)
6. ტანგო :)
რაღაცები არ მომეწონა! სტრიქონები, მეორე სტროფი...
3, ტანგო :)
რაღაცები არ მომეწონა! სტრიქონები, მეორე სტროფი...
3,
5. ხეზე მზისგან დამწიფდა მანგო, ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს, ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს.. :D
ხეზე მზისგან დამწიფდა მანგო, ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს, ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს.. :D
4. ჩემის აზრით ცოტაა ნაკლებად გავრცობილი რომ იყოს უკეთესი იქნებოდა :) ჩემის აზრით ცოტაა ნაკლებად გავრცობილი რომ იყოს უკეთესი იქნებოდა :)
3. მომეწონა ტანგო... 5 მომეწონა ტანგო... 5
2. სამწუხაროდ ტანგოს ცეკვა არ ვიცი... :) სამწუხაროდ ტანგოს ცეკვა არ ვიცი... :)
1. ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს და აღარ გვახსოვს, ოცნება როგორ ვაქციეთ აწმყოდ. ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს, რომელიც ამბობს, რომ არასოდეს ვიქნები მარტო.. :)
მომეწონა :) ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს და აღარ გვახსოვს, ოცნება როგორ ვაქციეთ აწმყოდ. ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს, რომელიც ამბობს, რომ არასოდეს ვიქნები მარტო.. :)
მომეწონა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|