 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 29 მარტი, 2010 |
გ-ა -ხსნა - - - - -
კატები მარტში. ქალს სიზმრის კარზე მკვდრებმა მიუგდეს ჩვილი.
გაფანტულობის ჰაიკუ - - - - - - -- -
სა-ქარ-თ-ველო-ში ქარიშხალია. ისევ დაიბნა ქ-ერი.
პ.ს. მხოლოდ დამწყებთათვის: ნამდვილი იაპონური კანონიკური ჰაიკუ იმდენად ძნელი შესაქმნელია, რომ პოეტები მის თითო ნიმუშს წლებს, ზოგჯერ სიცოცხლესაც ანდომებდნენ. მასში , გარდა სავალდებულო ფორმის დაცვისა, პოეტური აზრის კონცენტრაციის ხარისხი უკიდურესად მაღალი იყო და არაიაპონელისათვის, რომელიც სავსებით არ იცნობს იაპონურ მხატვრულ-ფილოსოფიური აზროვნების კონტექსტს, ან ძალზე პრიმიტიულ ტექსტად, ან რებუსადაც კი შეიძლება აღიქმებოდეს. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან,დასავლურ მოდერნისტულ პოეზიაში ჰაიკუს დამკვიდრება ძირითადად უკავშირდება ეზრა პაუნდისა და მისი გარემოცვის წევრ პოეტთა ნოვაციურ ძიებებს: სწრაფვას დასავლური ლექსის აღმოსავლური ტრადიციებით გამდიდრებისაკენ. სინამდვილეში თვით ცნება ’’კანონიკური ჰაიკუ,’’ როცა ის მოდერნისტული გაგებით გამოიყენება, პირობითია, და სავალდებულო მოთხოვნათა იმ მინიმუმს გულისხმობს, რაც არის: სამსტრიქონედი, 5/7/5- მარცვალთა რაოდენობა , სტილის ლაპიდარიზმი და სახის მრავალპლანიანობაა, ანუ პოტენცია, მოხდეს კონკრეტულის განზოგადება (თუმცა ამ ბოლო წესსაც გვიან მოდერნსა და პოსტმოდერნში სულ უფრო ნაკლებად იცავენ). ’’არაკანონიკური ჰაიკუ’’ - მარცვალთა სავალდებულო რაოდენობას არ ითვალისწინებს. ქართულ ენაზე მისი რეალიზების მრავალი საშუალება არსებობს. წარმოდგენილი ჰაიკუს ნიმუშები ’’კანონიკურია’’ თუმცა ’’არაკანონიკურობა’’ -სრულიად არ არის რაიმე ნეგატიური კონოტაციის შემცველი. ავტორის ნებაზეა - რა უფრო მიესადაგება მის ესთეტიკას. მკითხველის ნებაზეა - გაიზიარებს თუ არა ავტორის ესთეტიკურ პოზიციას. ჰაიკუ ჩვენს დღევანდელ პოეზიაში ინტენსიურად იქმნება, თუმცა მისი ნიმუშების უმრავლესობა ემატება ქართულ პოეზიას რიცხობრივად და არა ხარისხობრივად . ეს მაინც დადებითი მოვლენა მგონია, რადგან იქმნება ფონი იმისათვის, რომ გამოჩნდეს ვინმე, ნიჭიერი პოეტი, რომელიც საფუძვლიანად შეისწავლის ჰაიკუს თეორიასა და ისტორიას და საკუთარ ტალანტზე დაყრდნობით შექმნის ’’ქართულ ’’ ჰაიკუს. მნიშვნელობა არა აქვს, მაინცადამაინც ’’კანონიკური’’ იქნება თუ არაკანონიკური. ამ მხრივ არჩევანი დიდია. მე გულისწადილით მოველი ასეთი ახალგაზრდა პოეტის გამოჩენას.(’’ძველგაზრდებიც’’ გამოდგებიან)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მადლობა, ძვირფასებო! რენუარ საყვარელო , საბოლოოდ , შეიძლება ითქვას, რომ ლამის ერთადერთი მყარი ნიშანი, რაც ჰაიკუს ვესტერნიზაციის შედეგად შერჩა, სამსტრიქონედობაა.. თქვენ მიერ ’’მინიმად’’ წოდებული ლექსი-მინიატურები თუ სამსტრიქონიანები იქნება, არაფერი უნდა უშლიდეს ხელს მათ მიჩნევას თავისუფალ. არაკანონიკურ ჰაიკუდ . მადლობა, ძვირფასებო! რენუარ საყვარელო , საბოლოოდ , შეიძლება ითქვას, რომ ლამის ერთადერთი მყარი ნიშანი, რაც ჰაიკუს ვესტერნიზაციის შედეგად შერჩა, სამსტრიქონედობაა.. თქვენ მიერ ’’მინიმად’’ წოდებული ლექსი-მინიატურები თუ სამსტრიქონიანები იქნება, არაფერი უნდა უშლიდეს ხელს მათ მიჩნევას თავისუფალ. არაკანონიკურ ჰაიკუდ .
7. მაილზეც გითხარით ქ-ნო ნინო და აქაც ძალიან კარგი შემოქმედი ხართ და რაც შეეხება ჰაიკუს კარგად გაქვთ ახსნილი. ბევრი მასწავლა!
5 მაილზეც გითხარით ქ-ნო ნინო და აქაც ძალიან კარგი შემოქმედი ხართ და რაც შეეხება ჰაიკუს კარგად გაქვთ ახსნილი. ბევრი მასწავლა!
5
6. აუ პირველი ჰაიკუ მაგრად მომეწონა! აუ პირველი ჰაიკუ მაგრად მომეწონა!
5. ნამდვილად, მნიშვნელობა არა აქვს, ჰაიკუ 17 მარცვლიანი იქნება თუ 14 :)
და შეიძლება ითქვას გავიზიარე :) ნამდვილად, მნიშვნელობა არა აქვს, ჰაიკუ 17 მარცვლიანი იქნება თუ 14 :)
და შეიძლება ითქვას გავიზიარე :)
3. მომეწონა:) თან ინფორმაციაც შევიმატე :) სკოლის პროგრამასი გვქონდა ჰაიკუ, მაგრამ ამდენი ინფორმაცია არ იყო.... დიდი მადლობა :* +10 მომეწონა:) თან ინფორმაციაც შევიმატე :) სკოლის პროგრამასი გვქონდა ჰაიკუ, მაგრამ ამდენი ინფორმაცია არ იყო.... დიდი მადლობა :* +10
2. აი ვისი ყოფილა:) იაპონური ჰაიკუს ქართულ ალტერნატივად "მინიმა" არ გამოდგება? თქვენი აზრი მაინტერესებს. აი ვისი ყოფილა:) იაპონური ჰაიკუს ქართულ ალტერნატივად "მინიმა" არ გამოდგება? თქვენი აზრი მაინტერესებს.
1. განვმეორდები და ვიტყვი მეორე ძალიან კარგია. ადვილად იხსნება სათქმელი მკითხველისთვის განვმეორდები და ვიტყვი მეორე ძალიან კარგია. ადვილად იხსნება სათქმელი მკითხველისთვის
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|