ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიტი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2010


ქალი

როცა ქარი ფოთლებს რძისფერ ნისლში ხვევდა,
შემოდგომა იხურავდა კარებს...
მოფრინავდა ცელქი ფიფქი ციდან ნელა,
სულ არავინ გადიოდა გარეთ...
და ამ ქარის გაავებულ, შეშლილ სტვენას,
არ ემონა, არ შეუდრკა ქალი...
მისმა გულის ძალუმმა და ცხელმა ძგერამ,
შეაშინა და დააფრთხო ქარი...
თოვლის ფიფქი მოფრინავდა ციდან ნელა
და ტოკავდა, კანკალებდა ქარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები