ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიტი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2010


***

აი კვლავ შევხვდით, ხედავ უკვე რა დრო გასულა?
გული კვლავ გელტვის, მონატრება ცამდე ასულა.
მე ისევ გეტყვი: - ჩემი გრძნობა ზღვარს გადასულა,
სად გაქრა ბედი, ოცნებები რად არ ასრულდა?

მუდამ ვსვამ კითხვას, თუმცა პასუხს ვერსად ვპოულობ.
მე ვეძებ სიტყვას, მოწყალებას კი არ ვთხოულობ! ...
შენ ბევრჯერ გითქვამს: ,,ვინც ეძებსო - ისვე პოულობს..."
მაგრამ არ მითხარ ამის შემდეგ შვებას პოულობს?!

მე სულ გეძებდი, დაუღლელად, ყოველთვის , ყველგან...
მთაში თუ ბარში, მხოლოდ შენ ერთს გსახავდი კერპად...
მაგრამ გნახე და ვეღარ ვპოვე  ნანატრი შვება
და გულს მოედო უსაშველო, ვერაგი სევდა.

ცეცხლი გაუჩნდა მინავლებულ. მტკივან იარებს,
მათ ხომ შენს მეტი ვეღარავინ ვერ დამიამებს! ...
სიცოცხლე ცოდვით დამძიმებულ მხრებს ძლივს მიათრევს,
სხვისი ჭირი ხომ არად უღირთ ადამიანებს! ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები