ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დემე
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2010


ამბობ გაგყიდეს?

                        ექსპრომტ



ამბობ გაგყიდეს?
აკვარიუმში მოცურავე მწვანე სულებმა
და არც ანაღვლებთ ეს გარიგება, არათუ აწყობთ.
შენ ეძებ, ეძებ, ეძებ და ეძებ,
დაღლილ მიწაზე წრეებზე ხოხვით
და ბოლოს ისევ პოულობ აწმყოს,
რომელიც ალბათ არ გხიბლავს რადგან,
ამბობ გაგყიდეს
და სხეულიდან ბოლოს სულს გადგამ,
რომ საბოლოოდ,
სასუფეველი შენში დამკვიდრდეს.
შენკი იღიმი...
ან უფრო მეტი -  ასე გიჟივით,
მისჩერებიხარ უკიდეგანოს. აყოლებ თვალებს,
როგორ იცვლება ირგვლივ გარემო,
მისჩერებიხარ მაგრამ ვერ ხვდები,
რომ მასთან ერთად შენც შეიცვალე
და მაშინ შენში იღვიძებს მემო -
სტერეო ლანდი
და მაშინ ხვდები ტყუილად  ჩემობ,
ჩამსხვრევას მინის,
საათზე სადაც დრო ჩქარა გადის.
ამბობ გაგწირეს?
უფრო ახალი ტკივილის დოგმით
და სულში აღწევს ღამის უდაბნოს გამყინვარება,
მიდიხარ ქარში, დახრილი ტანით,
ჩასაფიქრებლად მოწმენდილ ცამდე,
მაგრამ ვარსკვლავი აღარ ვარდება,
ზეცის ქვეშ სადაც დიდი ხნის წინათ,
გაყიდეს ქრისტეც
და იხევ ტანზე პერანგის ნარჩენს,
ღრიალით ქარში...
რომ დაგინახოს, ან რამეს მიხვდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები