ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2010


ნუ მესიზმრები....

       
    ნუ  მესიზმრები. ნუ  მახსენებ.  აღარ მაქვს ძალა,
    დროის  მდინარეს  მივყვებოდით  ჩახვეულები...
    შენ  წყნარი  ცურვა  აღარ  გსურდა, გინდოდა  გასვლა
    უცხო  ნაპირზე, საიდანაც  ვერასოდეს  ვერ  დაბრუნდები...

                **                    **                  **           

  ...ჯერ  ხელს  მიშვებდი, და  დროდადრო  ვცურავდით  ცალკე
    და  მაინც  ერთად!  ბრუნდებოდი...  მეხუტებოდი...
    მე  მეშინოდა  რომ  უშენოდ  ერთ  წუთს  ვერ  გავძლებ...
    შენ  კი... ამაზე  არ ფიქრობდი,  ემზადებოდი

            **                      **                  **         

  და ეს  დროც  დადგა!  საბოლოოდ  გამიშვი  ხელი,
  იმ  მოსახვევში,  სადაც  წესით  არ  შორდებიან!
  მივცურავ  მარტო,  უსასრულოდ  გზა  გახდა  გრძელი,
  ნუ  მესიზმრები.  დავიღალე.  სულ  არ  გრცხვენია.....


                                            05.04. (2010).  ს.ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს