ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2010


* * *

ამ ყოველდღიური ქაოსის მიღმა
როცა გაკრთება ჩემი ნატვრანი,
როცა ბილიკზე ქრება ნაპრალი,
მშვიდად მოვიცილებ სევდიან ნიღაბს
და უცხო სხივებს შევავლებ მზერას.
მერე კი შენს შველას გამოვთხოვ ზენას,
შენზე ძვირფასი რაღა მებადოს?
რადგან დილიდან დაღამებამდე,
როდესაც შენს ყოფას ვუცქერ და ვზვერავ,
წუხილით მავსებს შენი იერი...
ღვთის ფიქრითა თრთის დასალიერი,
მინდა, რომ ვუჭვრეტდე სამყაროს უვრცესს
და შენს ნისლებზე ხშირად ვაფენდე
ამ ჩემი სულის ნათელ ნაფლეთებს,
ვით მიწას - ატმის ხე ყვავილის ფურცლებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები