ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2010


uziloba.com

ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი,
შენი თვალები და მე - ირისი,
ან სისხლიანი უბრალოდ მერი,
ან ჯინ-ტონიკი ან ბეილისი.
uziloba.com - ჩემი საიტი,
აბლაბუდაში შენ რომ მოგელი...
ზღვათა ხმაურში არის ტაიტი
და სიშიშვლეში თვით პოლ გოგენი.
ტაატის მერე მტკივა კოჭები,
მიყვარს წრიალი უმისამართო,
ღამე მუზებით შევიბოჭები,
ვრჩები დილამდე სრულიად მარტო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები