ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2010


ფაშისტის სიყვარული

მის მკერდზე ნათლად ჩანდა სვასტიკა
და მზერა ჰქონდა ძლიერ გამჭოლი,
იგი ცხოვრებამ გაასასტიკა,
სიკვდილთან ასგზის იყო ნაბრძოლი.
მას არაერთი წაუხდა ნატვრა,
არასდროს სწამდა სასუფეველის...
ის ცივი სისხლით მრავალჯერ დათვრა,
სუნი ათრობდა ტყვიამფრქვეველის.
არ ადარდებდა მას ცელქი სიო
და არც უხეში,თავხედი ქარი,
ძილში - სიკვდილი უემოციო
მრავალგზის იყო მისი სტუმარი.
ათასი ტყვია,წყალივით ხისტი,
მის ცოდვილ სხეულს ათასჯერ ასცდა,
არ აპირებდა სიკვდილს ფაშისტი,
თუმცა ბრძოლაში იგი დამარცხდა.
მას სწამდა მხოლოდ ლამაზი ქალის
და სატრფო მისი,სახელად ჯესი,
გულს ედებოდა ვით ცეცხლის ალი
და ბედი თვლემდა უალქაჯესი.
ბედს უალქაჯესს არ სურდა,არა
ბედნიერება ერთი ფაშისტის...
უბედო წყვილი ერთურთს გაჰყარა,
კაცი ბერლინს და ჯესი ლაიპციგს
შერჩნენ და მხოლოდ წერილის წერით
ატრიალებდნენ დღეთა სვლის ბორბალს,
შეშინდებოდნენ მთები მეწყერით,
ვიღაც ხატავდა კვლავ გორას მბორგალს.
ის სხვა ქალებში ეძებდა შვებას,
რომ მოერეცხა სულისთვის ჟანგი
და მის მიწიერ,ბიწ გალაღებას
თან დაჰყოლია ბრმა ათაშანგი.
ისევ წერილი,ქალის სიმუნჯე,
სიკვდილი მისი სატრფოს - ფაშისტის...
და შემოაკლდა თვალებს სილურჯე,
დაუშრა ზღვები მოხუც მარინისტს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები