ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა მოირა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 აგვისტო, 2010


  ჩამოტვირთვა

2:37 a.m.

რადგან კომენტარებით წამახალისეთ, გავაგრძელებ ჩემი საყვარელი თავის ტანჯვას ქართული კლავიატურით:

ერთი ბიძა დაბრმავდა და თავი მოიკლა. ნუ, ცხვირითაც იცხოვრებდა თვალების მაგივრად ან ჯოხს და ძაღლს იყიდდა და სხვების დახმარებით გადავიდოდა შუქნიშნის რომელიმე ფერზე, მაგრამ დაასაფლავეს.
მოკლედ, საქმე იმაშია, რომ ხალხმა, როგორც ყოველთვის, ვაიმე, ეს რა ქნაო. უეჭველი ჯოჯოხეთში მოხვდებაო. ალბათ ჯონ ლენონის ფანებს შეშურდათ კიდეც, ამბობენ, ისიც მანდ არისო და იმას კი არავინ ფიქრობს, რომ ეს ძია თუ ბიძა საკმაოდ გაბედულად მოიქცა და სულ სხვა რაღაცეებს ხედავდა როცა შეეძლო. 5 წლის ზევით ალბათ ათეისტმაც კი იცის, რომ ჯანდაბას, ღმერთი არ არსებობს, მაგრამ თავის მოკვლა "იქაც" მოგკლავსო. ვერც აქ გაიხარე და არც იქ დაგხვდება თბილი ლოგინი, თუ ზამთარი იქნებაო. ეს უბრალოდ ქვეცნობიერი შიშია, მით უმეტეს ისეთ მასაში, სადაც უმეტესობა თავს დებს მორწმუნეობაზე და რომლის დროშაზეც 5 წითელი ჯვარია.  ასე, რომ ჩემის აზრით თვითმკვლელობაც !!! (ზოგიერთ შემთხვევაში!!!!!) !!! საკმაოდ დასაფასებელი ნაბიჯია. სწორი თუ არასწორი არ ვიცი, კი არადა ვიცი, იმიტომ რომ მართლა არასწორია, მაგრამ გაბედული რომ არის, ამასაც დანახვა უნდა. ბევრ ჩვენგანს რომ არ შეუძლია, იმიტომ რომ "იქაური" სასჯელის ეშინია და არა იმიტომ, რომ ამით ბევრს დავაობლებთ ან ჩვენს ძვირიან ნივთებს წამში გავაუფასურებთ, ესეც ფაქტია.
არც მე ვარ მაგ ბი/ძ(ი)აზე თვალხილული, თუნდაც ამას რომ ვწერ, მაგრამ დღეს ასე ვფიქრობდა იმედია ხვალ თავს არ მოვიკლავ :  )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები