 | ავტორი: ნინა მოირა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 31 აგვისტო, 2010 |
აუf, მე რაღაც გამეხსნა წერის თასმა თუ რაც მოსდით ხოლმე ვინც წერენ. ალბათ ყავის ბრალია, ხუმრობა ხომ არაა, როგორც როზა ბებო იძახის: დღეში ლარ-დვაცეტს რომ ხარჯავ პწიჩკებში, ჯობია სგუშონკა იყიდოო... არ ჰყავდა როზა ბებოს მამა ქართველი და... თითონ ახლა 84 წლის გახდება 13 აპრილს და წითელი ღვინით ხელში კიდევ ერთხელ გადაიხდის მადლობას, მორცხვად გაიღიმებს კბილების (არ)გამო და 2 წუთში იტყვის, ნუ ეწევით ამ ოთახშიო. პოტენციური კიბოიანები, ანუ ჩვენ არ შევიმჩნევთ, ბოლოსდაბოლოს მირავოი პრაზ(დ)ნიკია მთაწმინდაზე. როზა ბებო მაგარი ქალია (მართლა!). სიგარეტს რომ ვუფუილებთ - მიეჩვია... გვიანობამდე რომ გვღვიძავს/გვძინავს - მიეჩვია... ხანდახან 100 გრამზეც არაფერს გვეუბნება და დიდ გაჭირვებაში ფულიც დაუმეტებია 100 + ??? რომ გამოგვსვლოდა, მაგრამ დღემდე უკვირს ერთი რაღაც: კაცო, შეყვარებულს როგორ ვკოცნით?! ანუ, როგორ-ში ტექნიკას არ გულისხმობს. თითონ ფაქტი აოცებს. სამაგიეროდ ყავას ერთად ვსვამთ ხოლმე, მაღაზიაში რომ მივდივართ, მთავრობასაც ერთად ვაკრიტიკებთ ხოლმე და მამაჩემის უცნაურობებზეც ერთად ვიცინით ხოლმე. მაგრამ მაინც: შეყვარებულს როგორ ვკოცნით რააა ... ეეეხ, როზა ბებოოო ...
თქვენც რომ 1988 წელს დაბადებულიყავით, ბარშიც ერთად ვივლიდით, facebook-ში მეგობრებშიც მეყოლებოდით და backstreet boys-ის ფანობაც გამოვლილი გექნებოდათ. მაგრამ არაუშავს, ჩვენ თქვენსავით ვერ შევიყვარებთ შარლ აზნაურს, პუშკინზე არ ვიტირებთ, კოელიო გამხდარა XXI საუკუნის საშა და ალბათ ჩვენც ვერ ვხვდებით რატომ არის გავიოტა დებილი როდრიგოს რომ ეუბნება, არ მიყვარხარო. სამაგიეროდ საერთო გვაქვს კედელი, რომელიც მამაჩემის მამის მამას (ვიცი ერთი სიტყვით რაც ჰქვია მასეთ ნათესავს - რედ) აუშენებია, მაგრამ თხელი თუ რაც ჰქვია მოსვლია და აგერ, მე: მეოთხე თაობა გებოდიშებით მაგაზე, მაგრამ მაინც არ ჩავუწევ დინამიკებს, რამდენიც არ უნდა მიბრახუნოთ მარჯვენა მუშტი (მარცხენა ხომ დღემდე გტკივათ). ხვალამდე როზა ბებო და ბოდიში, რომ ცოტა ნეკროლოგივით გამომივიდა, მარა მიანც ასი წელი არ წაიკითხავთ, თქვენ ხომ ვერ იტანთ კარობკას, მთელი დღე რომ შტერებივით მივჩერებივართ ხოლმე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგია : )) როზა ბებოს მოეწონება კარგია : )) როზა ბებოს მოეწონება
4. აჰმ, იასნო :)
http://www.youtube.com/watch?v=zvmYUsZ6BgQ&feature=related აჰმ, იასნო :)
http://www.youtube.com/watch?v=zvmYUsZ6BgQ&feature=related
2. კბილების (არ)გამო :)):)):)):))
კაი რამეა კბილების (არ)გამო :)):)):)):))
კაი რამეა
1. :D :D ორ თაობას შორის განსხვავება. :))))))))) :D :D ორ თაობას შორის განსხვავება. :)))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|