 | ავტორი: მარიკონა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 11 აპრილი, 2010 |
ეს სანტიაგოს საღამოს მოხდა. თითქოს უეცრად და უნებურად ფარნები ჩაქრა და ჭრიჭინებმა აანთეს ღამე წინანდებურად. ბნელ შესახვევში მისი გულმკერდი მე გავაღვიძე ხელის შევლებით და ძუძუები აყვავდნენ უცებ, ვით იასამნის თეთრი მტევნები. მისმა ხაბარდამ გახამებულმა შიშველი ტანი ვეღარ შეფუთნა და აშრიალდა აბრეშუმივით, თითქოს დასერა ასმა ბებუთმა. დაუფერავნი ვერცხლის სევადით ხეები გახდნენ უფრო მაღლები და ცის შორეულ ჰორიზონტივით მდინარის გაღმა ყეფდნენ ძაღლები. როცა გამოვცდით მყუდრო მაყვლიანს და ყრუ ძეძვნარებს, მე სველ სილაზე გავშალე მისი დამძიმებული და მოელვარე თმების სინაზე. მან შემოიხსნა წელზე სარტყელი და გაიხადა ჭრელი ფარაგი, მე მოვისროლე ამოქარგული ჩემი ჯუბაჩა და იარაღი. არც ვარდის ფურცლებს და არც ნიჟარებს არა აქვთ კანი ისე ნატიფი, და მთვარიანში ისე არ ბრწყინავს განათებული ყვითლად სათიბი. გაელვებული სველი სინათლით და ასხლეტილი ცივი შეხებით, ბადეში გაბმულ კალმახებივით არ მიკარებდნენ მისი ფეხები. იმ დღეს სადაფის თეთრი ფაშატით უბადლო გზებზე _ შეუსვენებლივ, უუზანგებოდ და უაღვიროდ მე ვიჯირითე შმაგი ჭენებით. ნდომაკეთილი ჩვენი გაცნობა მაბამს უსიტყვოდ და უქამანდოდ, და როგორც მამრს და ვაჟკაცს შეჰფერის, არ ვიტყვი იმას, რაც მან გამანდო. როცა კოცნით და სილით მოსვრილი წყლის ნაპირიდან წამოვიყვანე, გზად ძეძვიანის მჭრელი დაშნები ბასრი შეხებით ჩხვლეტდნენ სიღამეს. ვით ნამდვილ ბოშას შეეფერება მე უშურველი ვიყავ მისადმი _ მრეში ატლასის დიდი ზარდახშა ვაჩუქე ერთი _ ხელსაქმისათვის, მაგრამ მე იგი არ შევიყვარე, რადგან პასუხად სიტყვამისაგებს _ არ მითხრა სხვისი ცოლი რომ იყო, როცა მიმყავდა მდინარისაკენ. მთარგმნელი თამაზ ჩხენკელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მე მიყვარს ლორკა ამიტომ ორიანს დაგიწერ! მე მიყვარს ლორკა ამიტომ ორიანს დაგიწერ!
8. ვახ. თარგმანი არ ვიცი რამდენად კარგია, მაგრამ ლექსი ძალიან ლამაზი და რავი. მაგარია. მაგრამ ჯობდა გამომქვეყნებელის ყოფილიყო :) ვახ. თარგმანი არ ვიცი რამდენად კარგია, მაგრამ ლექსი ძალიან ლამაზი და რავი. მაგარია. მაგრამ ჯობდა გამომქვეყნებელის ყოფილიყო :)
7. გენიალური//// გენიალური////
6. გენიალური//// გენიალური////
3. უკომენტაროდ!
ძალიან მაგარია
ვისიამოვნე :-* უკომენტაროდ!
ძალიან მაგარია
ვისიამოვნე :-*
2. ლექსიც ლამაზი და თარგმანიც ფანტასტიური! :) ლექსიც ლამაზი და თარგმანიც ფანტასტიური! :)
1. ძალიან მიყვარს ფედერიკო გარსია ლორკას შემოქმედება! თამაზ ჩხენკელი კიდე უძლიერესი მთარგმნელია! ძალიან მიყვარს ფედერიკო გარსია ლორკას შემოქმედება! თამაზ ჩხენკელი კიდე უძლიერესი მთარგმნელია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|