წვიმიან ღრუბელს ვეფარე მძიმეს და წვიმისფერსავე, ავდექი, გამოვეპარე, შენთან მოვედი, კესანე.
მე მზის სხივი ვარ, სხივები ყველგან სიკეთეს თესავენ, ცაზე გავაბი სიმები, შენ რაღას შვრები, კესანე?
ენძელა - იის დაიკო, მეფერა, მეალერსა მე, შენ კი რა მოგდის, რა იყო, რატომღა არ მომესალმე?
ნუ დარდობ, ღრუბლების ფარას ცაზე ქარები მწყემსავენ, წვიმისგან მე დაგიფარავ, ნუ გეშინია, კესანე.
ჩემი ძმობილი სხივები შორს ცისარტყელას კემსავენ, გაქრება წვიმის მძივები, მათაც სხივები შესვამენ.
გამოიდარებს სულ მალე, ხვალე კი არა, დღესავე, შენც ნუღარა ხარ მდუმარე, ჩემო ლურჯთვალა კესანე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
39. სულ მე მგავს ხასიათით ეს კესანე, ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს ეს ჩემი მტის ყვავილი და ამ ლექსზეც ვგიჟდები . მადლობა თქვენ ასეთი ლამაზი პოეზიით რომ გვანებივრებთოოოოო! <3
სულ მე მგავს ხასიათით ეს კესანე, ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს ეს ჩემი მტის ყვავილი და ამ ლექსზეც ვგიჟდები . მადლობა თქვენ ასეთი ლამაზი პოეზიით რომ გვანებივრებთოოოოო! <3
38. საოცარი ლექსია ... საოცარი სიმღეაც დაიწერა ამ ლექსზე, მადლობა, ბატონო გივი 555555555555555555
საოცარი ლექსია ... საოცარი სიმღეაც დაიწერა ამ ლექსზე, მადლობა, ბატონო გივი 555555555555555555
37. არ ვიცი ან სადმე მაქვს წაკითხული ან მგონია, რომ ვიცოდი... ჩავაკესანეეეეეეეე :) :) :) არ ვიცი ან სადმე მაქვს წაკითხული ან მგონია, რომ ვიცოდი... ჩავაკესანეეეეეეეე :) :) :)
36. ამ ლექსს უნდა მღეროდნენ:)დზალიან მელოდიური და სასიამოვნოა ამ ლექსს უნდა მღეროდნენ:)დზალიან მელოდიური და სასიამოვნოა
35. ძალიან ძალიან ლამაზი და მელოდიურია. კესანებს წააგავს ჰაეროვნებით :) ძალიან ძალიან ლამაზი და მელოდიურია. კესანებს წააგავს ჰაეროვნებით :)
34. წყალივით მიდის!
5! წყალივით მიდის!
5!
33. მსუბუქი, მელოდიური ლექსები გაქვთ. 5555 მსუბუქი, მელოდიური ლექსები გაქვთ. 5555
32. კარგი ლექსია, მიყვარს კესანები :) კარგი ლექსია, მიყვარს კესანები :)
31. ვაიმე, რა საყვარელი ლექსია...;;) გაიხარეთ!.. თანაც სულ რაკ-რაკით ჩავიკითხე!... 5 აქ და კეთილი სურვილები... :) ვაიმე, რა საყვარელი ლექსია...;;) გაიხარეთ!.. თანაც სულ რაკ-რაკით ჩავიკითხე!... 5 აქ და კეთილი სურვილები... :)
30. საყვარელი და ლამაზი ლექსი : )) გაიხარეთ.. საყვარელი და ლამაზი ლექსი : )) გაიხარეთ..
29. რა ლამაზი ლექსია...:) რა ლამაზი ლექსია...:)
27. ულამაზესი ლექსია! :) ულამაზესი ლექსია! :)
26. არის განსხვავება ლეონიძისეული "კესანესაგან". თან აშკარად თვალშისაცემად!!! არ ღირს ამდენი კამათი აქ. უბრალოდ ვთქვათ, რომ არის ძალიან ლამაზი და თბილი ლექსი მშვენიერი ავტორის მიერ შესრულებული!!! ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!! არის განსხვავება ლეონიძისეული "კესანესაგან". თან აშკარად თვალშისაცემად!!! არ ღირს ამდენი კამათი აქ. უბრალოდ ვთქვათ, რომ არის ძალიან ლამაზი და თბილი ლექსი მშვენიერი ავტორის მიერ შესრულებული!!! ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!!
25. რა ამბები დატრიალებულა აქ!
პირველ რიგში, ქალბატონო თამარ, დიდი მადლობა თქვენ გამოსარჩლებისათვის.
ქალბატონო ნინო! ეს ლექსი დიდი ხნის წინათ დავწერე და საბავშვო ნაწარმოებების კრებულში მაქვს შეტანილი. იქ მას "სხივი და კესანე" ჰქვია. რამდენჯერმე დაიბეჭდა საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში. დევს ლიტ. გე-სა და ლიბ. გე-ზე, როგორც საბავშვო ნაწარმოები, თუმცა შეიძლება ჩვეულებრივ, ლირიკულ ლექსადაც აღიქვას მკითხველმა და კესანე ნაზ, მოწყენილ და სევდიან ქალად წარმოიდგინოს. სხვათა შორის, ხშირად წარმოვიდგენ ქალებს ყვავილებად. როცა ლიტერატურა.გე-სა და ურეკზე თქვენი ფოტო ვნახე, ღია ვარდისფერი სათოვლია (კოლშიკუმ) დამიდგა თვალწინ, ზოგჯერ უდროულასაც რომ ეძახიან (ისე უდროო შენიშვნები კი იცით). დიახ, რამდენჯერმე დაიბეჭდა ეს ლექსი და არცერთ რედაქტორს და მკითხველს არ დაბადებია აქამდე თქვენი აზრის მსგავსი მის შესახებ. სხვათა შორის, ლიტერატურა.გე-ზე თქვენც დადებითად გაქვთ შეაფასებული ეს ლექსი სხვებთან ერთად, მაშინ არ ჩაგითვლიათ "მეორეულ" ნაწარმოებად. გიორგი ლეონიძის ლექსი ალეგორიულია და ეძღვნება დედა სამშობლოს მოწყვეტილ საინგილოს, სევდა რომ დაუფლებია. პოეტი აიმედებს მას, რომ კიდევ ნახავს მრავალჯერ და მუდამ ეყვარება. ჩემს ლექსში კი მოწყენილი ყვავილია წარმოდგენილი, რომელსაც მზის სხივი ათბობს და ეალერსება. არც განწყობა ახლავს გიორგი ლეონიძის ლექსის და არც არსად განმეორებულა მისი ლექსის რითმა (სხვათა შორის ჩემს ლექსს თავიდან ბოლომდე ერთი რითმა მიჰყვება). კესანე (იგივე ცისანა) ყველგანაა გავრცელებული, განსაკუთრებით ბევრია ზემო იმერეთში, სადაც ნახულმა სურათმა მისცა დასაბამი ჩემს ლექსს. მას უცნაური თვისება აქვს, ღრუბლიან და ქარიან ამინდში მოიწყენს ხოლმე, ის პატარა ყვავილები თითქოს თვალებს ხუჭავენ, მზის გამონათებისას კი ისევ ახელენ. სწორედ ეს თვისებაა ნაჩვენები ამ ლექსით. მე ჩემს ნაწარმოებს ვწერდი და გოგლას პატრიოტული ნაწარმოების არსებობაც არ მახსოვდა მაშინ. თქვენ კი წერთ, რომ თითქოს მე "მეორეული" ტექსტი შევქმენი. კესანეზე, როგორც უკვე მოგახსენეს, სხვა ავტორებსაც აქვთ ლექსები. ისინიც "მეორეული" ტექსტებია? ერთსა და იმავე საგანზე, მოვლენაზე, თუნდაც ყვავილზე სხვადასხვა ავტორის ლექსი არ გინახავთ? ნუთუ ჩემს ლექსში ამჯერად ვერაფერი დაინახეთ ღირებული, წაკითხვისთანავე რომ კრიტიკულად განეწყვეთ. რატომ არ გამოთქვით თქვენი შენიშვნა მაშინ, როცა ეს ლექსი ლიტერატურა.გე-ზე წაიკითხეთ? ხომ არ გამოიწვია ეს იმან, რომ მე ცოტა ხნის წინათ ერთი-ორი შენიშვნა გავაკეთე თქვენს ზედმეტად კრიტიკულ დამოკიდებულებაზე ჩემი კი არა, სხვა ავტორების ნაწარმოებების მიმართ?
შენიშნული მაქვს, ზოგჯერ თუ კარგი ლექსი, მითუმეტეს, კარგად გარითმული შეგხვდებათ, რაღაც ნაკლი უნდა გამოუძებნოთ, ასე მოექეცით ჩემს "ზამთრისპირსაც", როცა ყველამ მოიწონა, თქვენ ვერსიფიკაციულ ვარჯიშად ჩათვალეთ. ერთი ჩემი ლექსი, რომელიც აქაც მიდევს, ლიტ.გე-ზე -3-თ შეაფასეთ. -1 ნიშნავს "ცუდს", -2 "ძალიან ცუდს", -3 კი, ალბათ, "ძალიან ცუდზე ცუდია". ნუთუ მართლა "ძალიან ცუდზე ცუდია" ეს ლექსი?
* * * ამ ყოველდღიური ქაოსის მიღმა როცა გაკრთება ჩემი ნატვრანი, როცა ბილიკზე ქრება ნაპრალი, მშვიდად მოვიცილებ სევდიან ნიღაბს და უცხო სხივებს შევავლებ მზერას. მერე კი შენს შველას გამოვთხოვ ზენას, შენზე ძვირფასი რაღა მებადოს? რადგან დილიდან დაღამებამდე, როდესაც შენს ყოფას ვუცქერ და ვზვერავ, წუხილით მავსებს შენი იერი... ღვთის ფიქრითა თრთის დასალიერი, მინდა, რომ ვუჭვრეტდე სამყაროს უვრცესს და შენს ნისლებზე ხშირად ვაფენდე ამ ჩემი სულის ნათელ ნაფლეთებს, ვით მიწას - ატმის ხე ყვავილის ფურცლებს.
გულწრფელად მომწონს თქვენი საქმიანობა ლიტერატურულ საიტებზე, ნამდვილად აცოცხლებთ აქაურობას, მაგრამ ხანდახან ზედმეტად კრიტიკული ხართ და უადგილო შენიშვნებს გამოთქვამთ ხოლმე, ძვირფასო სათოვლია (აჰა, თქვენ კიდევ ერთი ნიკი).
თქვენ რომ კიდევ არ აგერიოთ, ისევ ვუბრუნებ ჩემს ლექსს წინანდელ სათაურს.
რა ამბები დატრიალებულა აქ!

24. zalian zalian kargia! +2 :) zalian zalian kargia! +2 :)
23. უი, ველისციხელიც შენ ხარ, ნინო? მაბნევს ეს ამდენი სხვადასხვა ნიკი და მომკალი, თუ გინდა! :))))))) უი, ველისციხელიც შენ ხარ, ნინო? მაბნევს ეს ამდენი სხვადასხვა ნიკი და მომკალი, თუ გინდა! :)))))))
22. თამარ საყვარელო! წერას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ არც მკითხველს უნდა ეკრძალებოდეს გულწრფელი აზრის გამოთქმა. ლექსს როდი ვიწუნებ, მაგრამ არსებობს პირველადი ტექსტი- გოგლასი , იმავე რიტმული საზომით, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ გოგლას პირველადი ლექსი რვამარცვლედის რიტმული ვარიაციების კომბინირებით არის შექმნილი, აქ წარმოდგენილში კი ტრადიციული რვამარცვლედი მეორდება ინერციით, განწყობაც ინერციით არის გამოყოლილი.
თამარ საყვარელო! წერას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ არც მკითხველს უნდა ეკრძალებოდეს გულწრფელი აზრის გამოთქმა. ლექსს როდი ვიწუნებ, მაგრამ არსებობს პირველადი ტექსტი- გოგლასი , იმავე რიტმული საზომით, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ გოგლას პირველადი ლექსი რვამარცვლედის რიტმული ვარიაციების კომბინირებით არის შექმნილი, აქ წარმოდგენილში კი ტრადიციული რვამარცვლედი მეორდება ინერციით, განწყობაც ინერციით არის გამოყოლილი.
21. დებორა, მასე, "კესანები" თეა თაბაგარმაც დაწერა... და ვარდებზე რამდენ პოეტს აქვს დაწერილი? ან იებზე? თბილისზე უამრავი ლექსია დაწერილი და... სხვებს ავუკრძალოთ წერა? გოგლა ლეონიძის ლექსი არანაირად არ ჰგავს ბ-ნი გივის ლექსს, თუ არა იმით, რომ, ორივე კესანებზეა დაწერილი. მაპატიეთ ეს შემოჭრა, მაგრამ... ეს არაა ლექსის დაწუნების მიზეზი. :))))) დებორა, მასე, "კესანები" თეა თაბაგარმაც დაწერა... და ვარდებზე რამდენ პოეტს აქვს დაწერილი? ან იებზე? თბილისზე უამრავი ლექსია დაწერილი და... სხვებს ავუკრძალოთ წერა? გოგლა ლეონიძის ლექსი არანაირად არ ჰგავს ბ-ნი გივის ლექსს, თუ არა იმით, რომ, ორივე კესანებზეა დაწერილი. მაპატიეთ ეს შემოჭრა, მაგრამ... ეს არაა ლექსის დაწუნების მიზეზი. :)))))
20. გიორგი ლეონიძე
კესანე - - - - - -
კესანე, შენი კვნესამე, სევდა შეგატყვე კილოში, _ პატარა, მორცხვო ყვავილო, გაზრდილო საინგილოში.
რომ ერთად არ ვართ, კესანე, მისთვის შემომკვნესარებ...
პატარა, მომცრო ყვავილო,\\\' ცრემლებით ამოყვანილო, მოდი და ერთად ვიმღეროთ ის ჩვენი ტკბილი «ალილო».
მკერდს მომეყრდენი, კესანე, შენთვის სიყვარულს ვკვესავ მე... მაფრქვიე შენი სურნელი, ვარ მარად შენი მსურველი, შენი ამბორის მწყურნები...
ნუ გეშინიან სიობლის, მე არ დაგტოვებ, კესანე... კიდევაც გნახავ მრავალჯერ, მეორედაც და მესამედ... კესანევ, შენი კვნესამე, შენთვის სიყვარულს ვკვესავ მე. გიორგი ლეონიძე
კესანე - - - - - -
კესანე, შენი კვნესამე, სევდა შეგატყვე კილოში, _ პატარა, მორცხვო ყვავილო, გაზრდილო საინგილოში.
რომ ერთად არ ვართ, კესანე, მისთვის შემომკვნესარებ...
პატარა, მომცრო ყვავილო,\\\` ცრემლებით ამოყვანილო, მოდი და ერთად ვიმღეროთ ის ჩვენი ტკბილი «ალილო».
მკერდს მომეყრდენი, კესანე, შენთვის სიყვარულს ვკვესავ მე... მაფრქვიე შენი სურნელი, ვარ მარად შენი მსურველი, შენი ამბორის მწყურნები...
ნუ გეშინიან სიობლის, მე არ დაგტოვებ, კესანე... კიდევაც გნახავ მრავალჯერ, მეორედაც და მესამედ... კესანევ, შენი კვნესამე, შენთვის სიყვარულს ვკვესავ მე.
19. მეორეული ტექსტია. გოგლამ დაასწრო ავტორს მეორეული ტექსტია. გოგლამ დაასწრო ავტორს
18. გაიხარეთ. ია-ია, გმადლობ იებისათვის. კესანე, გმადლობ კესანებისათვის. ყველას დიდი მადლობა მოწონებისა და ღიმილისათვის. ადრე დაწერილი ლექსია, გაზაფხულის გამო დავდე აქ. გაიხარეთ. ია-ია, გმადლობ იებისათვის. კესანე, გმადლობ კესანებისათვის. ყველას დიდი მადლობა მოწონებისა და ღიმილისათვის. ადრე დაწერილი ლექსია, გაზაფხულის გამო დავდე აქ.
17. ლამაზია:) ................... ლამაზია:) ...................
16. ვაიიიი, როგორ მომეწონა! საღიღინო ლექსია! 5 ვაიიიი, როგორ მომეწონა! საღიღინო ლექსია! 5
15. აი ამას ქვია მელოდიური და ჩასარაკრაკებელი :) უსაყვარლესი ლექსი, ულამაზესი ყვავილია და სიმღერაზეც ვგიჟდები :) აი ამას ქვია მელოდიური და ჩასარაკრაკებელი :) უსაყვარლესი ლექსი, ულამაზესი ყვავილია და სიმღერაზეც ვგიჟდები :)
14. ძალიან ლამაზი ლექსია... თან ჩემი სეხნიაა და მით უფრო მომწონს... ჩემი ბაღის მილიონ კესანეს დავტოვებ აქ, მოუხდება... ძალიან ლამაზი ლექსია... თან ჩემი სეხნიაა და მით უფრო მომწონს... ჩემი ბაღის მილიონ კესანეს დავტოვებ აქ, მოუხდება...
13. ძალიან მშვიდი და ლამაზი ლექსია. ნაზიც კიდევ, ხო :) ძალიან მშვიდი და ლამაზი ლექსია. ნაზიც კიდევ, ხო :)
12. ნუ დარდობ, ღრუბლების ფარას ცაზე ქარები მწყემსავენ, წვიმისგან მე დაგიფარავ, ნუ გეშინია, კესანე. რა კარგია...555555555 ნუ დარდობ, ღრუბლების ფარას ცაზე ქარები მწყემსავენ, წვიმისგან მე დაგიფარავ, ნუ გეშინია, კესანე. რა კარგია...555555555
11. შორით თავს გიხრი და შორით გესალმები გზებზე გაგიკიდებ ანთებულ ჭრილობებს, შენგან ნაჩუქარი ცისფერი კესანები სულში ამოდიან და თიანთინობენ.
თუ უზენაესი გამჩენის ცრემლი ხარ დილით მითხარი რომ მელი ცოდვიანს, ო, რა კარგი ხარ, რა მშვენიერი ხარ, შენს ცისფერ ბალადინებს რა ტანჯვა სცოდნია.
ჭადრის ხეებზე სხედან ჩიტები, ნატვრის თვალისა გინდა მიგნება, ყველაზე მეტად დღეს მე მჭირდები, ხვალ ჩემი ძვალიც აღარ იქნება.
შორით თავს გიხრი და შორით გესალმები...
გამახსენდა...მიყვარს ეს სიმღერა...
ლექსს--- 555555555.............. შორით თავს გიხრი და შორით გესალმები გზებზე გაგიკიდებ ანთებულ ჭრილობებს, შენგან ნაჩუქარი ცისფერი კესანები სულში ამოდიან და თიანთინობენ.
თუ უზენაესი გამჩენის ცრემლი ხარ დილით მითხარი რომ მელი ცოდვიანს, ო, რა კარგი ხარ, რა მშვენიერი ხარ, შენს ცისფერ ბალადინებს რა ტანჯვა სცოდნია.
ჭადრის ხეებზე სხედან ჩიტები, ნატვრის თვალისა გინდა მიგნება, ყველაზე მეტად დღეს მე მჭირდები, ხვალ ჩემი ძვალიც აღარ იქნება.
შორით თავს გიხრი და შორით გესალმები...
გამახსენდა...მიყვარს ეს სიმღერა...
ლექსს--- 555555555..............
10. magari...
gaixaret...!
5(+) magari...
gaixaret...!
5(+)
9. ''კესანე, შენი კვნესამე, სევდა შეგატყე კილოში, პატარა, მომცრო ყვავილო, გაზრდილო საინგილოში'' . გოგლა. ``კესანე, შენი კვნესამე, სევდა შეგატყე კილოში, პატარა, მომცრო ყვავილო, გაზრდილო საინგილოში`` . გოგლა.
8. ჩემი უსაყვარლესი ყვავილი-მუზაა კესანე;;) თქვენი ლექსი კი, მშვენიერი, საამო განწყობის. ჩემი უსაყვარლესი ყვავილი-მუზაა კესანე;;) თქვენი ლექსი კი, მშვენიერი, საამო განწყობის.
7. როგორი კეთილი და თბილია!! მელოდიურია,როგორც თქვენი სხვა ლექსები:) ძალიან მომეწონა : ) როგორი კეთილი და თბილია!! მელოდიურია,როგორც თქვენი სხვა ლექსები:) ძალიან მომეწონა : )
6. მე მზის სხივი ვარ, სხივები ყველგან სიკეთეს თესავენ, ცაზე გავაბი სიმები, შენ რაღას შვრები, კესანე?
საყვარელი ლექსია! :) მე მზის სხივი ვარ, სხივები ყველგან სიკეთეს თესავენ, ცაზე გავაბი სიმები, შენ რაღას შვრები, კესანე?
საყვარელი ლექსია! :)
5. ჰო მართლა,ჰაეროვანია და ძალიან მომეწონა.... ორი ასეთივე ჰაეროვანი ლურსმანი დავტოვე :) ჰო მართლა,ჰაეროვანია და ძალიან მომეწონა.... ორი ასეთივე ჰაეროვანი ლურსმანი დავტოვე :)
4. მსუბუქი, გამჭვირვალე
მომწონს ასეთები ;;) მსუბუქი, გამჭვირვალე
მომწონს ასეთები ;;)
3. "ნუ დარდობ, ღრუბლების ფარას ცაზე ქარები მწყემსავენ, წვიმისგან მე დაგიფარავ, ნუ გეშინია, კესანე." ლამაზი, ხალასი და ჰაეროვანი ლექსია! :) 5 "ნუ დარდობ, ღრუბლების ფარას ცაზე ქარები მწყემსავენ, წვიმისგან მე დაგიფარავ, ნუ გეშინია, კესანე." ლამაზი, ხალასი და ჰაეროვანი ლექსია! :) 5
2. 5555 ლაკონური ლექსია, ფაქიზი ხელრთვით სესრულებული! 5555 ლაკონური ლექსია, ფაქიზი ხელრთვით სესრულებული!
1. ჩემი ძმობილი სხივები შორს ცისარტყელას კემსავენ, გაქრება წვიმის მძივები, მათაც სხივები შესვამენ.
გამოიდარებს სულ მალე, ხვალე კი არა, დღესავე, შენც ნუღარა ხარ მდუმარე, ჩემო ლურჯთვალა კესანე.
კესანე... :) ეხლა მოვა კესანე და უამრავ კესანებს მოგართმეევს :) მე კი მანამდე იებს გიტოვეებ :) ჩემი ძმობილი სხივები შორს ცისარტყელას კემსავენ, გაქრება წვიმის მძივები, მათაც სხივები შესვამენ.
გამოიდარებს სულ მალე, ხვალე კი არა, დღესავე, შენც ნუღარა ხარ მდუმარე, ჩემო ლურჯთვალა კესანე.
კესანე... :) ეხლა მოვა კესანე და უამრავ კესანებს მოგართმეევს :) მე კი მანამდე იებს გიტოვეებ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|