ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პუშკინ.
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2010


დასასრული

გამოაქვეყნე ხავსიანი ხელები ჩემი შუბლის კოლიდორებზე .
დამიმტკიცე, რომ სიცხე მაქვს .
ჩამომაგლიჯე პროფილის ფარდა ჭუჭყიანი,წარმოუდგენელი
თანაც რეალური .
გადამიკითხე ხანში შესული ფრაზები
რომლის ფურცლებიც სარეცხის თოკზე იწურებიან !
ოფლში გაწურული სხეულებით ვეკროდით ერთმანეთს
და ვზეიმობდით ჭეშმარიტ სიშიშვლეს
მანამდე სანამ ჩვენი ტვინის უჯრედები ორად არ გაიყო .
გიხსენებ, ღრმად მოხუცებული ოკეანის სიღრმიდან
ვიცი დღემდე ელოდები, როდის  მოგიტანს ქარი სიტყვებით შეკერილ ფურცლებს ...
გაისწორე ფრთები ჩემი სულის ოკეანეზე.
ჩვენი გრძნობები გემებივით გაუჩინარდნენ .

თვლემდა სიკვდილამდე უსასრულობა !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები