ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Anny
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 მაისი, 2010


ჩვენ(ც)

  აი უკვე მერამდენედ,არაფრისმთქმელი თვალებით ვუყურებთ,როგორ შორდება ნახევრად ჩამწვარი სხეულიდან ,მკვდარი ეპიდერმისის გროვა.უკვე მერამდენედ,მორიგეობით ვსუნთქავთ ამ სხეულიდან გამოსულ მოლეკულებს,ველოდებით როდის ჩაივლის თითოეულ ალვეოლს,რომ მერე  მოვაგროვოთ და ერთიანად ამოვისუნთქოთ,როგორც სული და ვუყუროთ როგორ შეუერთდება უკვე ჰაერის საკუთრებად ქცეულ თავის ნაწილებს...
    მე ყოველი ღერის მოწევის შემდეგ მიჩნდება შეგრძნება,რომ მორიგი მკვლელობა ჩავიდინე,მაგრამ მაინც აუღელვებლად განვაგრძობ სერიული მკვლელობების ციკლს.შენ გაუთავებლად იმეორებ,რომ ჩვენ ეს გვჭირდება, ეს ჩვენი ცხოვრების წესია,რომელიც რიტუალად ვიქციეთ...თანდათან გიხშირდება სუნთქვა და ჰყვება გულის მოძრაობას,ჩვენ ვსუნთქავთ ერთმანეთიდან ამოსულ სულებს და უფრო და უფრო მეტად ვგრძნობთ ერთმანეთს...და აი ახლაც უკანასკნელი ღერი მივაბარეთ საფერფლეს,
და რაა მერე? ვითომ იცვლება ამით რამე?






პ.ს ჩემს ერთადერთ ქმარს აპათიას!:))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები