ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2010


მემ

დავშენდეთ, წამოდით წვიმებზე დავშენდეთ
და მერე შევავსოთ სიმთვრალე ტეკილით,
იცით?! რომ აპრილის მოგართვით ავშანი
მემ, ასე უბრალოდ და თქვენ კი თაკილობთ.

გუბეებს ჩახედეთ, მიხილავთ ცილინდრით,
ან კიდევ მოვწყდები ღამეებს წიწვიდან,
დრო გადის მხოლოდ და ცილისწამების - დრო...
იქნებდა როგორმე ზეციდან მიწვდიდეთ

სხივს. მერე წავიდეთ, წვიმებზე დავშენდეთ
და მერე შევავსოთ სიმთვრალე ტეკილით,
მემ, იცით?! აპრილის მოგართვით ავშანი,
სიყვარულს დაგპირდით, თუმცა თქვენ თაკილობთ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები