ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2010


* * *

სხივებდაფენილ სარკმელთან დგახარ
და სევდა გახლავს კვლავინდებურად,
ხოლო უფრო შორს, მზის დასავალთან
მდუმარე მთები გარინდებულან.
შორი სიჩუმე სმენას მოწვდება,
გაიკვალება ცაზე ბილიკი,
რა ძლიერა ჰგავს შენი მოწყენა
მთების სიმშვიდეს, ანუ პირიქით.
ციაგებს ჩემი მზერის წინაშე,
ვით ჩამავალი მზის სხივი თოვლზე,
შენი აჩრდილი სარკმლის მინაში
გარინდებული ქედების ფონზე.
ვცდილობ, ამ ხილვას ხელი შევახო
და თან ვკითხულობ დარდების თმენით:
დღეს რომელი ხართ ჩემს გულთან ახლო,
შენ თუ ის შორი, მდუმარე მთები?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები