ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კოლხიდელი1987
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 აპრილი, 2010


  ჩამოტვირთვა

(მთის მოტივებზე)

ვაჟო სადა ხარ?



ვაჟო სადა ხარ, გულისავ,
რატომ არ გამამაისებ?
შენ ოღონდ სადმე გამოჩნდი,
ალად აგინთებ აისებს...
გულის ჭრილობა გამეხსნა,
მალამო უნდა ნაისრევს...
რომელ ყვავილთან მღალატობ?_
ეჭვები ხრავენ ნაფიქრევს...
ხან სულ გივიწყებ დამზრალი,
ხან ვნება შენკენ მამიქნევს...
იასამნებმაც იფეთქეს...
კვირტებად დასკდა ატმის ხე...
მოდი და ფრთხილად შემეხე,
ჩუმად შემიხსენ საკინძე...
ჯერ მკერდს მიბნიე, მერე კი
ატმის ფურცლებად ამკინძე...

ია-ია
.............................................................................

ია-იას

აქა ვარ, ქალავ სულისავ,
ქალაქს ვაგდივარ ბეჩავი.
ყოილო სიყვარულისავ,
გაიშლებოდე ნეტავი...
იხარე ვარდო გულისავ,
იყავ მარადის ნეტარი!!!

კოლხიდელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს