ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა რეხვიაშვილი
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2010


ჩემი მეგობარი ელენეს მეგობარი შაკოს მეგობარი გივი

                                                                              ვუძღვნი(ვჩუქნი) მარიენს
__ლუდი გიყვარს?
__რა ვიცი,აბა...
__როგორ, რა იცი,ან გიყვარს,ან - არა!__უკვირს გივის.
__მიყვარს,ოღონდ ცოტა.__ ვამბობ მე და ვფიქრობ,რომ ახლადგაცნობილ გოგოსთან სასაუბროდ არც ისე კარგი თემაა ლუდის სიყვარული.
__არა, ისე, ლუდი ვისაც არ უყვარს, მაგარი გოიმია...იცი,რას ასწორებს ღამით სასაფლაოზე ხოშიანი ლუდი?!
__შენ რა, ღამით სასაფლაოზე დადიხარ და ლუდს სვამ?__ მიკვირს მე და ოდნავ ვუჩქარებ ნაბიჯს, რომ შაკოს და ელენეს დავეწიო. შაკო და ელენე შეყვარებულები არიან. ელენე ჩემი მეგობარია, ხოდა, ახლა ყველაზე მეტად მინდა ელენეს გვერდით სიარული.
__ხო, ხანდახან მივდივართ ხოლმე ბიჭები და ვსვამთ, ადრენალინია რა... აი, მაგალითად, რისი გეშინია შენ ყველაზე მეტად?__ გივიმაც აუჩქარა ჩემთან ერთად ნაბიჯს.
__გველების.
__ხოდა, წარმოიდგინე ახლა, რომ გველები იყოს ბევრი და შენ ლუდით ხელში მიდიხარ და არ იმჩნევ რა... ვითომ, არ გაინტერესებს, რომ გველების გეშინია რა, არადა გულში ხომ მაინც გეშინია... აი,ეგ არის ადრენალინი რა!_ წარმოიდგინე?
__ვერა!__ დიდი უცნაური ვინმეა ეს გივი... გაგონილა, ახალგაცნობილ გოგოს გველებზე და სასაფლაოებზე ელაპარაკო?!- ვფიქრობ მე. შაკო და ელენე ჩახუტებულები მიდიან წინ და ვნანობ, რომ ელეს წამოყოლაზე დავთანხმდი...
__ისე, ეშმაკების და ჭინკების გჯერა?__ მეკითხება, ვითომც, აქ არაფერიო.
__აუ, ამ ღამე ეშმაკებზე ნუ მელაპარაკები რა, გთხოვ!
__გეშინია?
__არაა...
__თუ არ გეშინია, მითხარი გჯერა, თუ - არა?
__არა! ისინიკიდევ სად გარბიან?__ ნამეტანი წინ წავიდნენ შაკო და ელენე.
    საერთოდაც არ აღელვებს გივის ეს ამბავი,__
__როგორ არ გჯერა?! აი, ერთხელ ჩემს მეგობარს, ოცდახუთი წლისაა რა... არა, ოცდახუთის ახლაა, თორე მაშინ ოცის იქნებოდა, ფული არ ქონდა, საერთოდ არ ქონდა რა...
__ახლა არ მითხრა, ეშმაკების ბრალი იყოო...__ ამასთან ლაპარაკის ყოველგვარსურვილდაკარგულს რაც შეიძლება მალე მომინდა სახლში წასვლა.
__არა, მაცადე... მოკლედ, მაგრად უჭირდა რა და  ერთხელაც დაესიზმრა ჭინკა, წითელი ჭინკა რა... ხოოდა, სანამ ეს ჭინკა დაესიზმრებოდა, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ამ ჩემს მეგობარს საცოლე ყავდა რა და ერთი ძმა, დედაც ყავდა და ნათესავებიც... ხოოდა, მოკლედ, ამ ჭინკამ უთხრა, გამდიდრდებიო, ოღონდ, ამ ფურცელს ამ ლურსმნით უნდა მოაწერო ხელიო და მიაწოდა ლურსმანი...
    მეშინია ასეთი რაღაცების, მაგრამ არ ვიმჩნევ და ვცდილობ გაცინებას,__
__წითელი, ლურსმნიანი ჭინკების არ მჯერა ნამდვილად!
__დას ვფიცავარ, მართლა ეგრე იყო, დამამთავრებინე! მოკლედ, იღვიძებს რა ეს ჩემი ძმაკაცი და ხელში მართლა არ უჭირავს ეს ფურცელი და ლურსმანი?! მოკლედ, მაგრად დაფრთხა რა ისიც... ("ც" ალბათ ჩემს სახეზე ამოკითხულმა განჩვიფრებამ ათქმევინა) ნუ, არც ამას სჯეროდა ჭინკების და ეგეთი რამეების და ერთი ამისიცო,_  თქვა და ლურსმნით დახვრიტა ეს ფურცელი... ეგ დღე იყო და ეგ,__ მეორე დღიდან მაგარი მაყუთა გახდა, ცურავდა ფულში, თავიდან თვითონაც უკვირდა, მერე _აღარ, მგრამ საცოლეც დაკარგა, ძმაც, დედაც და ვაფშე ყველა რა...
__სად დაკარგა?__ და მივხვდი, რომ არ უნდა მეკითხა.
__მოკვდნენ რა...
__მოკვდნენ არა, დაიხოცნენ!_ ვთქვი კარგა გვარიანად შეშინებულმა,_ მოდი,შენ დაეწიე იმათ, მე ავალ აქედან სახლში.
__წამო, წამო, აგაცილებ,__ მეუბნება გულწრფელად.
__არაა.. იყოს, არ მინდა, აქ გავიზარდე, არ მეშინია!_ მივაყარე მე.
__ლუდი დავლიოთ, არ გინდა?
__არაა, სხვა დროს იყოს, დედაჩემი ინერვიულებდა უკვე... ელეს უთხარი დაგირეკავსთქო,__ და ავუყევი ღმართს.
__კარგი, სხვა დროს იყოს!_ მომაძახა იმან.
__ხო, ხო...__ დროდადრო ვიყურები უკან, ემანდ, ისევ გივი არ მოდიოდეს-მეთქი. ქოშინით ავათავე აღმართი და ჩემს ჩაბნელებულ თაღს მივადექი.  ვაითუ,ლურსმნიანი წითელი ჭინკა იყოს-მეთქი,_ გავიფიქრე... მიშველე, ღმერთო! თვალები დავხუჭე, თვალისდახამხამებაში გავირბინე თაღში და დაუკაკუნებლად შევარდი სახლში. შეხტა დედა.
__რა გჭირს? გამიხეთქე გული!
__მე უფრო გამიხეთქეს...
  დედა გაკვირვებული მიყურებს.
  ხუთ წუთში უკვე საწოლში ვწევარ და ვცდილობ, ჩამეძინოს, მაგრამ არ გამომდის. ოდნავ მიმელულა თვალები და აყვირდა ჩემი მობილური,_მესიჯი იყო,__
            __MIXVEDI??? GIVI.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები