ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2010


დამპირდი

ქოთანში სადც ჩემი მეგობრისთვალებისფერი ყვავილი მომიკვდა
მე სახლი ჩავთესე და მზეს მივუდგი რაფაზე...
უჯრედებს რომლებიც ფანჯრებად უნდა დაიბადონ
ყოველდღე სიზმრიდან გამოყოლილი მზის სხივებით ვრწყავ...
ოთახს სადაც შენ უნდა გეძინოს ჭერი არააქვს და ყოველ ღამე
ხედავ ფეხისგულებს რომლბიც ცაზე ნაოჭებს ტოვებენ...
მე ისვე ვხვდები ყოველ პარასკვეს კაცს ფერადი ყვავილებით,
გზის იმ მონაკვეთში სადაც ჩვენი ნაფეხურები ერთმანეთს შლიან
ის მიდის თავისი უკვე შემოსაზღვრული ნახევარ სამყაროსკენ
რომ კიდევ ერთი ყვავილი ჩაუშვას მიწისფერ ზღვაში
და დაშლილი სხეულიდან თითქმის ყველა ნაწილი
ღერეოებში და ფოთლებში ჩაკეტოს..
ამ ყვავილებისგან მერე ის სურნელოვან ჩაის აკეთებს
რომელსაც საოცრად ნაცნობი ხელების ფერი და
უსაყვარლესი თმის სურნელი აქვს ...
და ისიც ოთხშაბათივით ლურჯ ფინჯანში სვამს
მონატრებასავით ნელთბილ მარტოობას...
დამპირდი...
როცა მე შემოვისაზღვრები და ზემოდან მწვანე პლედს დავიფარებ
ყურის ქვემოთ ,ყელზე ციფერი ძარღვის გასწვრივ
სამი ალუბლის მარცვალი ჩათესე,
რომ ყოველ გაზაფხულზე ჩემი გახუნებული ძარღვებიდან
თეთრი ყვავილები დაიბადონ და სანამ ამ ყვავილებს
მზის სხივების ერთმანეთში ხლართვა მობეზრდებათ და
გათოვდებიან...
ტერფებიდან,მუხლებიდან,საზარდულიდან, მკერდიდან
მკლავებიდან ,ყელიდან,ტუჩებიდან,
წყვილ-წყვილად ყვავილები ამაცალე,
ცხელი, სურნელოვანი აბაზანა გაიმზადე და ჩაწექი ჩემში...
და იმ სახლს რომელიც მე ფანჯრის რაფაზე ქოთანში დამრჩა
ყველა გამყოფი კედელი ლიმნისფრად შეუღებე...
შენ ხომ ჩემზე კარგად იცი რომ გამჭვირვალე, მუნჯ სიცარიელეს
მყვირალა ფერები ავსებს და ათბობს...










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები