ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუკა
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2010


  ჩამოტვირთვა

რამდენადაც მახსოვს

მე რამდენადაც მახსოვს იყო ზამთარი,
გრძელი გზა და თეთრი სივრცე,
მე რამდენადაც მახსოვს, არც თუ ციოდა ისე,
შავი პალტო და თათმანი თბილი,
და მე თუ ყველაფერი სწორად მახსოვს,
იყო კედლები, სკამები, ვისკი,
და კიდევ ერთი რამე მახსოვს,
ვიყავით ორნი, და ორი ჭიქა პირამდე სავსე,
წყნარი მუსიკა, წყვილები, ცეცხლი,
მარჯვნივ კუთხეში ბუხარიც ბღუის,
ბუხრის წინ წყვილი, ჩურჩული მათი,
უთუოდ უხსნის, ვფიქრობ უმართლებს,
ნაკვერჩხალი დუღს, ხელები ხელში,
ყინავს და ცეცხლი მგონია ქრება,
მაგრამ გრძნობები გახელებული
თუ სწორად მახსოვს ღვივდება ცეცხლში,
აალებული ნარეკლი ალის, სახეზე კრთება,
და იმ მომენტში თუ სწორად მახსოვს
გრძნობები ქრება, ხელი კვლავ ხელში
ახლა უკვე სახე სახესთან, ტუჩები ქრება,
ერთმანეთში არეული ორი სხეული, და მეღვიძება...
ნამძინარევ სხეულს, მე მძიმედ ვზიდავ,
ვეძებ კალამს და ნაგლეჯზე ვტვიფრავ,
რომ, რამდენადაც მახსოვს იყო ზამთარი,
გრძელი გზა და თეთრი სივრცე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები