ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2010


ჯუბას(ჩემს პატარა ძმას)

ჩვენი იყო ძმისგულო,
აქედან და იქამდე,
ფსოუს პირას ვიჯექით
მე და ჩემი ძმობილი.
ჯიმა,ბეხო,მუხბეო და
სისხლს ვუსხამდით ურთიერთს,
მერე უცებ აგვრიეს
დაგვაშორეს ერთმანეთს.
და ჩვენს ლამაზ აფხაზეთს
დაგვანატრეს ორთავე,
შეიძლება გახსოვდეს,
ტყვიის ხმა და წივილი.
დაგვანატრეს ბავშვობას
მათი დედაც ვატირე,
სისხლი ერთად გაიღეს
ჩვენმა გმირმა მამებმა.
ჩვენი იყო ძმისგულო,
ის მთები და გორები,
სათანჯოს რომ გავხედავ
გული ტკივილს მიყვირის.
სისხლს ვუსხამდით ერთმანეთს,
ჯიმას,ბეხოს ვეძახდით,
აფხაზეთზე ვსაუბრობთ
ძმები გულდანანებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები