ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯულიეტა
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2010


ნეტავი იცოდე

                  ნეტავი იცოდე,
              ჩემი რად გიწოდე,
              ეს გული ხალასი
              შენია იცოდე.
              ნეტავი იცოდე,
              ალერსით იწვოდე,
              უშენოდ სიცოცხლეც
              არ მინდა, იცოდე.
                იქნება სჯობია,
                რომ ცოტა იცოდე,
                სიყვარულს დაუთმო
                მეტი დრო,  "გიჟობდე".
                უჩემოდ ვერ ძლებდე,
                ფიქრობდე, ფიქრობდე,
                და გულმა აჯობოს,
                გულისკენ ილტვოდე.
                ეს გული ვერ გაძლებს,
                უგულოდ იცოდე,
                უშენოდ სიცოცხლეც
                არ მინდა, იცოდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს