ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დემე
ჟანრი: იუმორისტული
11 მაისი, 2010


ნამდვილი ისტორიები კოსტაზე

ერთხელ კოსტას სახლიდან ფული გაატანეს, რომ "ატეესში" ტელეფონის დავალიანება გადაეხადა.
იქ მისულს იმხელა რიგი დახვდა რომ კოსტას დაეზარა იქ დგომა და სანდომიანი გამომეტყველებით მდგომ ქალს, რომელმაც უთხრა "ბოლო მე ვარ" -ო დაუტოვა ფული და სთხოვა ტელეფონის დავალიანება გადაეხადა. სავალალო შედეგი მაშინ გამოიკვეთა, როცა სახლში მისულ კოსტას გაახსენდა რომ ტელეფონის ნომერი არ უთქვამს იმ ქალისთვის.

მაგისტრატურა ახლახანს დამთავრებულმა რეჟისორმა - ვანო გელაშვილმა, კოსტა საკმაოდ საინტერესო როლზე აიყვანა (ომში მკვდარი  ჯარისკაცი, რომელიც 1 დან 3-ე მოქმედებამდე დაბლა უნდა გდებულიყო)
დიდი ხნის რეპეტიციების შემდეგ, როგორც იქნა დაიდგა სპექტაკლი სახელწოდებით - მეომარი ციყვი.
      შუა სპექტაკლის მსვლელობის დროს, კერძოდ 2-ე მოქმედებაში, კოსტამ თავი წამოყო და იქვე სცენასთან მსხდარ მაყურებელთა საზოგადოებას სიგარეტი სთხოვა, თან გააფრთხილა, რომ პახმელიისაგან თავი შეიძლებოდა გასკდომოდა და ჯობდა უკანა რიგებში გადამჯდარიყვნენ, რაზეც რეჟისორმა მას სახე დაუმანჭა და ასე ანიშნა სასწრაფოდ მოკვდარიყო. კოსტა მოკვდა, მაგრამ 3-ე მოქმედებაში უცებ წამოხტა და დღემდე დაუდგენელი მიზეზების გამო ცეკვა დაიწყო..
                რეჟისორი ვანო გელაშვილი, 3 საათის შემდეგ კულისებში იპოვეს, თავი ჩამოუხრჩვია საცოდავს.



კოსტამ ცადა დაეძლია უმუშევრობა და მაშველ ალპინისტთა ჯგუფში ჩაეწერა. ერთერთ ექსპედიციაში დაკარგული ხალხის საძებნელად წასული ჯგუფიდან, რომელიც ხაზზე 3 დღე არ გამოდიოდა, მხოლოდ კოსტა დაბრუნდა წითელი ცხვირით. გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ კოსტას გაყინული ხალხისათვის გასათბობად წაღებული არაყი გზაშივე დაულევია და ჯგუფისწევრების წილიც ზედ დაუყოლებია, რის გამოც ყველა გაიყინა და მოკვდა, კოსტას გარდა... 
                      დღეს ის ამაყობს იმით, რომ მას ყინვა ვერაფერს აკლებს...



დავუბრუნდეთ ბავშვობას (ყინვაზე გამახსენდა)


პატარა კოსტამ ზამთრის ერთ სუსხიან დილას, ეზოში კატის კნუტი ნახა, რომელიც სიცივისაგან მობუზულიყო და აკანკალებდა. პატარა და გულკეთილმა კოსტამ კატა სახლში წაიყვანა და (როგორც ის ამბობს, ძალიან საყვარელი და მიამიტი თვალებით) მხოლოდ და მხოლოდ - გასათბობად "დუხოვკაში"  შესვა და კამფორა მაქსიმუმზე ჩართო..
        დღესდღეობით კოსტას კულინარიულ წიგნში მოიპოვება ერთი საკმაოდ საინტერესო კერძის რეცეპტი - კატა ყველით და ბოლოკით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები