 | ავტორი: მამლუქი ჟანრი: პროზა 5 ივლისი, 2008 |
ეს წერილი შარშან დავწერე. ახლაც საკკარაში ვარ...მარიშას გარეშე, სხვა არქეოლოგებთან ერთად...
********************************************
ძალიან გავბეზრდი...თავის მოტყუება აღარ მინდა, დაღლილი და ძალაგამოცლილი დავბრუნდი ექპედიციიდან. კარგი რა, შენი ჭირიმე, რაღა დროის ჩემი არქეოლოგობანას თამაშია... ამ ბოლო ორ კვირაში ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მოხდა: რაღაცა ვიპოვე, რაღაცა დავკარგე, რაღაცა გავიგე ... ზოგი რამ დავიჯერე , ზოგიც არა... ზოგმა რამემ გამაოცა, ზოგმა კი გამაბრუა - დაუჯერებელს ხელით ვეხებოდი, სასურველი კი ხელიდან მისხლტებოდა, მეცლებოდა... ცხადისა და სიზმრის, წარსულისა და აწმყოს ზღვარზე ვცხოვრობდი. ძველ ეგვიპტელებს ადამიანის სულის უკვდავებისა სჯეროდათ და ყველა საკულტო ნაგებობა, პირამიდა, მასტაბა თუ სარიტუალო ტაძარი ამ სულის დასაბინავებლად იქმნებოდა, შენდებოდა. კა - სამყაროს სულია, ანუ სულის სუბსტანცია, რომელიც აცოცხლებს ნებისმიერ არსს. სხეული - მიწისათვის, სული კი ზეცისათვის, ადამიანის ბუნება ასოცირდება თვითშეგნებასთან... მიწიერი სიკვდილის შემდეგ, სული სხეულს, მუმიას, დასტრიალებს, ეს მისი კაა, მისი ორეული, რომელიც ლამობს ასტრალურ სულად გადაიქცეს და მერე ორივე "კა" და "ბა" ("ღვთიური ნაპერწკალი", ამ გარდაცვლილი ადამიანის ერთ-ერთი სულიერი მახასიათებელი) შეერთდნენ ოსირისის ძაფებით უზენაეს გონიერებასთან, იმისათვის, რომ ერთიანი გონი (სული) წარმოშვან... ყველა ეს ტაძარი,აკლდამა თუ სასახლე გათვლილია საიქიო ცხოვრებისათვის, ამიტომაც მათ "მარადისობის საცხოვრისს" უწოდებენ... "ანხი", ანუ მარყუჟიანი ჯვარი, მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, თავისი სამი ატრიბუტით: მშვიდობა, ნეტარება, უშფოთველობა... (არხეინი ცხოვრება, რაღა!) ეს ყველაფერი სულის უკვდავებას ნიშნავს..." - გაიგეო, ბიჭო? ეს აუცილებლად უნდა იცოდეო... აბა წარმოიდგინე, როგორია დილიდან საღამომდე, საღამოდან დილამდე, ამის მოსმენა, თანაც ყველასაგან? ჰოო, კიდევ არ დაგავიწყდეს, მუმია - არაბული სიტყვაა და "გუდრონს" ნიშნავს. ანუ ფისისა და მირონის ნაზავს... ამ ნაზავით გვამებს ამუშავებდნენ. "მუმია" შუა საუკუნეებში სარფიანი ვაჭრობის წყარო იყო ევროპაშიც... მაგარ მაყუთს აკეთებდნენო... ყველაზე ბებერი, ძველი თუ ხნიერი მუმია კი, ცნობილ მუმიებში, ეგვიპტის მმართველის საკკარამ-საეფას მუმიაა, რომელიც 1881 წელს მემფისთან ახლოს, საკკარაში აღმოაჩინეს და დღემდე კაიროს მუზეუმში ინახება... რამზეს II კბილის ტკივილი აწუხებდა, საწყალს - რენტგენზე უნახავთო... იეროგლიფები, ეს " წმინდა ნიშნები", შამპოლიანმა, კლეოპატრას სახელით გაშიფრაო... პაპირუსი? იცი როგორ აკეთებდნენ... საღებავები? ეს საოცარი საღებავები?... საკკარას ნეკროპოლი რვა კილომეტრზეა გადაჭიმული. ყველაზე დიდია მსოფლიოში და ყველაზე ძველი პირამიდაც აქ არის. ჯოსერის პირამიდა. ჯოსერი პირველი ფარაონი იყო, რომელმაც თავისი სულის უკვდავყოფა სიცოცხლეშივე დაიწყო... ამ საკკარამ არ მომიღო ბოლო, მაგის დედა ვატირე მე!ძაღლივით, ენა გადმოგდებული დავრბოდი სულ. მარიშა და მე ვითომ ერთად ვიყავით, მაგას თუ ერთად ყოფნა ჰქვია. ამიტომ საკკარადან რომ დავბრუნდით, გადავწყვიტეთ ბოლო სამი დღე სასტუმროში გავჩერებულიყავით. მარიშამ "ელ ნაბილა" მოინდომა, ქართველები რომ გავიცანით იმ სასტუმროში გავჩერდეთო. მშვენიერი სასტუმროა, ყველა იმ სიკეთით, რაც არაბულ ოთხვარსკვლავიან სასტუმროს უნდა ჰქონდეს. სასტუმროზე ნაკლებად ვფიქრობდი. ვფიქრობდი მთავარზე - მარიშას კიდევ ერთხელ უნდა დავშორდე. რამდენი ხნით? იქნებ სულაც სამუდამოდ? გულის სიღრმემდე ვწუხდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მართლა მიყვარს და ახლა ნამდვილად არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი... ცოლად ვერ შევირთავ, არც გამომყვება... გარემოებანი ჩვენზე ძლიერია... მასთან ვიყავი, მაგრამ უკვე ისე მენატრებოდა, როგორც უკვე შორს წასული მომენატრებოდა. მასთან ყოფნის ყოველ წუთს ისე ვიზოგავდი, როგორც ბედუინი იზოგავს უდაბნოში წყლის უკანასკნელ ყლუპს. ჩვენი ერთად ყოფნა კი ისეთივე მწველი იყო, როგორც ღამის კოცონზე გავარვარებული ქვები, საგზლად წამოღებულ პურს რომ აფიცხებენ სედ მონადირე ბედუინები . არაბული დარაბების მიღმა დღე იყო თუ ღამე, არც ვიცოდი და არც მაინტერესებდა... განშორებამდე, ვცდილობდით სკასავით სითბოთი და სიყვარულით აგვევსო სხეულის ყოველივე უჯრედი, და მერე, ლოდინის უსასრულო სიცარიელეში მარტოდ დარჩენილებს, თაფლივით წვეთ-წვეთ გამოგვეზოგა შემდეგ შეხვედრამდე... მარიშას თმას მზის სურნელი უდიოდა. პირველყოფილი ურცხვი სიშიშვლე კი ისეთი ბუნებრივი და ლამაზი იყო, რომ ჩემში ყველა იმ მხატვრის სულმა გაიღვიძა, ვისაც ოდესმე თავისი სატრფო დაუხატავს. მხატვარი, რომელსაც მოუნდომებია ეს სხეული სხვებისათვისაც ეჩვენებინა-"ОСТОНОВИСЬ МГНОВЕНЬЕ! ТЫ-ПРЕКРАСНО! ნახეთ, დატკბით ამ სილამაზით, ეს საოცრება, მარტო მე არ მეკუთვნის, მარტო ჩემი არ არის! " - ამ დროს ჯორჯონე ვიყავი და ბოტიჩელი, ის კი - ჩემი ვენერა, გიჟი ფრანსისკო გოია ვიყავი, ის კი, ჩემთვის გაშიშვებული "მახა", ხეიბარი ტულუზ ლოტრეკი ვიყავი, ის კი, "მულენ რუჟის" ურცხვი და ნაზი, მოქნილი, თავბრუდამხვევი მოცეკვავე - ლა გულიუ, ტაიტის "სურნელოვანი მიწის", ლამაზმანების სიყვარულით შეშლილი ბებერი გოგენი და კიდევ ვინ იცის ვინ ... მუქ აბრეშუმზე, თვინიერი მხეცის, მისი თეთრი სხეული, მარგალიტივით, იდუმალ სინათლეს აფრქვევდა ... შეხებისას ძუძუს ვარდისფერი თავები უმუქდებოდა... უმკვრივდებოდა... ამოიზნიქებოდა... ვგიჟდებოდი...ყველაფერი თავიდან იწყებოდა... არაბული დარაბების მიღმა კი დღე იყო თუ ღამე, არც ვიცოდი და არც მაინტერესებდა... ხვალ მიდის!... უკვე დღეს მიდის... გული მეკუმშება, მიჩერდება... ვკოცნი, ვკოცნი, ვკოცნი... ვემშვიდობები... ტირის, ის ცრემლით, მე - უცრემლოდ! თვალს ვახელ, ისევ აქ არის! და მეორდება ... ხვალ მიდის! ისევ... ვემშვიდობები... დავიღალე. ჩამეძინა. ოქტომბრის მზიანი დილაა, აივნის ჩუქურთმებიან რიკულებზე შემოხვეულ წითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ ფოთლებიან და შავი მტევნებით დამძიმებულ ტოტებში ბეღურები ფუსფუსებენ. უდროოდ გაღვიძებულ, მზით მოტყუებულ ზანტ ბუზებს დასდევენ. ჟღურტულებენ. სირანა ფუთიან ლეიბს ებრძვის, გამზიურება უნდა. ვერ ერევა. -გიოჯან , ДАВАЙ ПОМОГИ, მაინც შენ უნდა გაჩუქო ეს "მატრასი" ცოლს რომ მოიყვან, ჯანა. ნატაშა ვალში ხომ არ დარჩებოდა? მესხიშვილების სიამაყე - "ПЕРСИДСКИЙ КОВЕР" გამოაქვს და მოაჯირზე ფენს. ორი საუკუნის ხალიჩას ფერები არ დაუკარგავს, ისლამური ორნამენტი, "სპარსულ ბადრიჯანს" რომ ეძახიან, თვალს ძველებურად იზიდავს, ტკბილ აღმოსავლურ მელოდიასავით გითრევს, გატკბობს ... უბანში ეს ხალიჩა მაგრაა ცნობილი, მამა-შვილი მეხალიჩეები რომ არიან, ვაგიფა და ელდარა, აი "ხალიჩის სახლი" რომ აქვთ, და ნამდვილად იციან ხალიჩების ფასი, ნატაშასთან იცი რამდენჯერ იყვნენ - მოგვყიდე, ყველაფერზე ვართ წამომსვლელებიო! ვერ მოთაფლეს. ნატაშა სულ კინწისკვრით ყრიდა: "ამ რელიქვიას ფასი არა აქვს!რა უნდა მომცეთ ЗА ТАКУЮ КРАСОТУ ? АФЕРИСТЫ УБИРАЙТЕСЬ ВОН!" ეზოში გაჭიმულ მავთულებზე, კაშკაშა ატლასის "დალიანდაგებული" საბნები გადაფინეს... აჭრელდა, აელვარდა ეზო. ტახტებზე ზოლიანი ლეიბები და ფერად-ფერადი ბალიშები დაყარეს, შემოდგომის ძალაგამოცლილ მზეს მიაფიცხეს, მისი სურნელით რომ გაიჟღინთოს ლოგინი და სუსხიან ზამთარში ეს დღე გაგახსენოს - ნათელი და მშვიდი... ქურთი სარე მატყლს წეწავს, იქვე კოლა მიმჯდარა და წკეპლას მომეტებით ურტყამს მატყლს. სარე უბრაზდება: "რა კაცის საქმეა მატყლის გაპენტვა, წადი რამე სხვა საქმე ნახე, ეზო დაგავე! ხედავ რამდენი ფოთოლი ყრია? ეს ხე უნდა მოვჭრა! ზაფხულში თუთამ შემჭამა, ახლა ფოთლებმა... მოვჭრი, აუცილებლად მოვჭრი!" ვიცი ამას ისე ამბობს, გულის მოსაფხანად.ვინ მოჭრის ამ თუთას? აქ, ამ ხის ქვეშ, მაგიდა და სკამები ჯერ კიდევ ბაბუაჩემ სტეპანს გაუკეთებია, ერთ ფიცარზე "გამადიდებელი" შუშით ამომწვარი "1943год.С+Н" დღემდე წერია... ეს მაგიდა ჭორიკნების, დომინოსა და ნარდის მოთამაშეების თავშესაფარია. ახლა მაგიდასთან მაყვალა ზის, დიდი ტაშტით კაკალი მიუდგამს, ორი ბრტყელი ქვა მოუმარჯვებია და ამ კაკალს ამტვრევს... ნაჭუჭს, სქელ ლაჯებში ჩადგმულ ძველ კალათაში ყრის, დარჩეულ ნიგოზს კი მაგიდაზე დაფენილ ქათქათა ტილოზე... აშკარად კმაყოფილია. გვერდითა ეზოდან წყალზე, უფრო სწორად, ჭორების მოსასმენად შემოსული მერი-ბაბო, მაყვალას შენიშვნას აძლევს: "მაყვალ-ქალო, სახლში ჩაქუჩი არა გააქვთ, ამხელა ქალი დამდგარხარ და კაკალს ქვებით ამტვრევ, იქნება მაგ სქელი ტრაკით დაგემტვრია, რა ვქნა, ბარემ ერთიანად დაამტვრევდი, აღარ იწვალებდი...შენც დაისვენები და კაკალიც არ დაგეფშვნებოდა " - კვდება სიცილით ოხუნჯი დედაბერი. მაყვალა მშვიდათ პასუხობს, ეტყობა შარი არ უნდა: "მერი-ჯან, კაკალს ბავშვობიდან ქვით ვამტვრევ, მოზომილი მაქვს, მიჩვეული ვარ, ჩაქუჩით კი მეფშვნება, მოდი დაჯექი, კაკალზე დამეწვიე და ცოტა ვიჭორაოთ, ცხელ- ცხელი რამე-რუმეები გეცოდინება...სირანამ კი მოიარა უაბანი...მოიტანა ამბები, მაგრამ შენ მეტი გეცოდინება!" მაყვალას ეს კაკალი ანზორამ ზაქათალადან ჩამოუტანა, კაკალი და ბროწეული... ლალისფერი ბროწეული, გაპობილი ძოწისფერ მარცვლებიანი ბროწეული... წითელი, მარიშას ტუჩებივით. რა ტკბილია! არა, ბროწეული მჟავე უნდა იყოს! მარიშა მაღვიძებს. მიდის... მართლა მიდის... მართლა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. დავბრუნდი, მამლუქ, დავბრუნდი! არც წავსულვარ, თუმცა! მომენატრა საიტი... და შენი ნაწერებიც მომენატრა! 10 დავბრუნდი, მამლუქ, დავბრუნდი! არც წავსულვარ, თუმცა! მომენატრა საიტი... და შენი ნაწერებიც მომენატრა! 10
14. ჩემი ეზოა, მთლად აღწერილი... გაიხარე შენ, მერე სომხები რა ქვეშაგებელს გამოფენენ ხოლმე ჩვენს ჯინაზეე... სომხური ცხვარი მაღალ ბეწვიანია! აშკარად გვჯობნიან ლეიბ საბნებში!:)) ჩემი ეზოა, მთლად აღწერილი... გაიხარე შენ, მერე სომხები რა ქვეშაგებელს გამოფენენ ხოლმე ჩვენს ჯინაზეე... სომხური ცხვარი მაღალ ბეწვიანია! აშკარად გვჯობნიან ლეიბ საბნებში!:))
13. ორმაგად ხარ დამწვარი, ჯერ ქვშით და მერე მარიშათი, ამიტომაც არის შენი ნაწერები ეგვიპტის ქვიშაზე უფრო ცხელი... 5 მეტის უფლება არ მაქვს. ორმაგად ხარ დამწვარი, ჯერ ქვშით და მერე მარიშათი, ამიტომაც არის შენი ნაწერები ეგვიპტის ქვიშაზე უფრო ცხელი... 5 მეტის უფლება არ მაქვს.
12. ჩემს სიზმრებში მუმიებში პატარა შავი ხოჭოები ცხოვრობენ, ახალი სისხლის მაძებარნი :) რამდენიმე დღეა შემომეჩვივნენ :( ნეტავ სინამდვილეში როგორაა ;)
ხუმრობა იქით იყოს და, მიყვას შენი მადლიანი თხრობა და შენც :) ჩემს სიზმრებში მუმიებში პატარა შავი ხოჭოები ცხოვრობენ, ახალი სისხლის მაძებარნი :) რამდენიმე დღეა შემომეჩვივნენ :( ნეტავ სინამდვილეში როგორაა ;)
ხუმრობა იქით იყოს და, მიყვას შენი მადლიანი თხრობა და შენც :)
11. გაიხარე....აქ ქულასაც წერენ და ბარემ მაგასაც ჩავაწკაპუნებ ...სასაცილო კია 5 ზე მეტი არ იწერება ... რას ვიზამთ..ღმერთი გფარავდეს... დონეზე გადმოცემ... გაიხარე....აქ ქულასაც წერენ და ბარემ მაგასაც ჩავაწკაპუნებ ...სასაცილო კია 5 ზე მეტი არ იწერება ... რას ვიზამთ..ღმერთი გფარავდეს... დონეზე გადმოცემ...
10. ვაშაააა! სექტემბერი ჩემი თვეა და ჩავთვლი რომ შენი წიგნი მე მეჩუქა :D როგორ ტკბილად წავიკითხავ ხოლმე, იცი? ტკბილქართულოსანო :-* ვაშაააა! სექტემბერი ჩემი თვეა და ჩავთვლი რომ შენი წიგნი მე მეჩუქა :D როგორ ტკბილად წავიკითხავ ხოლმე, იცი? ტკბილქართულოსანო :-*
8. მართლა ძალიან მაგარია! 5 :) მართლა ძალიან მაგარია! 5 :)
7. კარგად ყვები ;;) 5 კარგად ყვები ;;) 5
6. რაღAცით გურამ რჩეულიშვილის წერის მანერას მაგონებს საკკარა. იმას უყვარდა რომანულ-ინფორმატიული თხრობა....... რაღAცით გურამ რჩეულიშვილის წერის მანერას მაგონებს საკკარა. იმას უყვარდა რომანულ-ინფორმატიული თხრობა.......
5. უფფ კარგია ქართველო,საინტერესოს ყვები თან სასიამოვნო თხრობაც გაქვს
5 უფფ კარგია ქართველო,საინტერესოს ყვები თან სასიამოვნო თხრობაც გაქვს
5
4. ეს წერილი ძალიან მიყვარს. სექტემბერში ვაპირებ შენი წიგნის გამოცემას! გინდა შენ, თუ არა...გაიგე?! ვაპირებ!!! :P ეს წერილი ძალიან მიყვარს. სექტემბერში ვაპირებ შენი წიგნის გამოცემას! გინდა შენ, თუ არა...გაიგე?! ვაპირებ!!! :P
3. ძალიან საიტერესოდ ყვები, მაგარი ხარ :) ძალიან საიტერესოდ ყვები, მაგარი ხარ :)
2. შენ რა გითხარი მამლუქო,ამატირებ ხოლმე,შენს ნაწერებს ყოველთვის თვალცრემლიანი ვკითხულობ,მოქმედებს ჩემზე,ასეიგი ძალიან კარგად წერ,თუმცა ამას ჩემი თქმა რად უნდა,მოგიკითხე დიდი სიყვარულით და თანაგრძნობით. შენ რა გითხარი მამლუქო,ამატირებ ხოლმე,შენს ნაწერებს ყოველთვის თვალცრემლიანი ვკითხულობ,მოქმედებს ჩემზე,ასეიგი ძალიან კარგად წერ,თუმცა ამას ჩემი თქმა რად უნდა,მოგიკითხე დიდი სიყვარულით და თანაგრძნობით.
1. :)5 და ისა ორი კითხვა : არქეოლოგი ხარ და მესხიშვილი? :) :)5 და ისა ორი კითხვა : არქეოლოგი ხარ და მესხიშვილი? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|