 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 13 მაისი, 2010 |
დრო იმ დროს გადის, როცა რაღაც ჩემგან შორსაა, რაც ახლოს იყო და თითქოსდა ჩემში სახლობდა. ასე მგონია, მე თვითონაც ახლა დროს ვგავარ და ჩემს მომავალს ჰაერივით ვსუნთქავ ახლოდან. დრო ხან მიყვარს და ხანაც მისგან ვეძებ სამალავს, დეტექტივივით ის კი მუდამ თვალს არ მაცილებს. ბედნიერებას უკან მოსდევს დარდის ამალა, მე კი სუყველას ერთად ვსტუმრობ სახლიკაცივით. ზოგჯერ მინდა რომ დრო შევიგრძნო უფრო დროულად, ან გადავასწრო წინ მორბენალ ცეტი კვიცივით. დრო კი სიდინჯის თვითონვე ხსნის მარტივ ფორმულას და განზე დგება მერე უცხო კაცის სიცივით. დრო იმ დროს გადის, როცა ჩემში რაღაც მთავრდება, როცა ღალატით ან სიკვდილით ვკარგავ ჩემიანს. თუმცა, დრო არის უნებლიედ იმის თავდებიც, რომ "წყალნი წავლენ, ქვიშანი კი აქ დარჩებიან"... 14.01.10
* * * საკუთარ თავში "უბორკა" მაქვს, გული გადმოვფერთხე სარჩულიდან. თავს რომ ყური ვუგდო უფრო კარგად, ფიქრში სხვა სიხშირე ჩართული მაქვს. იმედგაცრუება ანაბეჭდებს მიტოვებს ცერცვის მარცვლებივით. მორებად გადებულ დარდებს ბეჭზე ჯერ არ ვუნახივარ მხარშეცვლილი. მეძველმანესავით ვაგროვებდი გრძნობებს, ჩამოხეულს აფიშებად. ახლა კი გონების გამგონე ვარ, ახლოა სიბერის ნაბიჯები... ყველაფერს ადგილი მივუჩინე, წარსულს საფერფლეში ვეღარ ვატევ. გულში კი როგორი სიჩუმეა, დავლაგდი, ჩემს თავს ვუღალატე... 8.09.08
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ასე მგონია, მე თვითონაც ახლა დროს ვგავარ და ჩემს მომავალს ჰაერივით ვსუნთქავ ახლოდან.
დრო იმ დროს გადის, როცა ჩემში რაღაც მთავრდება, როცა ღალატით ან სიკვდილით ვკარგავ ჩემიანს.
:) ძალიან ახლოსაა ჩემთან ასე მგონია, მე თვითონაც ახლა დროს ვგავარ და ჩემს მომავალს ჰაერივით ვსუნთქავ ახლოდან.
დრო იმ დროს გადის, როცა ჩემში რაღაც მთავრდება, როცა ღალატით ან სიკვდილით ვკარგავ ჩემიანს.
:) ძალიან ახლოსაა ჩემთან
28. ცუნცულ, რადგან ჩემი ლექსიდან თქვენ ეს ფრაზა - "დავლაგდი, ჩემს თავს ვუღალატე" - გამოარჩიეთ (არ ვიცი, რა მიზნით...) სხვა ინტერპრეტაცია რომ არავინ შესძინოს, მე თვითონ განვმარტავ, რა მქონდა მხედველობაში: პოეტი ბუნებით ფორიაქა არსებაა, როცა ყველაფერი "კაკ პო მასლუ" მიდის, შეიძლება ერთი სტრიქონიც ვერ დაწერო. არადა, სულს ჰარმონია უყვარს და სიმშვიდე. საკუთარი თავის სულთან ჰარმონიაში მოყვანა კი ის უმაღლესი აკორდია, რომლის აღებასაც შემოქმედი ადამიანი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ცდილობს. ესეც თავის შეცნობისკენ სავალი გზაა, რომელიც ვინ უწყის, სად მთავრდება... ცუნცულ, რადგან ჩემი ლექსიდან თქვენ ეს ფრაზა - "დავლაგდი, ჩემს თავს ვუღალატე" - გამოარჩიეთ (არ ვიცი, რა მიზნით...) სხვა ინტერპრეტაცია რომ არავინ შესძინოს, მე თვითონ განვმარტავ, რა მქონდა მხედველობაში: პოეტი ბუნებით ფორიაქა არსებაა, როცა ყველაფერი "კაკ პო მასლუ" მიდის, შეიძლება ერთი სტრიქონიც ვერ დაწერო. არადა, სულს ჰარმონია უყვარს და სიმშვიდე. საკუთარი თავის სულთან ჰარმონიაში მოყვანა კი ის უმაღლესი აკორდია, რომლის აღებასაც შემოქმედი ადამიანი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ცდილობს. ესეც თავის შეცნობისკენ სავალი გზაა, რომელიც ვინ უწყის, სად მთავრდება...
27. დავლაგდი, ჩემს თავს ვუღალატე... :) დავლაგდი, ჩემს თავს ვუღალატე... :)
26. მაგარრრრრ555555 მაგარრრრრ555555
25. მორებად გადებულ დარდებს ბეჭზე ჯერ არ ვუნახივარ მხარშეცვლილი.
საკუთარ თავში "უბორკა" მაქვს.... ზუსტად ესე ვხედავ მთლიანად თანანას პოეზიას.:) მორებად გადებულ დარდებს ბეჭზე ჯერ არ ვუნახივარ მხარშეცვლილი.
საკუთარ თავში "უბორკა" მაქვს.... ზუსტად ესე ვხედავ მთლიანად თანანას პოეზიას.:)
24. ა! უყურე ეხლა შენ, დიდი ავიაციის პენსიონრების ამბავი ახალივით არ მოუყოლია ბორკასს! არ დაუჯერო თანანა ძვირფასო სხვისას იძახის მაგი,გავპუტავ სადაც დავიჭერ!:(( ა! უყურე ეხლა შენ, დიდი ავიაციის პენსიონრების ამბავი ახალივით არ მოუყოლია ბორკასს! არ დაუჯერო თანანა ძვირფასო სხვისას იძახის მაგი,გავპუტავ სადაც დავიჭერ!:((
23. მე მეორე მომეწონა. პირველი კი - მეტად. :) მე მეორე მომეწონა. პირველი კი - მეტად. :)
22. არაფერიც არ ხდება ანე :) თანანას ლექსს ვაფასებთ აქ :) არაფერიც არ ხდება ანე :) თანანას ლექსს ვაფასებთ აქ :)
21. ჩემი ღარიბი 2 ქულა აქ:) ჩემი ღარიბი 2 ქულა აქ:)
20. ძალიან მომეწონა... მოგიკითხეთ დიდი სითბოთი :) ძალიან მომეწონა... მოგიკითხეთ დიდი სითბოთი :)
19. ჩემო საყვარელო და გონიერო ანემონე, დიდი მადლობა ჩემი პოეზიის ერთგულებისათვის... ჩემო საყვარელო და გონიერო ანემონე, დიდი მადლობა ჩემი პოეზიის ერთგულებისათვის...
18. მიყვარს თანანას ლექსებიიი მე:) ერთმანეთზეუკეთესებიო,ასეც ვიტყოდი,რომ არა სურვილი მეორე ლექსი კიდევ წამეკითხა და ისე დამეპოსტა:)
პ.ს. რა ხდება ხვალ ლელ?:D მიყვარს თანანას ლექსებიიი მე:) ერთმანეთზეუკეთესებიო,ასეც ვიტყოდი,რომ არა სურვილი მეორე ლექსი კიდევ წამეკითხა და ისე დამეპოსტა:)
პ.ს. რა ხდება ხვალ ლელ?:D
17. ნუ თქვენზეა ნათქვამი მოვიდა სეტყვა და დახვდა თხაო.... თხა რაღა იყო და ქვაო, მაგრა ვიხალისე ....სულ ნუ დაიხარჯებით ზოგი რამ ხვალისთვისაც მოიტოვეთ...... ;) ნუ თქვენზეა ნათქვამი მოვიდა სეტყვა და დახვდა თხაო.... თხა რაღა იყო და ქვაო, მაგრა ვიხალისე ....სულ ნუ დაიხარჯებით ზოგი რამ ხვალისთვისაც მოიტოვეთ...... ;)
16. პეტრე, მივიღე თქვენი "ექსპრომტი" და პასუხად მოგახსენებთ, რომ ყველას ჩვენ ჩვენი "ბორკა" გვყავს და ხან თვითონ მიფრინავს, ხან ჩვენ "ვაფრენთ" ხოლმე... აბა, არსებობს პოეტი გაფრენის გარეშე? ისე, მთავარია, საფრენი "პალასა" არ დამთავრდეს დროზე ადრე ... კსტატი, პალასაზე გამახსენდა, ბოლო დროს ქართული პოეზიის დიდ მწვანე ველზე ასეთი ტენდენცია შეინიშნება: ჭიჭიკია პილოტად დანიშნეს, ვალიკია კი შტურმანად. თუმცა, არც ერთი იყო თვითმფრინავის გაგებაში და არც მეორე. პილოტმა ჭიჭიკიამ ვალიკიას პრიბორიო - ჰკითხა, პიატნადცატო -უპასუხა ვალიკიამ. რაის პრიბორო -გააპროტესტა ერთმა, აბა რაის პიატნადცატო - გაიკვირვა მეორემ... პეტრე, მივიღე თქვენი "ექსპრომტი" და პასუხად მოგახსენებთ, რომ ყველას ჩვენ ჩვენი "ბორკა" გვყავს და ხან თვითონ მიფრინავს, ხან ჩვენ "ვაფრენთ" ხოლმე... აბა, არსებობს პოეტი გაფრენის გარეშე? ისე, მთავარია, საფრენი "პალასა" არ დამთავრდეს დროზე ადრე ... კსტატი, პალასაზე გამახსენდა, ბოლო დროს ქართული პოეზიის დიდ მწვანე ველზე ასეთი ტენდენცია შეინიშნება: ჭიჭიკია პილოტად დანიშნეს, ვალიკია კი შტურმანად. თუმცა, არც ერთი იყო თვითმფრინავის გაგებაში და არც მეორე. პილოტმა ჭიჭიკიამ ვალიკიას პრიბორიო - ჰკითხა, პიატნადცატო -უპასუხა ვალიკიამ. რაის პრიბორო -გააპროტესტა ერთმა, აბა რაის პიატნადცატო - გაიკვირვა მეორემ...
15. არა,არა ქალების გაგებას რომ ჭკუა უნდა იმდენი სად მაქვს მე უბედურს! ამ "უბორკას" როგორ ახერხებენ დღემდე ვერ ვხდები,ერთხელ შევეცადე და მივაყოლე "უბორკას" "ბორკაც",ბორკა ჩემი თუთიყუში იყო ჩემში რომ ცხოვრობდა და თუ კი რაიმე ჭკვიანურს გაიგონებდა იმეორებდა, (მინდა მოგახსენოთ სულელურს უფრო მეტს) რა თქმა უნდა ჭკვიანური სახით! ეხლა ვარ დარჩენილი ბორკას გარეშე და ჩემ სისულეებს ვიძახი! ამას წინ ტელევიზორში ვნახე გადაცემა გაუკეთებია ამ ჩემის ბორკას უ "ბორკა" და ისეთი სისულელეებით მოძღვრავდა ხალხს?! ასე რომ, არ დაუჯეროთ ხალხნო ბორკას და შებორკეთ ბორკა! დამიჯერეთ ბევრად ჯობია ჩვენი ვიძახოთ ვიდრე სხვისი,იმიტომ რომ ჩვენსას მალე გამოვასწორებთ და სხვის სისულელეს ჩვენ ვერ გავასწორებთ! პირველად ვარ თქვენს გვერდზე და თავს უფლება მივეცი ხელცარიელი არ მოვსულიყავი სტუმრად, მიღეთ ეს "ექსპრომტი " საჩუქრად ჩემი პატივისცემისა თქვენი ნიჭისადმი!
არა,არა ქალების გაგებას რომ ჭკუა უნდა იმდენი სად მაქვს მე უბედურს! ამ "უბორკას" როგორ ახერხებენ დღემდე ვერ ვხდები,ერთხელ შევეცადე და მივაყოლე "უბორკას" "ბორკაც",ბორკა ჩემი თუთიყუში იყო ჩემში რომ ცხოვრობდა და თუ კი რაიმე ჭკვიანურს გაიგონებდა იმეორებდა, (მინდა მოგახსენოთ სულელურს უფრო მეტს) რა თქმა უნდა ჭკვიანური სახით! ეხლა ვარ დარჩენილი ბორკას გარეშე და ჩემ სისულეებს ვიძახი! ამას წინ ტელევიზორში ვნახე გადაცემა გაუკეთებია ამ ჩემის ბორკას უ "ბორკა" და ისეთი სისულელეებით მოძღვრავდა ხალხს?! ასე რომ, არ დაუჯეროთ ხალხნო ბორკას და შებორკეთ ბორკა! დამიჯერეთ ბევრად ჯობია ჩვენი ვიძახოთ ვიდრე სხვისი,იმიტომ რომ ჩვენსას მალე გამოვასწორებთ და სხვის სისულელეს ჩვენ ვერ გავასწორებთ! პირველად ვარ თქვენს გვერდზე და თავს უფლება მივეცი ხელცარიელი არ მოვსულიყავი სტუმრად, მიღეთ ეს "ექსპრომტი " საჩუქრად ჩემი პატივისცემისა თქვენი ნიჭისადმი!
14. პირველი მომეწონა ძალიან..55555555 წავიღე ჩემთან... პირველი მომეწონა ძალიან..55555555 წავიღე ჩემთან...
13. ..
მეორე უფრო თქვენეულია.. თქვენი ხმით.. მე-ც მეორე უფრო მომწონს.. ..
მეორე უფრო თქვენეულია.. თქვენი ხმით.. მე-ც მეორე უფრო მომწონს..
12. ყველაფერს ადგილი მივუჩინე, წარსულს საფერფლეში ვეღარ ვატევ. გულში კი როგორი სიჩუმეა, დავლაგდი, ჩემს თავს ვუღალატე... :) ყველაფერს ადგილი მივუჩინე, წარსულს საფერფლეში ვეღარ ვატევ. გულში კი როგორი სიჩუმეა, დავლაგდი, ჩემს თავს ვუღალატე... :)
10. პირველი მომეწონა!
+2 პირველი მომეწონა!
+2
9. სათქვენო დროს გისურვებთ ყველას!!! სათქვენო დროს გისურვებთ ყველას!!!
8. დრო კი სიდინჯის თვითონვე ხსნის მარტივ ფორმულას და განზე დგება მერე უცხო კაცის სიცივით.
დრო კი სიდინჯის თვითონვე ხსნის მარტივ ფორმულას და განზე დგება მერე უცხო კაცის სიცივით.
7. დრო იმ დროს გადის, როცა ჩემში რაღაც მთავრდება, როცა ღალატით ან სიკვდილით ვკარგავ ჩემიანს. თუმცა, დრო არის უნებლიედ იმის თავდებიც, რომ "წყალნი წავლენ, ქვიშანი კი აქ დარჩებიან"...
საინტერესო ავტორი ყავს ამ გვერდს დრო იმ დროს გადის, როცა ჩემში რაღაც მთავრდება, როცა ღალატით ან სიკვდილით ვკარგავ ჩემიანს. თუმცა, დრო არის უნებლიედ იმის თავდებიც, რომ "წყალნი წავლენ, ქვიშანი კი აქ დარჩებიან"...
საინტერესო ავტორი ყავს ამ გვერდს
6. პირველი განსაკუთრებით მომეწონა. 5 პირველი განსაკუთრებით მომეწონა. 5
5. მომწონს,მაგრამ მიუხედავად ბრჭყალებისა,"უბორკა" ვერ მივიღე,გამოსწორებადია,თუ სურვილი ექნება ავტორს! დავტოვებ4! მომწონს,მაგრამ მიუხედავად ბრჭყალებისა,"უბორკა" ვერ მივიღე,გამოსწორებადია,თუ სურვილი ექნება ავტორს! დავტოვებ4!
4. ასე მგონია, მე თვითონაც ახლა დროს ვგავარ...
თავს რომ ყური ვუგდო უფრო კარგად...
ძალიან კარგია ორივე, მომწონს და კიდევ მომწონს! ასე მგონია, მე თვითონაც ახლა დროს ვგავარ...
თავს რომ ყური ვუგდო უფრო კარგად...
ძალიან კარგია ორივე, მომწონს და კიდევ მომწონს!
3. kargi xar +2 kargi xar +2
2. მშვენიერი ლექსებია :) აზრიანი და ღრმა....კარგი რითმებით. მიყვარს შენი ლექსები მე :) მშვენიერი ლექსებია :) აზრიანი და ღრმა....კარგი რითმებით. მიყვარს შენი ლექსები მე :)
1. :) ასე მგონია, მე თვითონაც ახლა დროს ვგავარ და ჩემს მომავალს ჰაერივით ვსუნთქავ ახლოდან :) ასე მგონია, მე თვითონაც ახლა დროს ვგავარ და ჩემს მომავალს ჰაერივით ვსუნთქავ ახლოდან
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|