 | ავტორი: gugua ჟანრი: პროზა 13 მაისი, 2010 |
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ერთ თვიანი საწარმოო პრაქტიკა ვარშავაში გავიარეთ. თავისუფალ დროს დიდხანს დავდიოდით ვარშავის ქუჩებში. შაბათ-კვირას კი ცოტა შორსაც მივდიოდით. ასე მოვინახულეთ პოლონური სულით გაჟღენთილი ძველი ქალაქი კრაკოვი, ზაკოპანე და ოსვენციმი...
1977 წლის 24 აგვისტო. (სტილი დაცულია). 2-ს აკლდა 25 წუთი რომ მატარებელი „ოსვენციმი – კრაკოვი“ სადგურიდან გავიდა. ოსვენციმში რომ ჩავედით, სადგურიდან კიდევ ავტობუსით წავედით. რამდენიმე გაჩერების შემდეგ უკვე გამოჩნდა ოსვენციმის ბანაკი თავისი ცინიკური წარწერით: „შრომა მოგიტანს თავისუფლებას“, სადაც ერთი ასო სპეციალურად გადმობრუნებით იყო მიმაგრებული... შევედით პატარა დარბაზში, სადაც გვიჩვენეს დოკუმენტური ფილმი ბანაკის შესახებ. გვიჩვენეს მოხუცი ქალები, ბავშვები, ცდები, ექსპერიმენტები, თმები, საპარსები, ჯაგრისები, ჩემოდნები, ფეხსაცმელები, კრემატორიუმები... აგრეთვე გვიჩვენეს ხალხი, ვინც ცოცხლები გადაურჩნენ ამ ჯოჯოხეთს. ფილმის შემდეგ ჩვენი გიდი მოვიდა და ბანაკში შევედით. მთელი ბანაკი მავთულხლართებით იყო შემოფარგლული, შიგ დიდი ძაბვის დენი გადიოდა. საგუშაგოები. საშინელი სანახავი იყო ბანაკი. დღეც ისეთი იყო მოღრუბლული, ცივი, მხოლოდ ყვავების ჩხავილი ისმოდა. პირველად ვნახეთ ადამიანების ფერფლი, რომელიც სულ ბოლოს აღმოაჩინეს ბანაკში. რა თქმა უნდა უფრო ბევრი იქნებოდა, 4 მილიონი კაცის ფერფლს ნუ ეხუმრები. მერე ვნახეთ მაკეტი, სადაც წარმოდგენილი იყო როგორ შეყავდათ ხალხი ვითომ აბანოში, სად ახდევინებდნენ ტანსაცმელს, სად აძლევდნენ საპონს და პირსახოცს. მერე როგორ ახრჩობდნენ გაზით, რომელიც დგუშიდან ჩამოდიოდა. მაკეტზე წარმოდგენილი იყო როგორ აჰქონდათ გვამები კრემატორიუმებში. იქ მხოლოდ ახალგაზრდები და ჯანმრთელები მუშაობდნენ, ერთი თვის შემდეგ კი მათაც კრემატორიუმებში ყრიდნენ, კვალი რომ დაეფარათ... ვნახეთ ფოტოები, სადაც გერმანელი ოფიცერი ტყვეებს ანაწილებდა. მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს გზავნიდა „აბანოში“, ახალგაზრდა ბიჭებს კი სამუშაოდ შემდეგი ვადით: ებრაელების გარდა ყველა ეროვნების ტყვეს უნდა ეცოცხლნა და ემუშავა 2 კვირა, სასულიერო პირს კი ერთი თვე, მერე ისინიც პირდაპირ „აბანოში“. ხოლო ყველა ებრაელი პირდაპირ „აბანოში“. ვნახეთ თმები, რომელიც გვამებს მოპარსეს. ამ თმას სულ ერთნაირი ნაფრისფერი ჰქონდა, თმა ფერს იცვლიდა გაზის შემდეგ. თმების გროვაში აქა-იქ ბაფთიანი ნაწნავებიც ეყარა. გვერდით იდო ტილო, რომელიც თმებით იყო მოქსოვილი. მერე ვნახეთ სათვალეების გროვა... ამხსნელმა თქვა, ყოველ მეათეს რომ სათვალე ეტარებინა, მათი რიცხვი ძალიან დიდი იქნებოდაო, ეს კი მხოლოდ ნაწილი იყო, რომლის გაგზავნაც გერმანიაში ვერ მოასწრეს. იქვე იყო ფერხსაცმელები, ჩემოდნები, კბილის ჯაგრისები, ქვაბები, ღამის ქოთნები ბავშვებისათვის. ერთ ოთახში ბავშვის ტანსაცმელი და სოსკები იყო, ოქროს ნივთებს, დაგლეჯილ კბილებს, საყურეებს და სხვა ნაკეთობებს ადნობდნენ და გერმანიაში გზავნიდნენ. კასტილებსაც... ეზოში ვნახეთ კედელი, სადაც ხვრეტდნენ ტყვეებს. ყოველი კვირის ბოლოს თურმე იმ ადგილზე მიწას ცვლიდნენ, რადგან მიწა აღარ იშრობდა. მერე ვნახეთ კორპუსი, რომელსაც სიკვდილის ბლოკი ჰქვია. ამ კორპუსის წინ ჰკიდია დაფა, რომელზედაც ჩამოხრჩობილი კაცია გამოხატული წარწერით: „ადამიანი ადამიანისთვის“. თურმე ერთი ტყვე უნდა ჩამოეხრჩოთ. იმ კაცს უთქვამს, დიდი ოჯახი მაქვს და ნუ მომკლავთო. მერე ერთი სასულიერო პირი გამოსულა, მაგის მაგივრად მე ჩამომახრჩეთო. ის კაცი ცოცხალი გადარჩენილა, ამის შემდეგ ყოველი წლის 14 აგვისტოს თავისი ოჯახით მოდის იმ მხსნელის მოსახსენიებლად. შიგ რომ შევედით, ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ნახეს ადამიანებმა ომის დამთავრების დროს. სურათები კედლებზე იყო გაკრული. ყველაფერი: ადიელები, სისხლიანი ზეწრები, ჭურჭელი, ტანსაცმელი ისევე იყო. როგორც ჩანს მხოლოდ ჩონჩხებად ქცეული ადამიანები გაუტანიათ. დანარჩენი ისევე იყო დატოვებული. დაბლა ვნახეთ შიმშილის კამერები, კარცერები, ფეხზე რომ იდგნენ შიგ დღე და ღამე, შიგ ატაპლენიები იყო გაყვანილი, რომელშიც ცხელ წყალს უშვებდნენ სიცხის დროს, ზამთარში კი არ ათბობდნენ. მერე ვნახეთ სახრჩობელა, რომელზეც ამ ბანაკის კომენდანტი ჩამოახრჩვეს. სპეციალურად მისთვის იყო აშენებული. ბოლოს ვნახეთ კრემატორიუმები, როგორც ჩანს გერმანელებს კრემატორიუმების მოსპობა უნდოდათ, მაგრამ ვერ მოუსწვრიათ, სამი ისევ იყო, წინ გვამის დასადები, შეცურდებოდა შიგნით, ქვეშ კი ნახშირით ან კოქსით ხურდებოდა და იწვოდა. ვნახეთ ჯოჯოხეთი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ეს ლინკი ნახე არმენ... http://fereidani.ge/161_omi/161_omi.html ეს ლინკი ნახე არმენ... http://fereidani.ge/161_omi/161_omi.html
17. ცუდად ვარ!
ისე ნეტავ ის მოძღვარი გრიგოლ ფერაძე ხომ არ იყო, ოჯახის უფროსი რომ გადაარჩინა? ცუდად ვარ!
ისე ნეტავ ის მოძღვარი გრიგოლ ფერაძე ხომ არ იყო, ოჯახის უფროსი რომ გადაარჩინა?
16. ძალიან საინტერესოდ წერთ,უფრო დაწვრილებით მომინდა ამ ყველაფრის გაცნობა,თუმცა კი ფაქტები მართლა რომ ძალიან საშინელი იყო:( ძალიან საინტერესოდ წერთ,უფრო დაწვრილებით მომინდა ამ ყველაფრის გაცნობა,თუმცა კი ფაქტები მართლა რომ ძალიან საშინელი იყო:(
15. კიდევ ერთს მოვიგონებ: როცა ჩვენი მატარებელი ბერლინში შედიოდა, ბერლინის მავთულხლართებიანი კედლის გასწვრივ გავიარეთ. ჯგუფის ხელმძღვანელს ვკითხე, - "ისე ახლოს ვართ ამ კედელთან, ვინმემ რომ მოინდომოს, შეუძლია თუ არა შეხტეს ამ კედელზე და იქით გადაბობღდეს-მეთქი?" ჯგუფის ხელ-მა ხელიდან სწრაფად გამომართვა გაზეთი, დაკუჭა და მთელი ძალით ესროლა კედელს. გაზეთი მომენტალურად ჩამოიფერფლა დაბლა, - არც კი აალებულა! "ხედავ, რა დაემართა ამ ქაღალდს? ზუსტად მასე მიეწებება ზედ ადამიანიც და მის ფერფლს თუღა ააგროვებენ მისასო"-მითხრა! :(( კიდევ ერთს მოვიგონებ: როცა ჩვენი მატარებელი ბერლინში შედიოდა, ბერლინის მავთულხლართებიანი კედლის გასწვრივ გავიარეთ. ჯგუფის ხელმძღვანელს ვკითხე, - "ისე ახლოს ვართ ამ კედელთან, ვინმემ რომ მოინდომოს, შეუძლია თუ არა შეხტეს ამ კედელზე და იქით გადაბობღდეს-მეთქი?" ჯგუფის ხელ-მა ხელიდან სწრაფად გამომართვა გაზეთი, დაკუჭა და მთელი ძალით ესროლა კედელს. გაზეთი მომენტალურად ჩამოიფერფლა დაბლა, - არც კი აალებულა! "ხედავ, რა დაემართა ამ ქაღალდს? ზუსტად მასე მიეწებება ზედ ადამიანიც და მის ფერფლს თუღა ააგროვებენ მისასო"-მითხრა! :((
14. ღმერთო, რა საშინელებაა. შემზარა და გული დამიმძიმა! რამდენი ცოდვა აწევს კაცობრიობას თავის კისერზე და როგორი უგუნურია დღესაც კი!
საინტერესოდ გადმოგვცემთ ნანახს და განცდილს! გაიხარეთ! თამარობას გილოცავთ!!!
ღმერთო, რა საშინელებაა. შემზარა და გული დამიმძიმა! რამდენი ცოდვა აწევს კაცობრიობას თავის კისერზე და როგორი უგუნურია დღესაც კი!
საინტერესოდ გადმოგვცემთ ნანახს და განცდილს! გაიხარეთ! თამარობას გილოცავთ!!!
13. სხვათა შორის, ბერლინშიც არის ასეთი მუზეუმი, სადაც ფაშიზმის ამსახველი ნივთებია გამოფენილი. არ შემშლია არაფერი, როცა ნივთები ვთქვი: 1977 წლის ზაფხულში ვნახე ჩემი თვალით! მუზეუმში ინახება ადამიანის ტატუირებული ტყავისგან შეკერილი ქალის ჩანთა. აგვიხსნეს, რომ ასეთი ჩანთები ისევე ძვირი ღირდა, როგორც გველის ან ნიანგის ტყავიდან შეკერილი ჩანთებიო. ვნახე ზრდასრული ადამიანის გამომშრალი თავი, რომლის ზომა ჩემ მუშტს არ აღემატებოდა! ვნახე ადამიანის გლუვი და "უნახატებო" ტყავისგან შეკერილი ტორშერისა და მაგიდის ლამპის აბაჟურები... სათუთუნეები, ხელთათმანები...
ცალკე ეწყო ყბის ძვლები, რომლებიც ოქროს კბილებთან ერთად იყო ამოტეხილი ტყვეების გვამებიდან (ან იქნებ ცოცხალი ტყვეებიდანაც?)
მოკლედ, საშინელება საშინელებათა შორის! მეც ვნახე ჯოჯოხეთი, გიორგი... და მეც 1977 წელს! სხვათა შორის, ბერლინშიც არის ასეთი მუზეუმი, სადაც ფაშიზმის ამსახველი ნივთებია გამოფენილი. არ შემშლია არაფერი, როცა ნივთები ვთქვი: 1977 წლის ზაფხულში ვნახე ჩემი თვალით! მუზეუმში ინახება ადამიანის ტატუირებული ტყავისგან შეკერილი ქალის ჩანთა. აგვიხსნეს, რომ ასეთი ჩანთები ისევე ძვირი ღირდა, როგორც გველის ან ნიანგის ტყავიდან შეკერილი ჩანთებიო. ვნახე ზრდასრული ადამიანის გამომშრალი თავი, რომლის ზომა ჩემ მუშტს არ აღემატებოდა! ვნახე ადამიანის გლუვი და "უნახატებო" ტყავისგან შეკერილი ტორშერისა და მაგიდის ლამპის აბაჟურები... სათუთუნეები, ხელთათმანები...
ცალკე ეწყო ყბის ძვლები, რომლებიც ოქროს კბილებთან ერთად იყო ამოტეხილი ტყვეების გვამებიდან (ან იქნებ ცოცხალი ტყვეებიდანაც?)
მოკლედ, საშინელება საშინელებათა შორის! მეც ვნახე ჯოჯოხეთი, გიორგი... და მეც 1977 წელს!
12. ჩემო რობერტ, ძმაო, მეგობარო, სახლიკაცო! რატომ დამისვი ის შეკითხვა? ჯერ მინდოდა ტელეფონში მეპასუხა შენთვის, მერე დავაპირე პირადში გამომეგზავნა, მაგრამ მაინც ჯობია აქ გიპასუხო, იქნებ სხვასაც აინტერესებს? მაგრამ ვისაც სუსტი გული აქვს, ჯობია არ წაიკითხოს... მაშინ სპეციალურად გამოვტოვე ებრაელების თემა, ძალიან მტკივნეულია... იქ კი მიწერია რომ ყველა ებრაელს პირდაპირ „აბანოში“ უშვებდნენ-თქო, მაგრამ ასე არ იყო... ფიზიკურად ძლიერ მამაკაცებს განსაკუთრებულ სამუშაოებზე აგზავნიდნენ... ეს ძირითადად გაზის ღუმელები იყო... ყოველი ღუმელის გვერდით ნაჯახი იყო მიყუდებული... ეს იმ შემთხვევაში, თუ გვამი არ დაეტეოდა ურიკაზე, ან თუ ვინმე სუფთა ჰაერზე მოსულიერდებოდა... ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, ვინც პირველი დაეცემოდა, ზემოდან დაცემული გაზის მოქმედებას ახშობდა, ქვეშ მოყოლილნი კი შემდეგ გონზე მოდიოდნენ... ხდებოდა გვამების დახარისხებაც... ვისაც სხეულზე ტატუირება ჰქონდა, ის ცალკე გაჰყავდათ და წინასწარ მომზადებულ ვანაში უშვებდნენ, სადაც მდუღარე პარაფინი თუხთუხებდა... ასე შეიძლებოდა კანის დაუზიანებლად მოცილება, რითაც შემდეგ ებრაელი მკერავები ხელთათმანებს და ქალის ჩანთებს კერავდნენ... ასეთ ნივთებზე გერმანიაში დიდი მოთხოვნილება ყოფილა... ისიც გვითხრეს რომ როცა ინჟინრები მიუყვანიათ კრემატორიუმების ასაშენებლად, ერთს უკითხავს: პროექტში გაუგებრობაა, აქედან ხალხი როგორ უნდა გავიდეს ისე, რომ შემომსვლელ ნაკადს არ შეხვდესო? მაშინვე კეფაში ტყვია მიუღია... მან ხომ არ იცოდა, რომ ხალხი საკვამლე მილებიდან უნდა გამოსულიყო გარეთ... და ერთი კიდევ. გუშინ საღამოს ამერიკიდან ერთი წერილი მივიღე ფოსტაზე: გუგუა, რა ლამაზი ბიჭუნა ყოფილხარ, გენაცვალე შენ! დილაადრიან რას მატირე ამ წერილებზე, ნეტავ თუ ვინმე ამოიცნობს თავისიანს. ოსვენციმზე ხომ ლაპარაკიც აღარ მინდა, საშინელებაა. 5 წელი ვიყავი ვარშავაში და სულ მესმოდა მათგან: ჰიტლერს ისეთი არაფერი გაუკეთებია ჩვენთვის, როგორიც რუსებსო, სასტიკად ეზიზღებათ რუსები და აი რა მწარე სამაგიერო მიიღეს რუსებისგან კიდევ ერთხელ, 21-ე საუკუნეში. ნუთუ 96 ადამიანის სიკვდილს ასე შეარჩენენ?
ჩემო რობერტ, ძმაო, მეგობარო, სახლიკაცო! რატომ დამისვი ის შეკითხვა? ჯერ მინდოდა ტელეფონში მეპასუხა შენთვის, მერე დავაპირე პირადში გამომეგზავნა, მაგრამ მაინც ჯობია აქ გიპასუხო, იქნებ სხვასაც აინტერესებს? მაგრამ ვისაც სუსტი გული აქვს, ჯობია არ წაიკითხოს... მაშინ სპეციალურად გამოვტოვე ებრაელების თემა, ძალიან მტკივნეულია... იქ კი მიწერია რომ ყველა ებრაელს პირდაპირ „აბანოში“ უშვებდნენ-თქო, მაგრამ ასე არ იყო... ფიზიკურად ძლიერ მამაკაცებს განსაკუთრებულ სამუშაოებზე აგზავნიდნენ... ეს ძირითადად გაზის ღუმელები იყო... ყოველი ღუმელის გვერდით ნაჯახი იყო მიყუდებული... ეს იმ შემთხვევაში, თუ გვამი არ დაეტეოდა ურიკაზე, ან თუ ვინმე სუფთა ჰაერზე მოსულიერდებოდა... ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, ვინც პირველი დაეცემოდა, ზემოდან დაცემული გაზის მოქმედებას ახშობდა, ქვეშ მოყოლილნი კი შემდეგ გონზე მოდიოდნენ... ხდებოდა გვამების დახარისხებაც... ვისაც სხეულზე ტატუირება ჰქონდა, ის ცალკე გაჰყავდათ და წინასწარ მომზადებულ ვანაში უშვებდნენ, სადაც მდუღარე პარაფინი თუხთუხებდა... ასე შეიძლებოდა კანის დაუზიანებლად მოცილება, რითაც შემდეგ ებრაელი მკერავები ხელთათმანებს და ქალის ჩანთებს კერავდნენ... ასეთ ნივთებზე გერმანიაში დიდი მოთხოვნილება ყოფილა... ისიც გვითხრეს რომ როცა ინჟინრები მიუყვანიათ კრემატორიუმების ასაშენებლად, ერთს უკითხავს: პროექტში გაუგებრობაა, აქედან ხალხი როგორ უნდა გავიდეს ისე, რომ შემომსვლელ ნაკადს არ შეხვდესო? მაშინვე კეფაში ტყვია მიუღია... მან ხომ არ იცოდა, რომ ხალხი საკვამლე მილებიდან უნდა გამოსულიყო გარეთ... და ერთი კიდევ. გუშინ საღამოს ამერიკიდან ერთი წერილი მივიღე ფოსტაზე: გუგუა, რა ლამაზი ბიჭუნა ყოფილხარ, გენაცვალე შენ! დილაადრიან რას მატირე ამ წერილებზე, ნეტავ თუ ვინმე ამოიცნობს თავისიანს. ოსვენციმზე ხომ ლაპარაკიც აღარ მინდა, საშინელებაა. 5 წელი ვიყავი ვარშავაში და სულ მესმოდა მათგან: ჰიტლერს ისეთი არაფერი გაუკეთებია ჩვენთვის, როგორიც რუსებსო, სასტიკად ეზიზღებათ რუსები და აი რა მწარე სამაგიერო მიიღეს რუსებისგან კიდევ ერთხელ, 21-ე საუკუნეში. ნუთუ 96 ადამიანის სიკვდილს ასე შეარჩენენ?
11. მართლაც ჯოჯოხეთი... როგორ შეძელი ყველაფერი ამის საკუთარი თვალით ნახვაა?! ... მართლაც ჯოჯოხეთი... როგორ შეძელი ყველაფერი ამის საკუთარი თვალით ნახვაა?! ...
10. "ვანხეთ ჯოჯოხეთი" საშინელებააა!!! დამიმძიმდა სული!!! თმარობას გილოცავ გიორგი!!! უფლის წყალობა შენ!!! გაიხარე შენა!!! "ვანხეთ ჯოჯოხეთი" საშინელებააა!!! დამიმძიმდა სული!!! თმარობას გილოცავ გიორგი!!! უფლის წყალობა შენ!!! გაიხარე შენა!!!
9. ეგ ჩანაწერები 1977 წელსაა გაკეთებული. არაფერი არ შემიცვლია, გრამატიკული შეცდომებიც კი ისევე დავტოვე როგორც მქონდა ჩაწერილი... ემოციები ისეთი საშინელი იყო, რომ მისი გადმოცემა შეუძლებელია... ერთი გოგონა გვახლდა თან, ანია ლაპინსკა, გარეთ გველოდებოდა, შიგნით შემოსვლა ვერ შეძლო... ბიძამისი ოსვენციმის მსხვერპლი ყოფილა... ეგ ჩანაწერები 1977 წელსაა გაკეთებული. არაფერი არ შემიცვლია, გრამატიკული შეცდომებიც კი ისევე დავტოვე როგორც მქონდა ჩაწერილი... ემოციები ისეთი საშინელი იყო, რომ მისი გადმოცემა შეუძლებელია... ერთი გოგონა გვახლდა თან, ანია ლაპინსკა, გარეთ გველოდებოდა, შიგნით შემოსვლა ვერ შეძლო... ბიძამისი ოსვენციმის მსხვერპლი ყოფილა...
8. უუფ, რა საშინელებაა! ეს რა გადაიტანა ხალხმა?!
ყოჩაღ, გიორგი! კარგად წერ! 5 უუფ, რა საშინელებაა! ეს რა გადაიტანა ხალხმა?!
ყოჩაღ, გიორგი! კარგად წერ! 5
7. :( მართლა საშინელებაა...... გასკდა გული და დავიზაფრე...... ძალიან მაინტერესებს ეგ თემა და ჰოლოკოსტი ზოგადად... არ ვიცოდი თუ ეს ყველაფერი საკუთარი თვალებით გქონდა ნანახი.. :( მართლა საშინელებაა...... გასკდა გული და დავიზაფრე...... ძალიან მაინტერესებს ეგ თემა და ჰოლოკოსტი ზოგადად... არ ვიცოდი თუ ეს ყველაფერი საკუთარი თვალებით გქონდა ნანახი..
6. რა თქმა უნდა საინტერსოა, მაგრამ მსგავსი საშინელებები იმდენი მაქვს მოსმენილი და გადმოცემების მიხედვით ასახული...არანაირი სურვილი არ მაქვს, საკუთარი თვალით ვნახო და განვიცადო. რა თქმა უნდა საინტერსოა, მაგრამ მსგავსი საშინელებები იმდენი მაქვს მოსმენილი და გადმოცემების მიხედვით ასახული...არანაირი სურვილი არ მაქვს, საკუთარი თვალით ვნახო და განვიცადო.
5. საშინელებები ხდებოდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკებში! მილიონობით ადამიანია დახვრეტილი!
აღარ უნდა განმეორდეს ეს ჯოჯოხეთი! საშინელებები ხდებოდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკებში! მილიონობით ადამიანია დახვრეტილი!
აღარ უნდა განმეორდეს ეს ჯოჯოხეთი!
4. ეს თემა ძალიან საინტერესოა... და მტკივნეული... კარგად წერთ:) ეს თემა ძალიან საინტერესოა... და მტკივნეული... კარგად წერთ:)
3. უფრო მეტი ინფორმაცია და ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ ჩემს საიტში ქვეთავი 161 - "საქართველოში გასაგზავნი 9 წერილი. პოლონეთი." უფრო მეტი ინფორმაცია და ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ ჩემს საიტში ქვეთავი 161 - "საქართველოში გასაგზავნი 9 წერილი. პოლონეთი."
2. დაწყევლილია ოსვენციმი ერთ წიგნში აქვს ერთ გმირს...
მაგარი ნაწერია. დაწყევლილია ოსვენციმი ერთ წიგნში აქვს ერთ გმირს...
მაგარი ნაწერია.
1. ვნახეთ ჯოჯოხეთი.
მართლაც ჯოჯოხეთი!თუმცაღა საინტერესოდ იკითხებით,როგორც ყოველთვის!პატივისცემით- ვნახეთ ჯოჯოხეთი.
მართლაც ჯოჯოხეთი!თუმცაღა საინტერესოდ იკითხებით,როგორც ყოველთვის!პატივისცემით-
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|